ბატუტზე ვარჯიში ზრდასრულთათვის – ფიზიკური ვარჯიშის სახალისო და ეფექტიანი სახეობა

სავარჯიშო ბატუტებმა, ანუ რიკოშეტებმა, დიდი გზა გაიარა ეზოს სათამაშოდან სავარჯიშო ტრენაჟორამდე. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ისინი ეფექტიანი საშუალებაა გამძლეობის განსავითარებლად, კუნთების გასაძლიერებლად და სახსრების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. „რიკოშეტი იმდენად ინკლუზიური ვარჯიშია, რომ მისი შესრულება ნებისმიერ ასაკში და ფიტნეს დონეზე შეგიძლიათ, ამისთვის რეალურად მხოლოდ 20 წუთი გჭირდებათ“, – თქვა მწვრთნელმა ლორენ კლებანმა. კვლევები აჩვენებს, რომ ხტუნვას შეუძლია გააუმჯობესოს ბალანსი, კოორდინაცია და სისხლის მიმოქცევა, რაც მას ფიზიკური აქტივობის მრავალმხრივ ვარიანტად აქცევს როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი სპორტსმენებისთვის.

ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებლის, მოქნილი ზედაპირისა და კარდიოზე დაფუძნებული, დაბალი დატვირთვის ვარჯიშის გათვალისწინებით, ამ მოწყობილობაზე ვარჯიში ცდად ნამდვილად ღირს.

Advertising

როგორც მწვრთნელი მარი ტიფანი აღნიშნავს, კარდიო ვარჯიშის სარგებლის თვალსაზრისით, 30 წუთიანი რიკოშეტი დაახლოებით ერთი საათის სირბილს უტოლდება. რიკოშეტს ასევე შეუძლია ლიმფური დრენაჟის სტიმულირება, ძვლის სიმკვრივის და სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის გაზრდა, ამავდროულად, ამცირებს სირბილის ან ცეკვის გაკვეთილის ზემოქმედებას სახსრებზე, მუხლებსა და წელის ქვედა ნაწილზე.

თითოეული გაკვეთილის დასაწყისში ის კლიენტებს მოუწოდებს, დაფიქრდნენ, რისგან სურთ გათავისუფლდნენ ერთსაათიანი სესიის განმავლობაში – გააღრმავონ გონება-სხეულის კავშირი მოძრაობების შესრულებისას, შეინარჩუნონ კოორდინაცია და გათავისუფლდნენ ემოციებისგან ან გარკვეული გარემოებებისგან. ემოციური კათარზისისა და მაღალი ინტენსივობის კარდიოს შეთავსება – ეს არის ეფექტური ვარჯიში უზარმაზარი ფიზიოლოგიური უპირატესობით.

ბატუტის არასტაბილური ზედაპირი ყოველდღიურ ვარჯიშებს, როგორიცაა აზიდვები და ჩაჯდომები, უფრო ართულებს.

 „თქვენ ცდილობთ ამ ბატუტზე სტაბილიზაციას და ამასთან ერთად ვარჯიშობთ, ამავდროულად აძლიერებს ოთხთავა კუნთს, ასევე დუნდულასა და მუცლის კუნთებს“ – ამბობს მწვრთნელი.
ბატუტზე ხტუნაობას საფუძვლად უდევს ძალის გამყარება როგორც ფიზიკური, ისე ემოციური გაგებით.

 „ეს არის ძალის, მდგრადობისა და თავდაჯერებულობის კომბინაცია, და ვარჯიშის დროს თქვენი „მეს“ უმაღლეს დონეზე აყვანა მთელი ვარჯიშის განმავლობაში,“ – აღნიშნავს მარი.

 

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

დღეში ხუთწუთიანი აქტივობა, რომელსაც დამანატისა და მკურნალობის ეფექტი აქვს

ჯანმრთელობისთვის ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის სარგებლის შესახებ ბოლო ათწლეულში დაგროვილი მტკიცებულებები უზარმაზარია. მეტაანალიზებისა და საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტების თანმიმდევრული დასკვნები აჩვენებს, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და ძირითადი არაგადამდები დაავადებების რაოდენობას.