ჯანმო: ფიზიკური აქტივობის გაზრდა ევროპის რეგიონში 2050 წლამდე 11,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს

ფიზიკურ აქტივობას არაინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ფიზიკური აქტივობის სათანადო დონედ მიიჩნევა კვირაში ზომიერი ინტენსივობის 150-წუთიანი აქტივობა. ამ დონის მიღწევის შედეგად, ჯანმოს ევროპის რეგიონში 2050 წლისთვის 11,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.

ვრცლად
mental

„თანამშრომლების ფსიქიკური კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან“

ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების გარდა, მენტალურ ჯანმრთელობასაც მოიცავს. მენტალურ, ანუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ტრენდი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ ძლიერია.

ვრცლად
fexi

მარტივი ვარჯიშები, რომლებიც მუხლის ტკივილს შეგიმსუბუქებთ

სწორ ზედაპირზე სიარულისას, მუხლებზე სხეულის წონის 1,5-ჯერ მეტი დატვირთვა მოდის. ეს დატვირთვა 316%-ით იზრდება კიბეზე ასვლისას და 346%-ით - ჩამოსვლისას. ანალიზმა აჩვენა, რომ პილატესის მარტივი მოძრაოებები, რომლებიც ნაკლებ დატვირთვას აყენებს ორგანიზმს, აუმჯობესებს მობილობას, სიარულს და პოზის სტაბილურობას.

ვრცლად

ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს სწავლით სიამოვნების მიღებას

ექსპერტები მოუწოდებენ სკოლების წარმომადგენელს, პრობლემის პრევენციის მიზნით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გაეცნონ. ერთ-ერთი ქვეყანაა ფინეთი და მისი კონცეფცია "სკოლები მოძრაობაში". გერმანიაში კი დატესტეს პროექტი "მოძრავი საკლასო ოთახი“ - დაწყებით სკოლებში სამუშაო პოზისა და მოძრაობის ხელშეწყობის ფედერალური სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნა

ვრცლად
plane

კვლევების თანახმად, მოგზაურობა მენტალურ ჯანმრთელობას და შრომის ნაყოფიერებას აძლიერებს

მოგზაურობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ეფექტიანი საშუალებაა. ის ხელს უწყობს ადამიანის უფრო ბედნიერ და სრულფასოვან ცხოვრებას. ამას გარდა, მოგზაურობა ადამიანის შრომის ნაყოფიერებასაც ზრდის, რის გამოც შინაარსიანად და საინტერესოდ გატარებული შვებულება როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულისთვის სარგებლის მომტანია.

ვრცლად

საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა იზრდება – რა სარგებლობა მოაქვს ამ აქტივობას მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის

ბოლო წლებში საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ეს დადებითი ტრენდი, ძირითადად, უცხოელი ტურისტების მხრიდან მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. საცხენოსნო ტურების სერვისის მიმწოდებელი  კომპანიის HORSETOURS.GE-ს ინფორმაციით, უცხოელ და ადგილობრივ მომხმარებლებს შორის პროცენტული შეფარდება 90-10-ზეა. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს  როგორც საათობრივ და ერთდღიან, ისე რამდენიმედღიან გასვლით ტურებს ყაზბეგის, თრუსოს ხეობის და ბორჯომის მიმართულებებით. …

ვრცლად

ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბიზნესების ჩამოყალიბებას და ტურისტების მოზიდვას

საქართველოში ზრდასრულთა დაახლოებით 17% ვერ აკმაყოფილებს დღის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული საკმარისი ფიზიკურ აქტივობის დონეს, ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი კი კიდევ უფრო დაბალია ბავშვებსა და მოზარდებში. ამის შესახებ განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სიტუაციის გასაუმჯობესებლად, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისთან თანამშრომლობით მუშაობს …

ვრცლად

„დღეს საქართველოში რესტორანი არის ჯანსაღი სივრცე და არა მოსაწევი ადგილი“

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმა გაამართლა არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ არამწეველი და მწეველი მომხმარებლებისთვის. საქართველოში არცერთ კანონს ისე არ უმუშავია, როგორც აღნიშნულმა კანონმა იმუშავა. ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ, 6 წლის წინ ამოქმედებული კანონის შეფასებისას განაცხადა. აღნიშნული კანონის ამოქმედების შედეგად აიკრძალა თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – მათ შორის …

ვრცლად

2024 წლის საუკეთესო ფიტნეს-საიტები

ფიტნეს საიტი ესაა ონლაინ-პლატფორმა, რომელიც ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში გეხმარებათ. საიტები აერთიანებს ვარჯიშების ვიდეოებს, ჯანსაღ კვებასთან და ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებულ ვიდეოჩანაწერებს. მომხმარებელს შეუძლია იპოვოს ინფორმაცია ფიტნეს-პროგრამების შესახებ, თვალი ადევნოს საკუთარ პროგრესს და გაეცნოს ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რესურსებს. არაერთი ფიტნეს-გამოცემა მკითხველებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ ამ თემატიკით დაინტერესებულ სხვა …

ვრცლად

ფიზიკური აქტივობა ძალადობის რისკს ამცირებს

ფიზიკური აქტივობა ძალადობის რისკს ამცირებს – ამის შესახებ ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სტრატეგიის პროექტშია ნათქვამი, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების პროცესი დროში საკმაოდ გაჭიანურდა. დოკუმენტზე მუშაობა ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი 15%-ით უნდა შემცირდეს მოზარდებსა …

ვრცლად