ფიზიკური აქტივობა ინტერნეტ-დამოკიდებულებას ამცირებს

ინტერნეტ და გაჯეტ-დამოკიდებულება მთელს მსოფლიოში მწვავე პრობლემაა. გამონაკლისი არც საქართველოა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეს ტენდენცია ბავშვებსა და მოზარდებში.

Advertising

ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც ჩინეთში, გუანსის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს, დადგინდა, რომ პრობლემიდან ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალი ფიზიკური ვარჯიშებია. ვარჯიშების რეგულარული კეთება ადამიანებში ქსელში ყოფნის სურვილს აქვეითებს.

ექსპერიმენტისთვის, კოლეჯების 760 სტუდენტს 4,5 თვით შესთავაზეს ჯგუფებად დაყოფა: ერთი ჯგუფი სპორტის გუნდური სახეობებით იყო დაკავებული, მეორე – სირბილით და ცურვით, მესამე ჯგუფის წევრები კი სხვადასხვა მიმართულების აქტივობებში ჩაერთნენ.

შედეგად, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ სამივე ჯგუფში შემავალ ადამიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესდათ. სტუდენტებში იკლო შფოთვამ და მარტოობის განცდამ. სპორტმა ამ ადამიანებში შეამცირა მოთხოვნილება, სტრესთან სოცქსელების მუდმივი მონიტორინგის გზით ებრძოლათ.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ნელი და კონტროლირებადი – 5-წუთიანი ყოველდღიური ვარჯიში, რომელიც რეალურ შედეგს მოგიტანთ

ძალის რეალურად განვითარებისთვის სპორტდარბაზში საათების გატარება არ გჭირდებათ. სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ დღეში მხოლოდ ხუთი წუთის სწორი ტიპის მოძრაობასაც კი შეუძლია გაზომვადი შედეგების მოტანა. საიდუმლო ექსცენტრულ ვარჯიშებშია.