არდადეგების დროს ბავშვების ფიზიკური აქტივობა მცირდება

ბოლო წლების მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვების ფიზიკური აქტივობის დონე სასწავლო წლისა და არდადეგების პერიოდში იცვლება. ზოგადი ტენდენცია მიუთითებს, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში ბავშვები უფრო ორგანიზებულ და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში არიან, ვიდრე არდადეგებზე.

Advertising

კვლევები აჩვენებს, რომ სასკოლო გარემო ბავშვებისთვის ქმნის უფრო სტრუქტურირებულ დღის რეჟიმს, რაც ხშირად ზრდის მათ მოძრაობასა და ენერგიის ხარჯვას. გაკვეთილებს შორის გადაადგილება, შესვენებები და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ხელს უწყობს ყოველდღიურ აქტიურობას.
საერთაშორისო მიმოხილვები მიუთითებს, რომ სკოლის პერიოდში ბავშვები უფრო ხშირად აკმაყოფილებენ ფიზიკური აქტივობის რეკომენდებულ დონეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სკოლებში არსებობს სპორტული და აქტიური პროგრამები.
რაც შეეხება არდადეგებს, მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ამ პერიოდში ბავშვების ფიზიკური აქტივობა ხშირად მცირდება. ერთ-ერთი მიზეზი არის დღის ნაკლებად სტრუქტურირებული რეჟიმი და ეკრანთან გატარებული დროის ზრდა.

მკვლევრები ამის რამდენიმე ძირითად მიზეზს აღნიშნავენ: სკოლის სტრუქტურირებული დღის რეჟიმი (გაკვეთილები, შესვენებები, სპორტი), არდადეგებზე ნაკლები ორგანიზებული აქტივობები, ეკრანებთან გატარებული დროის ზრდა, განსხვავებული ოჯახური და სოციალური გარემო.
ამასთან, შედეგები დამოკიდებულია ინდივიდუალურ გარემოზე — ბავშვი, რომელიც არდადეგებზე სპორტულ ბანაკში ან აქტიურ გარემოშია, შესაძლოა უფრო აქტიურიც იყოს, ვიდრე სასკოლო პერიოდში.
ერთ-ერთი ასეთი კვლევა Pediatric Obesity -ში 2023 წელს გამოქვეყნდა. მის ფარგლებში მკვლევრებმა 133 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს ორი წლის განმავლობაში.
შედეგიად კი დაასკვნეს, რომ ზაფხულის არდადეგებზე ბავშვები დღეში საშუალოდ 12 წუთით ნაკლებ ზომიერ ან ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას ეწეოდნენ და 27 წუთით მეტ დროს ატარებდნენ მჯდომარე მდგომარეობაში. ეკრანთან გატარებული დრო კი საშუალოდ 70 წუთით იზრდებოდა.

ორი წლით ადრე კი იგივე საკითხზე კვლევა გამოაქვეყნა ჟურნალშმა Frontiers in Public Health. ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო აქტივობის საზომი მოწყობილობები 6–9 წლის ბავშვებში.
შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზაფხულის არდადეგებზე საერთო ფიზიკური აქტივობა შემცირდა 18%-ით; ზომიერი და ინტენსიური აქტივობა შემცირდა 45%-ით; ფიზიკური უმოქმედობა კი გაიზარდა.

ეს დაკვირვებები მშობლებისთვის არის იმის მიზეზი, რომ დაფიქრდნენ თავიანთი შვილების არდადეგების ისე დაგეგმვაზე, რომ მოზარდების ფიზიკური აქტივობა სათანადო დონეზე იქნას შენარჩუნებული.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

რეფორმერ Pilates-ის შესრულება სახლში, სპეციალური მოწყობილობების გარეშეც შესაძლებელია

მათთვის, ვინც პილატესში კარგად გათვითცნობიერებული არაა, მოსრიალე პლატფორმა, თასმები, სახელურები, შტანგები, ბორბლები - ძალიან რთული ფიტნეს მოწყობილობაა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მათთვის კი, ვინც რეფორმერ Pilates-ში ერკვევა, ეს ყველაფერი ძალისა და კონტროლის განვითარების წარმოუდგენლად ეფექტური საშუალებაა. ამიტომაცაა ის ასე პოპულარული.