ყოველდღე 15-წუთიანი ვარჯიში კვირაში ორ ხანგრძლივ ვარჯიშზე უკეთესია – სპეციალისტის რჩევები

ჯანსაღი ჩვევების ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრება მნიშვნელოვანია, თუმცა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ადამიანები დგანან, დროის ნაკლებობაა. ამის დასაძლევად, პირადმა მწვრთნელმა კრის დიაზმა მრავალფუნქციურ აპლიკაცია Glovo-სთან პარტნიორობით გამოუშვა „სწრაფი ჯანმრთელობა“ – ახალი პროგრამა, რომელიც აერთიანებს 15-წუთიან ვარჯიშებს დაბალანსებულ და ჯანსაღ კვებასთან ერთად.

Advertising

ეს ახალი მეთოდი შექმნილია ყველა ასაკისა და ფიტნეს დონისთვის. „სწრაფი ჯანმრთელობის მეთოდი მოიცავს სამწუთიანი ძირითადი ვარჯიშების შესრულებას, რომლებიც მოქმედებს მობილურობაზე და ოთხ სხვადასხვა კუნთოვან ჯგუფზე: ფეხები, ხელები, მუცლის კუნთები და დუნდულები, საერთო ჯამში, ეს არის 15 წუთი დღეში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – რაც კვირაში 2.5 საათის ფიზიკური აქტივობის ეკვივალენტურია. ეს რუტინა, ყოველდღიურად 10,000 ნაბიჯის გადადგმის, ოპტიმალური დასვენების და კარგი დიეტის დაცვის რეკომენდაციასთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩვევების მარტივად და სწრაფად ჩამოყალიბების გასაღებია,“ – განმარტავს დიაზი.

როგორც დიაზმა განმარტა, „დღეში 15 წუთიანი ფიზიკური ვარჯიში მხოლოდ ჯანსაღი და ეფექტური აქტივობა არ არის. არსებობს უამრავი სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ჯანმრთელობისთვის – და სხვა სპორტში შესრულების გასაუმჯობესებლად – ბევრად უფრო სასარგებლოა კვირის განმავლობაში ხშირი ვარჯიში, ვიდრე ნაკლები და უფრო ხანგრძლივი სესიები“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „დაახლოებით 15-20 წუთიანი მცირე ყოველდღიური ვარჯიშების შესრულება უკეთესია, ვიდრე კვირაში ორი 90-წუთიანი ვარჯიშის შესრულება“.

შედეგები ჯანმრთელობას სცილდება: ყოველდღიური ვარჯიშის ეს მიდგომა ასევე აუმჯობესებს გარეგნობას. „ის უკეთესია კუნთების განვითარებისა და მეტაბოლური, ჰორმონიური და ესთეტიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, ის გაძლევთ ენერგიის იმპულსს, რათა თავი კარგად იგრძნოთ დღის განმავლობაში“, – ამბობს დიაზი.

იმ ადამიანებისთვის, ვინც ისედაც ხშირად ვარჯიშობს, ასევე რეკომენდებულია ასეთი აქტივობის ჩართვა რუტინად. „ადამიანი, რომელიც კვირაში მინიმუმ ხუთჯერ ვარჯიშობს, ძალიან აქტიურად ითვლება, შეიძლება ჩანდეს, რომ 15 წუთი ბევრი არ არის იმ ადამიანისთვის, ვინც ბევრს ვარჯიშობს, მაგრამ სრული დასვენების დღის ნაცვლად მოკლე, 15-წუთიანი აქტივაციის სესიის ჩართვა სინამდვილეში ძალიან სასარგებლოა,“ – ამბობს სპეციალისტი და ამატებს, რომ თუ თქვენ სპორტსმენი ხართ და დღის ბოლოს ხანგრძლივი ან ინტენსიური ვარჯიში გაქვთ დაგეგმილი, დილით ამ ტიპის სწრაფი სესიის შესრულება დაგეხმარებათ სხვა ვარჯიშები ბევრად უკეთ შესრულებაში.

რეგულარული ვარჯიშის გარდა, დიაზი ხაზს უსვამს დაბალანსებული და ჯანსაღი კვების მნიშვნელობას.

„ვარჯიშის შემდეგ, სასურველია მიირთვათ საკვები, რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენას და დაუყოვნებლივ რეჰიდრატაციას. ეს კარგი ვარიანტია მარტივი ნახშირწყლების შერწყმისთვის მაღალი ხარისხის ცილებთან, ვიტამინებთან და მინერალებთან“.
და ბოლოს, კრის დიაზი გვახსენებს, რომ არ უნდა გავხდეთ ფიტნესით ან იდეალურად ჯანსაღი ცხოვრების წესით შეპყრობილები: „სრულიად ნორმალურია, კვირაში ერთხელ მაინც გაინებივროთ თავი ან გამოტოვოთ ვარჯიში, თუ თავს კარგად არ გრძნობთ ან ძალიან დაღლილი ხართ. ეს ცხოვრების ნაწილია — და ეს არის ის, თუ როგორ ინარჩუნებთ ჯანმრთელობისადმი გრძელვადიან, მდგრად მიდგომას“.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ჯანმრთელობისთვის თანაბარი სარგებლის მისაღებად მამაკაცებს ქალებზე მეტი ვარჯიში სჭირდებათ – ახალი კვლევა

ვარჯიში - ესაა გულის თავისებური წამალი და ისევე, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში, მისი ეფექტიანობისთვის სწორი „დოზის“ მიღებაა საჭირო, თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ დოზა შეიძლება ყველასთვის ერთნაირი არ იყოს.