Salt

ფიზიკური აქტივობა და მარილის მოხმარების შემცირება – სიცოცხლის გახანგრძლივების გზა

არაგადმდები დაავადებები მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოში გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. საუბარია გულ-სისხლძარღვთა, სიმსივნურ და სხვა დაავადებებზე. თუმცა არაგადამდები დაავადებების დიდი ნაწილის გადავადება ან სულაც თავიდან აცილება შესაძლებელია.

Advertising

ამისთვის კი აუცილებელია ფიზიკური აქტივობის გაზრდა, რაც ასევე უკავშირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ალკოჰოლის მოხმარების რეგულირებას, თამბაქოს კონტროლს,  კლინიკურ ინტერვენციებს, როგორებიცაა ქოლესტერინის მართვა, სისხლში გლუკოზის კონტროლი, სხვადასხვა სკრინინგული ღონისძიებები, მწვანე სივრცეების გაზრდა.

ერთერთი პრიორიტეტია მარილის მოხმარების შემცირება, რადგან ამ პროდუქტის გადაჭარბებით მოხმარება იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, რაც საქართველოში ნომერ პირველი მკვლელია და მასზე გარდაცვალებების 40% მოდის.

მარილის მოხმარების შემცირება კი, ჯანმოს წარმომადგენლის კახა ღვინიანიძის განცხადებით, შესაძლებელია მოსახლეობასთან კომუნიიკაციის გზითა და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებით.

სპეციალისტის განმარტებით, მარილის მაქსიმალური დღიური ნორმა, ჯანმოს სტანდარტით, 5 გრამია, საქართველოში კი სხვადასხვა კვლევით ეს მონაცემი 8,5 გრამს აღწევს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ რეალური მონაცემი უფრო მაღალია.

ასევე არსებობს მიდგომები, როგორ შეიძლება საკვებში იგივე ხარისხი და გემო შეინარჩუნო მარილის მაგივრად სხვა ტიპის მარილის ან ჩამნაცვლებლის გამოყენებით.

რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, კახა ღვინიანიძის თქმით, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე ცხოვრების უმოძრაო წესით ცხოვრობს, რაც გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, სიმსივნისა და სხვა პრობლემების გამომწვევი ფაქტორია.

activity

იგი ყურადღებას ამახვილებს ტურიზმზეც, კერძოდ იმაზე, რომ ქვეყანაში სათანადოდ არ ექცევა შიდა ტურიზმის ისეთ მიმართულებებს, რომლებიც ორიენტირებულია ფიზიკურ აქტივობაზე. ამ მიმართულებით კი სახელმწიფოს ხელშეწყობაა აუცილებელი.

„საქართველოში ადამიანებისთვის დასვენება ასოცირდება ნაკლებ მოძრაობასთან. არ ან ნაკლებად ვიყენებთ უამრავ  საფეხმავლო მარშრუტს. პრობლემაა ისიც, რომ  ასოცირებული ინფრასტრუქტურაც სუსტია. იგულისხმება საცხენოსნო და სხვა მრავალი როგორც ქალაქების ირგვლივ, ისე რეგიონებში. ჩვენს ტურიზმს განვითარების ბევრი კარგი მიმართულება აქვს, თუმცა ერთერთი სივრცე, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია, არის ფიზიკურ აქტივობაზე ორიენტირებული შიდა ტურიზმი,“ – აღნიშნა კახა ღვინიანიძემ.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ვარჯიშის მიზანი მხოლოდ წონაში კლება არ უნდა იყოს

სიტყვა „ვარჯიში“ ხშირად ასოცირდება წონაში კლებასთან, თუმცა სინამდვილეში ვარჯიში გახდომის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არ არის. სპეციალისტების თქმით, წონის კლების დიდი წილი მოდის სწორ კვებაზე, ისეთ ვარჯიშებსაც კი, რომლებიც არ უკავშირდება წონის კლებას, ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია და მათზე უარი არ უნდა ვთქვათ.