კარგი იდეაა თუ არა წვიმიან ამინდში ვარჯიში – დადებითი და საფრთხის შემცველი მხარეები

წვიმიანმა ამინდებმა არაერთ ადამიანს ღია ცის ქვეშ ვარჯიშზე უარი ათქმევინა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც წვიმის მიუხედავად უარი არ თქვა ღია სივრცეში ვარჯიშზე. ეს გულისხმობს ვარჯიშს როგორც უშუალოდ წვიმის ქვეშ (თუკი წვიმა ძლიერი არაა, არ არის ქარი და შესაბამისი ტანისამოსიც გვაქვს), ისე გადახურვის ქვეშ. შესაძლოა, შევარჩიოთ პარკში გადახურული ადგილები, ვერანდები და სხვა სივრცეები, სადაც წვიმით გაწმენდილი ჰაერი ჩვენს ფიზიკურ აქტივობას და მენტალურ ჯანმრთელობას დამატებით ბენეფიტებს მოუტანს.

Advertising

ამერიკელი ექსპერტი ტანერ დანი ამბობს, რომ წვიმიან ამინდში ვარჯიშს აქვს როგორც ნეგატიური მხარეები, ისე უპირატესობები.

პირველ რიგში, წვიმაში ყოფნა დადებითად აისახება ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
წვიმის ხმა სტრესის მოხსნის, განტვირთვისა და ძილის ხარისხის გაუმჯობესების ბუნებრივი საშუალებაა.

მეორეც – წვიმიან ამინდში ვარჯიშისას სხეული უკეთ ინარჩუნებს სიგრილეს, რაც ვარჯიშს მეტ ხანგრძლივობას და ეფექტიანობას ანიჭებს.

დაბოლოს, წვიმიან ამინდში სეირნობა და ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა სასუნთქი გზებისთვის. წვიმა ჰაერს ალერგენებისა და დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან წმენდს და, შესაბამისად, ჰაერი ამ დროს უფრო სუფთაა. ეს კი სასუნთქი გზებისთვის ძალიან სასარგებლოა.
თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ წვიმის დროს მაღალია გაციების ალბათობაც.

ბუნებაში ვარჯიშის დადებითი მხარეები დიდი ხანია ცნობილია. დადასტურებულია, რომ როცა ადამიანები ქუჩაში გადიან, მათში დაძაბულობა და სტრესი მცირდება. წვიმიან ამინდში კი ეს ფაქტორები კიდევ უფრო კარგად მუშაობს. ასე რომ, შეგიძლიათ სათანადო ტანსაცმელი მოამზადოთ და წვიმიან ამინდში სავარჯიშოდ ან, უბრალოდ, სასეირნოდ გახვიდეთ. ეს თქვენს ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაზე მხოლოდ დადებითად აისახება.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Edit

Check Also

იოგა სიარულის დროს – პრაქტიკა, რომელიც თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს

“იოგა სიარულისას მოსახერხებელი ინსტრუმენტია, რომელსაც იოგის ვარჯიშების მიღმა, სიარულის დროს ვიყენებ. თუ აღგზნებულობას ვგრძნობ, ახლა უკვე ვიცი, როგორ გავუმკლავდე ამას. სამსახურამდე ამის კეთებით სიმშვიდის ადრიან დოზას ვიღებ, რომელიც მეხმარება, დილა პროდუქტიულად და ნათელი გონებით გავატარო. ადრე ასევე ვებრძოდი ცუდ ხასიათს, ახლა კი, მხოლოდ გარეთ გასვლა და სახის მზისთვის შეშვერა მნიშვშნელოვან დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა“