თუ თქვენ სტუდენტი ხართ და გამოცდებისთვის ემზადებით, შესაძლოა ცდუნების წინაშე იდფგეთ, რომ გარკვეული დროით გვერდზე გადადოთ სპორტი ან სხვა ფიზიკური აქტივობა, რათა მეტი დრო დაუთმოთ სწავლას.
თუმცა, როგორც გამოცემა theconversation.com წერს, ვარჯიში აკადემიური წარმატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სპეციალისტების რჩევაა: გამოყავით დრო აქტიურობისთვის. შესაძლოა, ეს გამოცდებისთვის უკეთესად მომზადებაში დაგეხმაროთ.
საქმე ისაა, რომ ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს აზროვნებისა და ინფორმაციის დამუშავების უნარს. კვლევამ აჩვენა, რომ ეს სიმართლეა როგორც დაწყებითი, ასევე საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.
„რეალურად, როდესაც განვიხილავთ შემეცნების სხვადასხვა ტიპს, როგორიცაა აღქმა, მეხსიერება და ყურადღება. ყველაზე მეტად კი ფიზიკურ აქტივობას სარგებელი მოაქვს აღმასრულებელი ფუნქციისთვის. ეს არის ჩვენი უნარი, გავაანალიზოთ რთული საკითხები, რაც აკადემიურ მოსწრებასთანაა დაკავშირებული.
კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური აქტივობის სასარგებლო გავლენა შემეცნებაზე დაახლოებით 45 წუთს გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია რეგულარული აქტივობებით შესვენებებით, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს იმ სტიმული, რომელსაც ვარჯიში გამოცდებისთვის მზადების პროცესს აძლევს.
შეგიძლიათ სცადოთ გამეორების ერთსაათიან ბლოკებად დაგეგმვა: 45 წუთიანი ვარჯიში, რასაც მოჰყვება 10-15 წუთიანი ფიზიკური აქტივობა. ეს შეიძლება იყოს სიარული, სირბილი, სხეულის წონით ვარჯიშები, როგორიცაა ჩაჯდომები, ან თუნდაც გაწელვები.
შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყოს, რომ იპოვოთ აქტივობა, რომელიც მოგწონთ. ეს შეიძლება იყოს ათწუთიანი გასეირნება ერთსაათიანი მეცადინეობის შემდეგ, მოკლე ხუთწუთიანი შესვენება ჩაჯდომებისთვის ან აზიდვებისთვის ყოველ ნახევარ საათში – ან დილის ცურვა.
თუ შეგიძლიათ, შეეცადეთ ამ შესვენებებისთვის გარეთ გახვიდეთ. კვლევა აჩვენებს, რომ გარე ფიზიკური აქტივობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე შენობაში ვარჯიში.
ეს ეხება ყურადღების, მეხსიერებისა და აღმასრულებელ ფუნქციას, რომლებიც კომპიუტერული ტესტების ნაკრების გამოყენებით შეფასდა.

არსებობს მრავალი შესაძლო მიზეზი, რის გამოც ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება გააძლიეროს თქვენი მომზადების დონე. მაგალითად, მას შეუძლია გაზარდოს სისხლის მიმოქცევა ტვინში და გამოიწვიოს ნეიროტრანსმიტერების გ ამოყოფა – ესაა პაწაწინა სასიგნალო მოლეკულები, რომლებიც ჩვენს ტვინს უფრო ეფექტურად მუშაობაში ეხმარება.
მთავარია, სკოლებმა, მშობლებმა და თავად მოსწავლეებმა არ შეწყვიტონ ფიზიკური აქტიურობის პრიორიტეტად დამკვიდრება, მაშინაც კი, როდესაც ამდენი მეცადინეობაა საჭირო. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის აუცილებელი ბალანსის პოვნა, მაგრამ ფიზიკური აქტივობა აძლიერებს ჩვენს შემეცნებას, გამეორებას და სწავლას. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს მაქსიმალურად?
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
ჯანსაღი ცხოვრების პორტალი