ჯანმო: ფიზიკური აქტივობის გაზრდა ევროპის რეგიონში 2050 წლამდე 11,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს

ფიზიკურ აქტივობას არაგადამდები (არაინფექციური) დაავადებების პროფილაქტიკისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. საუბარია დაავადებებზე, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მოსახლეობისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამ დაავადებებზე მოდის რეგიონში გარდაცვალებების ყველა შემთხვევის 90%. აღნიშნულის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

Advertising

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირში ფიზიკური აქტივობის სათანადო დონეზე გაზრდის შედეგად, 2050 წლისთვის 11,5 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას ავირიდებთ თავიდან. ფიზიკური აქტივობის სათანადო დონედ მიიჩნევა კვირაში ზომიერი ინტენსივობის 150-წუთიანი ფიზიკური აქტივობა. 11,5 მილიონი სიკვიდილიდან, რომელსაც ამ მაჩვენებელზე ასვლა აგვარიდებს თავიდან, 3,8 მილიონი შემთხვევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე მოდის, 3,5 მილიონი დეპრესიაზე, თითქმის 1 მილიონი კი დიაბეტი ტიპი ორზე. რაც შეეხება კიბოს, ჯანმოს გათვლებით, ევროპის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაში ფიზიკური აქტივობის დონის გაზრდა 2050 წლისთვის სიმსივნის სხვადასხვა სახეობით გამოწვეული გარდაცვალების 400 ათას შემთხვევას აგვარიდებს თავიდან.

ორგანიზაციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2015 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში რეგიონის ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ფიზიკური აქტივობის კუთხით. თუმცა განსხვავებული ვითარებაა მსოფლიოს მასშტაბით.

კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2022 წლისთვის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის დონე მსოფლიოში 31,3% იყო, რაც 2000-იანი წლების მაჩვენებელს (23,4%) აღემატება. ამ ტენდენციის შენარჩუნება ნიშნავს, რომ ქვეყნების უმეტესობა ვერ შეძლებს ჯანმოს გლობალური გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, რაც 2018-2030 წლებში არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის 15%-მდე შემცირებას გულისხმობს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

მოძრაობა, რომელიც ზურგის შუა ნაწილის გახსნაში დაგეხმარებათ

„მე ვმუშაობ იმ ადამიანებთან, რომლებსაც წელის ტკივილი აწუხებს, მაგრამ ხშირად მათ ზურგის შუა ნაწილშიც აქვთ დაჭიმულობა. საბედნიეროდ, არსებობს ერთი ვარჯიში, რომელსაც შეუძლია ამ ზონის ეფექტიანად გახსნა: დაჭიმვა, რომელსაც „ნემსში ძაფის გატარება“ ეწოდება“ - ამბობს პერსონალური მწვრთნელი