მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ არის – რეკომენდაციები ადამიანებისთვის, რომლებსაც საათობით უმოძრაოდ არიან

ფიზიკური უმოქმედობა (physical inactivity) და ხანგრძლივი ჯდომა (sedentary behavior) ერთი და იგივე მოვლენა არ არის, თუმცა ორივე დამოუკიდებლად აზიანებს ჯანმრთელობას. ამის შესახებ სტატიას theconversation-ი აქვეყნებს და წერს, რომ რეგულარული ვარჯიშიც კი სრულად ვერ ანეიტრალებს საათობით უწყვეტი ჯდომის უარყოფით გავლენას, ამიტომ მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ხშირად მოძრაობა.

Advertising

სტატიაში აღნიშნულია, რომ ფიზიკური უმოქმედობა ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ აღწევს რეკომენდებულ აქტივობას (კვირაში მინიმუმ 150 წუთი ზომიერი ან 75 წუთი ინტენსიური დატვირთვა). ამასთან, ადამიანი შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში მოძრაობდეს, მაგრამ მაინც ითვლებოდეს არასაკმარისად აქტიურად.

ცხოვრების მჯდომარე წესი ნიშნავს ხანგრძლივ პერიოდებს, როდესაც ადამიანი ზის, წევს ან თითქმის არ მოძრაობს. თანამედროვე კვლევების მიხედვით, ზრდასრულები დღეში მჯდომარე მდგომარეობაში საშუალოდ 6–10 საათს ატარებენ.

ასეთ დროს კი ნელდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება ფერმენტ ლიპოპროტეინ-ლიპაზის (LPL) აქტივობა, რომელიც სისხლში ცხიმების გადამუშავებას უწყობს ხელს, იზრდება ტრიგლიცერიდების დაგროვება, უარესდება ინსულინისა და გლუკოზის რეგულაცია, რაც დროთა განმავლობაში ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის.
ასეთ დროს ვარჯიში მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ის არ კმარა. თუ დღის უდიდეს ნაწილს მჯდომარე ატარებთ, ჯანმრთელობის რისკები მაინც იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კვირაში რამდენჯერმე ვარჯიშობთ. ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული რეკომენდაციაა ჯსომისას, ყოველ 20–30 წუთში ერთხელ, მინიმუმ 2 წუთით მაინც ადგეთ და მსუბუქად იმოძრაოთ — გაიაროთ, თუ შესაძლებლობაა,რამდენიმე ჩაჯდომა გააკეთოთ ან უბრალოდ ოთახში გაიარ-გამოიაროთ. ეს ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აქტიურობას და სისხლში შაქრის უკეთეს კონტროლს.

სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ჯანმრთელობისთვის მხოლოდ სპორტით დაკავება არ არის საკმარისი – რეგულარული ვარჯიში და დღის განმავლობაში ხშირი მოძრაობა ერთმანეთის შემავსებელი ჩვევები უნდა იყოს. თუ ბევრს მუშაობთ კომპიუტერთან ან ხშირად გიწევთ ჯდომა, ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა: შეასრულოთ რეკომენდებული ფიზიკური აქტივობა და, ამავე დროს, არ იჯდეთ უწყვეტად საათობით — ყოველ 20–30 წუთში რამდენიმე წუთით მაინც იმოძრავეთ.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

„პლანკა“ – რა უპირატესობები აქვს ამ ხანმოკლე ვარჯიშს

ბოლო წლებში გამოქვეყნებული კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ე,წ, „ხიდი“ („პლანკა“ - როგორც ამ აქტივობას ყველაზე ხშირად უწოდებენ) სხეულისთვის ძალიან ეფექტიანი ვარჯიშია. პირველ რიგში, ის აძლიერებს  სხეულის ცენტრალურ კუნთებს.