კიბე ლიფტის ნაცვლად, ტელეფონზე საუბრები სიარულისას – როგორ დავამარცხოთ უმოძრაობა

ამერიკელი კარდიოლოგის სტივენ იულიამსის თქმით, ცხოვრების მჯდომარე წესი ჯანმრთელობისთვის ისევე მავნეა, როგორც თამბაქოს მოხმარება. Nypost.com-თან საუბარში ის ამბობს:

Advertising

„როდესაც ადამიანები შედიან ოფისში და ამბობენ, რომ აქტიურ ცხოვრებას ეწევიან იმით, რომ ფეხზე დგანან, ეს ჩემზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. შესაძლოა, თქვენ მოძრაობდეთ, მაგრამ არა იმ სისწრაფით, როგორც ეს „ფიზიკური აქტივობის“ ცნებას შეესაბამება.“

მისი თქმით, გადამწყვეტი ფაქტორია მოძრაობა. ფიზიკური აქტივობა ადამიანს უამრავ უპირატესობას ანიჭებს, მათ შორისაა წონის კონტროლი, წნევის მოწესრიგება, ძვლებისა და კუნთების გაძლიერება, ანთების შემცირება. ის ასევე აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ხელს უწყობს სტრესის, დეპრესიისა და შფოთვის შემცირებას.

8 ათას ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებულმა კვლევებმა ცალსახად დაადასტურა კავშირი ადრეულ სიკვდილსა და მჯდომარე მდგომარეობაში ხანგძრლივი დროით ყოფნას შორის.
ამასთან, ექსპერტების თქმით, დგომა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჯდომის საპირისპირო მდგომარეობად მიიჩნევა, გამოსავალი არ არის იმის მიუხედავადაც კი, რომ ის მეტი კალორიის დაწვას უწყობს ხელს.

ამიტომ, უილიამსის განცხადებით, ამის მაგივრად უმჯობესია, ვიმოძრაოთ.
„თუ თქვენ ექიმს მიმართეთ და მან აქტიური ცხოვრების უფლება მოგცათ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა გქონდეთ,“ – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, თქვენ არ გჭირდებათ სპორტდარბაზში საათობით ვარჯიში ან კილომეტრების დაფარვა სირბილით, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თუ ცხოვრების პასიური წესით ცხოვრობთ, მხოლოდ სეირნობაც კი თქვენთვის სასარგებლო იქნება. მაგალითად, 4 კმ.საათის სიჩქარით სიარული დღეში ერთი საათის განმავლობაში. უილიამსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღეში 30-წუთიანი აქტივობაც კი, უდიდესი სარგებლის მომტანია.

უილიამსი გვიზიარებს მარტივ რჩევებს, რომლებიც ყოველდღიურად დაგვეხმარება, მეტი ვიმოძრაოთ.

ეს რჩევებია:

მუშაობის პროცესში, ავდგეთ და ვივარჯიშოთ ყოველ 30 წუთში ერთხელ;
ლიფტის ნაცვლად კიბით ვისარგებლოთ;
სატელეფონო საურების დროს ვიაროთ;
ვატაროთ ფიტნეს-სამაჯურები მონიტორინგისთვის;
გამოვიყენოთ რეგულირებადი მაგიდა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჯდომა და მოძრაობა ერთმანეთს შევუნაცვლოთ.

„დაიმახსოვრეთ, ცხოვრების მჯდომარე წესი – ეს მოწევის ახალი სახეობაა. ეს მართლაც ასე ცუდია,“ – აცხადებს სტივენ უილიამსი.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …