ისევე როგორც TikTok-ის არაერთი ვირუსული ტრენდი, მუცლის ვაკუუმის ვარჯიშების დაპირებული შედეგებიც, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ინფლუენსერი, რომელიც აცხადებს, რომ მათი ბრტყელი მუცელი ვაკუუმის ვარჯიშების დამსახურებაა, დიდი ალბათობით, სხვა არაერთ ვარჯიშსაც აკეთებს და ჯანსაღ კვებას მისდევს.
ვრცლადვარჯიში
ვარჯიშებს შორის შესვენებები მეტი კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ – როგორ მუშაობს ეს მექანიზმი
სტარტისას, როცა მშვიდი მდგომარეობიდან მოძრაობას ვიწყებთ, ჟანგბადის გარკვეულ რაოდენობას მოვიხმართ, რათა სიარული დავიწყოთ. ეს რაოდენობა დამოკიდებული არაა იმაზე, შემდეგ 10 წამი უნდა გავიაროთ თუ 30. ამიტომ პროპორციულად, მოკლე დისტანციაზე ენერგიის დანაკარგი უფრო მეტია, ვიდრე უფრო დიდი მანძილის შემთხვევაში.
ვრცლადკარგი იდეაა თუ არა წვიმიან ამინდში ვარჯიში – დადებითი და საფრთხის შემცველი მხარეები
ბუნებაში ვარჯიშის დადებითი მხარეები დიდი ხანია ცნობილია. დადასტურებულია, რომ როცა ადამიანები ქუჩაში გადიან, მათში დაძაბულობა და სტრესი მცირდება. წვიმიან ამინდში კი ეს ფაქტორები კიდევ უფრო კარგად მუშაობს. ასე რომ, შეგიძლიათ სათანადო ტანსაცმელი მოამზადოთ და წვიმიან ამინდში სავარჯიშოდ ან, უბრალოდ, სასეირნოდ გახვიდეთ.
ვრცლად4 საუკეთესო ვარჯიში მოწყობილობების გარეშე, სხეულის ზედა ნაწილის გაძლიერებისთვის
სხეულის იატაკიდან აწევა შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს, განსაკუთრებით თუ ამას სისტემატურად არ აკეთებდით. ხოლო თუ ახლა ვარჯიშების კეთებას რეგულარულად დაიწყებთ, სხეულის ზედა ნაწილს ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე გაიძლიერებთ. ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ - სკამი და იოგის ხალიჩაა.
ვრცლადვარჯიში ოჯახთან ერთად ზრდის სარგებელს მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის
სპეციალისტების თქმით,მართალია, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშები აუმჯობესებს მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, თუმცა ამ აქტივობების ოჯახთან ერთად კეთება ამ შედეგებს ბევრად აძლიერებს. ეს ხდება ემოციური კავშირების გამყარებისა და სოციალური მხარდაჭერის განცდის წყალობით.
ვრცლადრა ტემპით უნდა ვიაროთ, ჯანმრთელობას რომ მაქსიმალური სარგებელი მოვუტანოთ?
სიარული ეფექტიანია წონის კლებისთვის, თუმცა შედეგი სწრაფი ვერ იქნება. ამასთან, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია სიარულის ტემპი და ხანგრძლივობა. მაგალითად, 30-წუთიანი სწრაფ ტემპში სიარული 200-მდე კალორიის დაწვას უწყობს ხელს, რაც წონის კლების წინაპირობაა. ამასთან, ბევრი კამათობს იმაზე, სასარგებლოა თუ არა დილაობით, უზმოზე ვარჯიში?
ვრცლადკუნთების ზრდისა და სხეულის მოქნილობისთვის – სახლის ვარჯიშები 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის
40 წლის ასაკის შემდეგ სხეულს რეგულარული ძალოვანი ვარჯიშები ესაჭიროება, რათა სახსრების ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს და კუნთოვანი მასის დაკარგვა შეფერხდეს. ეს განსაკუთრებით ქალებისთვისაა აქტუალური. სფეროს სპეციალისტი მეთიუს დასტინი ჩამოთვლის იმ ვარჯიშებს, რომლებიც ამ ასაკში ყველაზე მეტად საჭირო და ეფექტიანია.
ვრცლადფიზიკური აქტივობის ზრდა არ მოითხოვს ყოველდღიურ ცხოვრებაში კარდინალურ ცვლილებებს – ახალი კვლევა
კვლევის ერთ-ერთი აღმოჩენა ისაა, რომ ჯანმრთელობაზე ფიზიკური აქტივობის დადებით გავლენა, ვარჯიშის გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, აღარ იზრდება. კვლევის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ ძალიან დაბალი ფიზიკური აქტივობის მქონე ადამიანები დარწმუნდებიან, რამდენად სასარგებლოა ფიზიკური აქტივობის გაზრდა მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.
ვრცლადფიზიკური აქტივობა ფიტნეს-დარბაზებში სიარულისა და ვარჯიშის გარეშეც შესაძლებელია
სიდნეის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ორგანიზებული ვარჯიშები, ყოველდღიური საოჯახო საქმეების კეთება და ინტენსიური აქტივობა მათი ჯანმრთელობისთვის, კონკრეტულად კი გულისთვის, მაინც დადებითი შედეგის მომტანია.
ვრცლადცხიმის დაწვა, მოტივაციის გაზრდა, აზროვნების გაუმჯობესება – კიდევ ერთხელ სიარულის სასწაულებრივ შედეგებზე
სადილის შემდეგ მხოლოდ 30-წუთიანი სიარულიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, რაც წონის გრძელვადიანი კონტროლის შესანიშნავი შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სიარული ათავისუფლებს ენდორფინებს და, შესაბამისად, ამცირებს შფოთვას და ზრდის მოტივაციას. ის განაპირობებს გონების გადატვირთვას და ადამიანს აძლევს მოტივაციას, შეინარჩუნოს ცხოვრების ჯანსაღი წესი და სასარგებლო ჩვევები.
ვრცლად
ჯანსაღი ცხოვრების პორტალი