ძლიერ სხეულში ძლიერი გონებაა – მეტი ვარჯიში მეტ ოპტიმიზმსა და სიმშვიდეს ნიშნავს

ფიზიკურ აქტივობას ადამიანები სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ და სამართლიანადაც. თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იაზრებს, რომ ძლიერი სხეული მეტ წინააღმდეგობას უწევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა გულის პრობლემები და დიაბეტი, ასევე საშუალებას აძლევს ადამიანებს, ასაკთან ერთად დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ.

Advertising

ისიც აღარაა სადავო, რომ ფიზიკურთან ერთად, ფსიქიკური მომზადებაც მნიშვნელოვანია და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. ამიტომ, ფიზიკურთან ერთად, გონების ვარჯიშებსაც უნდა დაუთმოთ ყურადღება. თუ ამას გაითვალისწინებთ, კიდევ ბევრი წლის განმავლობაში შეძლებთ ნათელი გონებისა და ჯანმრთელი სხეულის შენარჩუნებას.

გაითვალისწინეთ, რომ, რაც მეტად ეხმარებით თქვენს სხეულს, მით მეტად ეხმარებით თქვენს გონებასაც. ფიზიკური აქტივობა ზრდის ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდებას. ეს ასევე ზრდის ენდორფინების რაოდენობას – ესაა ქიმიური ნივთიერება, რომლებიც კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი.

ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ადამიანები, რომლებიც კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან, გონებრივი აქტივობის უფრო მაღალი დონითაც გამოირჩევიან.

გარდა ამისა, დადასტურებული ფაქტია, რომ ენერგიული ფიზიკური ვარჯიშები დეპრესიასთან ბრძოლაში გვეხმარება და ცხოვრების მიმართ პოზიტიურ განწყობას გვიქმნის. ესაა შესანიშნავი მეთოდი შესამცირებლად სტრესისა, რომელსაც თქვენთვის როგორც მორალური, ისე ფიზიკური ზიანის მოტანა შეუძლია.

ამასთან, არ დაივიწყოთ გონების ვარჯიში. ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, მეხსიერების სავარჯიშოებს შეუძლიათ „მოქნილი ინტელექტის“ გაზრდა – ესაა ახალი პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

ფიზიკური ვარჯიშები სასარგებლოა გონებისა და სხეულისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია მედიტაციაც. მედიტაცია, სხვა მეთოდებთან ერთად, დეპრესიის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია. მშვიდი გონება პრობლემების უფრი მშვიდად გადაჭრის საშუალებას მოგცემთ.
როდესაც საღამოს დასაძინებლად წვებით, თქვენი სხეული მოდუნებას იწყებს, თუმცა გონება მას ყოველთვის არ მიყვება. ამ დროს ვიზუალიზაცია დაგეხმარებათ. წარმოიდგინეთ წყნარი სცენა ან ადგილი.

xr:d:DAFn3ZP7OU0:2,j:8558360867738611992,t:23070613

ეს დაძაბულობას შეამცირებს როგორც თქვენს სხეულში, ისე გონებაში, მოახდენს ნეირონების სტიმულირებას თქვენი ტვინის ნაკლებ დომინირებად უბანში. ესაა უბანი, რომელიც ოპტიმიზმისა და თავდაჯერებულობის გრძნობებს აკონტროლებს. როცა ფიქრობთ არა ყოველდღიურ პრობლემებზე, არამედ სრულიად სხვა რამეზე, თქვენ ააქტიურებთ ტვინის ამ ნაწილის ნეირონულ სტრუქტურებს.

გონების „ფიტნესის“ ფორმებია: კითხვა, ოცნება, იუმორი, დაგეგმვა და სხვა გონებრივი აქტივობები…

შეწყვიტეთ „მრავალამოცანობა“. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ასეთი მიდგომა ბევრი საქმის ერთდროულად შესრულებაში გეხმარებათ, თუმცა სინამდვილეში ის უფრო მეტ პრობლემას გიქმნით, ვიდრე გიგვარებთ. ერთ ამოცანაზე ფოკუსირება თქვენს კონცენტრაციას აუმჯობესებს და თქვენს პროდუქტიულობას ზრდის.

პოზიტიური მტკიცებულებები გონებრივი შესაძლებლობების გაზრდის ერთ-ერთი საშუალებაა.

აფირმაცია, ანუ საკუთარ თავთან პოზიტიური საუბარი უკავშირდება მეტ კეთილდღეობასა და კმაყოფილების განცდას.

თავდაპირველად შეადგინეთ თქვენი კარგი თვისებების სია. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ არაა აუცილებელი, იდალური იყოთ. დაისახეთ მიზნები და დაიწყეთ მცირედი გაუმჯობესებით, რათა არ გადაიტვირთოთ.

მახვილი გონების შენარჩუნებაში თამაშები დაგეხმარებათ. მაგალითად, კროსვორდების შევსება, სამაგიდო თამაშები და ა.შ.

არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ვიდეოთამაშებს შეუძლია ყურადღების კონცენტრაციის ხანგრძლივობის გაზრდა და ამოცანიდან ამოცანაზე გადასვლის გამარტივება.
ცხადია, სასარგებლოა კითხვა. ახლაც კი, როცა ამ სტატიას კითხულობთ, თქვენი ტვინი თითოეულ სიტყვას ამუშავებს და მის მნიშვნელობას იხსენებს.

მექანიკის გარდა, კითხვა გეხმარებათ ვიზუალიზაციაში, იმის წარმოდგენაში, თუ როგორ ისმის ხმები დაწერილ დიალოგში. ესეც რელაქსაციის გარკვეული მეთოდია. კითხვის პროცესში ტვინის სხვადასხვა ნაწილი აქტიურდება.

დასკვნა

„გონების ვარჯიში“ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი გონების, არამედ სხეულის ჯანმრთელობისთვისაც, განსაკუთრებით – ასაკთან ერთად. ისწავლეთ ახალი სიმღერა ან თამაში, ივარჯიშეთ ვიზუალიზაციასა და მოდუნებაში. ვარჯიშების გრაფიკში ჩასვით შესვენებები გონებრივი ვარჯიშებისთვის. თქვენი ჯანმრთელობისა და ნათელი გონებისთვის ეს მნიშვნელოვანია!

healthline.com-ის მასალები

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

როგორ დავიკლოთ წონაში უსაფრთხოდ და სიამოვნებით

წონაში დაკლება მხოლოდ დიეტებსა და მკაცრ შეზღუდვებს არ გულისხმობს. წარმატებული და ჯანსაღი პროცესისთვის საჭიროა ბალანსირებული …