ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ვარჯიში – რეკომენდაციები მაქსიმალური კომფორტისა და სარგებლისთვის 

უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატებაა ნავარაუდევი. ამ პროგნოზის გათვალისწინებით, დავინტერესდით, რა საფრთხეებთან და სარგებელთანაა დაკავშირებული მზიან და სიცხიან ამინდებში ღია სივრცეში ვარჯიში.  

ვრცლად

ქალები ვარჯიშების შედეგებს უფრო მარტივად „იმკიან,“ ვიდრე მამაკაცები – ახალი კვლევა

სპორტული წესით ცხოვრება ნაადრევი გარდაცვალების რისკებს ამცირებს, განსაკუთრებით გულთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით. თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვარჯიშების ეფექტი განსხვავდება სქესის მიხედვით. როგორც პორტალი LiveScience წერს, ქალები ვარჯიშების შედეგებს უფრო მარტივად „იმკიან,“ ვიდრე მამაკაცები.

ვრცლად

იოგა სიარულის დროს – პრაქტიკა, რომელიც თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს

“იოგა სიარულისას მოსახერხებელი ინსტრუმენტია, რომელსაც იოგის ვარჯიშების მიღმა, სიარულის დროს ვიყენებ. თუ აღგზნებულობას ვგრძნობ, ახლა უკვე ვიცი, როგორ გავუმკლავდე ამას. სამსახურამდე ამის კეთებით სიმშვიდის ადრიან დოზას ვიღებ, რომელიც მეხმარება, დილა პროდუქტიულად და ნათელი გონებით გავატარო. ადრე ასევე ვებრძოდი ცუდ ხასიათს, ახლა კი, მხოლოდ გარეთ გასვლა და სახის მზისთვის შეშვერა მნიშვშნელოვან დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა“

ვრცლად

ვარჯიშები, რომლებიც სიცოცხლის წლებს დაგვიმატებს – რჩევები 40 წელს გადაცილებულებისთვის

ჩვენი კუნთები და ძვლები ასაკთან ერთად ბუნებრივად სუსტდება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ცხოვრების წესში გარკვეული ჩვევების გამომუშავება და ვარჯიშების კეთება, რომლებიც სიცოცხლის წლებს მოგვიმატებს. ერთ-ერთი მეთოდია რთული მოძრაობების კეთება, როგორიცაა ბუქნები, სიმძიმეების აწევა და აზიდვები. 

ვრცლად

მარტივი ვარჯიშები დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ – პილატესის სპეციალისტის რჩევები

თანამედროვე ადამიანებს ხშირად უწევთ მთელი დღის მჯდომარე მდგომარეობაში გატარება, რის შემდეგაც ისინი თავს შებოჭილად და გაღიზიანებულადაც კი გრძნობენ.  როცა ერთ პოზაში დიდი ხნის განმავლობაში ხართ, იმისდა მიუხედავად, რამდენად სწორად გიჭირავთ ზურგი, ტკივილის დიდი რისკის წინაშე დგახართ.  ამ პრობლემიდან ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს.

ვრცლად

მუცლის ვაკუუმი – სასარგებლო ვარჯიში, რომლისგანაც გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს

ისევე როგორც TikTok-ის არაერთი ვირუსული ტრენდი, მუცლის ვაკუუმის ვარჯიშების დაპირებული შედეგებიც, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ინფლუენსერი, რომელიც აცხადებს, რომ მათი ბრტყელი მუცელი ვაკუუმის ვარჯიშების დამსახურებაა, დიდი ალბათობით, სხვა არაერთ ვარჯიშსაც აკეთებს და ჯანსაღ კვებას მისდევს.

ვრცლად

ვარჯიშებს შორის შესვენებები მეტი კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ – როგორ მუშაობს ეს მექანიზმი

სტარტისას, როცა მშვიდი მდგომარეობიდან მოძრაობას ვიწყებთ, ჟანგბადის გარკვეულ რაოდენობას მოვიხმართ, რათა სიარული დავიწყოთ. ეს რაოდენობა დამოკიდებული არაა იმაზე, შემდეგ 10 წამი უნდა გავიაროთ თუ 30. ამიტომ პროპორციულად, მოკლე დისტანციაზე ენერგიის დანაკარგი უფრო მეტია, ვიდრე უფრო დიდი მანძილის შემთხვევაში.

ვრცლად

კარგი იდეაა თუ არა წვიმიან ამინდში ვარჯიში – დადებითი და საფრთხის შემცველი მხარეები

ბუნებაში ვარჯიშის დადებითი მხარეები დიდი ხანია ცნობილია. დადასტურებულია, რომ როცა ადამიანები ქუჩაში გადიან, მათში დაძაბულობა და სტრესი მცირდება. წვიმიან ამინდში კი ეს ფაქტორები კიდევ უფრო კარგად მუშაობს. ასე რომ, შეგიძლიათ სათანადო ტანსაცმელი მოამზადოთ და წვიმიან ამინდში სავარჯიშოდ ან, უბრალოდ, სასეირნოდ გახვიდეთ.

ვრცლად

4 საუკეთესო ვარჯიში მოწყობილობების გარეშე, სხეულის ზედა ნაწილის გაძლიერებისთვის

სხეულის იატაკიდან აწევა შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს, განსაკუთრებით თუ ამას სისტემატურად არ აკეთებდით. ხოლო თუ ახლა ვარჯიშების კეთებას რეგულარულად დაიწყებთ,  სხეულის ზედა ნაწილს ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე გაიძლიერებთ. ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ - სკამი და იოგის ხალიჩაა.

ვრცლად

ვარჯიში ოჯახთან ერთად ზრდის სარგებელს მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

სპეციალისტების თქმით,მართალია, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშები აუმჯობესებს მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, თუმცა ამ აქტივობების ოჯახთან ერთად კეთება ამ შედეგებს ბევრად აძლიერებს. ეს ხდება ემოციური კავშირების გამყარებისა და სოციალური მხარდაჭერის განცდის წყალობით. 

ვრცლად