Tag Archives: ფიზიკური აქტივობა

„მოდი, ვიმოძრაოთ“ – ჯანმო ახალ კამპანიაში მონაწილეობას გვთავაზობს

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა 30-წამიანი ვერტიკალური ვიდეოს ჩაწერა, რომელიც ასახავს პასუხს შეკითხვაზე: „რატომ გიყვართ ფეხით ან ველოსიპედით სიარული“? 3 ივნისიდან ადამიანებს უკვე შეუძლიათ ამ ვიდეოების გამოქვეყნება საკუთარ სოციალურ გვერდებზე ჰეშთეგით #LetsGetMoving.

ვრცლად

„ვაქციოთ ამერიკა კვლავ ჯანმრთელად“ –  ტრამპმა მაისი ფიზიკური მომზადებისა და სპორტის თვედ გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა 2025 წლის მაისი ფიზიკური მომზადებისა და სპორტის თვედ გამოაცხადა.  მისი ოფიციალური მიმართვის თანახმად, რომელიც თეთრმა სახლმა 24 მაისს გაავრცელა, ტრამპი მოუწოდებს ამერიკელ ხალხს, ფიზიკური აქტივობა და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართონ. 

ვრცლად

კარგი იდეაა თუ არა წვიმიან ამინდში ვარჯიში – დადებითი და საფრთხის შემცველი მხარეები

ბუნებაში ვარჯიშის დადებითი მხარეები დიდი ხანია ცნობილია. დადასტურებულია, რომ როცა ადამიანები ქუჩაში გადიან, მათში დაძაბულობა და სტრესი მცირდება. წვიმიან ამინდში კი ეს ფაქტორები კიდევ უფრო კარგად მუშაობს. ასე რომ, შეგიძლიათ სათანადო ტანსაცმელი მოამზადოთ და წვიმიან ამინდში სავარჯიშოდ ან, უბრალოდ, სასეირნოდ გახვიდეთ.

ვრცლად

ვარჯიში ოჯახთან ერთად ზრდის სარგებელს მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

სპეციალისტების თქმით,მართალია, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშები აუმჯობესებს მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, თუმცა ამ აქტივობების ოჯახთან ერთად კეთება ამ შედეგებს ბევრად აძლიერებს. ეს ხდება ემოციური კავშირების გამყარებისა და სოციალური მხარდაჭერის განცდის წყალობით. 

ვრცლად

6 ყოველდღიური მოძრაობა, რომლებიც ვარჯიშებად ითვლება

ახალმა კვლევამ, რომელიც აკვირდებოდა არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის, ასევე თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების ჯანმრთელობაზე გავლენას, დაადგინა, რომ ადამიანებზე ამ ჩვევების შედეგები უკვე 36 წლის ასაკიდან აისახება.

ვრცლად

ფიზიკური აქტივობის ზრდა არ მოითხოვს ყოველდღიურ ცხოვრებაში კარდინალურ ცვლილებებს – ახალი კვლევა

კვლევის ერთ-ერთი აღმოჩენა ისაა, რომ ჯანმრთელობაზე ფიზიკური აქტივობის დადებით გავლენა, ვარჯიშის გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, აღარ იზრდება. კვლევის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ ძალიან დაბალი ფიზიკური აქტივობის მქონე ადამიანები დარწმუნდებიან, რამდენად სასარგებლოა ფიზიკური აქტივობის გაზრდა მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.

ვრცლად

ფიზიკური აქტივობა ფიტნეს-დარბაზებში სიარულისა და ვარჯიშის გარეშეც შესაძლებელია

სიდნეის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ორგანიზებული ვარჯიშები, ყოველდღიური საოჯახო საქმეების კეთება და ინტენსიური აქტივობა მათი ჯანმრთელობისთვის, კონკრეტულად კი გულისთვის, მაინც დადებითი შედეგის მომტანია. 

ვრცლად

ბედნიერება ხელმისაწვდომია – განწყობის ამაღლება მსუბუქი ვარჯიშებითაც შესაძლებელია

ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, გხდით თუ არა ფიზიკური ვარჯიშები უფრო ბედნიერს? ახალი კვლევა, რომელშიც ჰარვარდის და ოქსფორდის უნივერსიტეტების მკვლევრები იყვნენ ჩართულები, აჩვენებს, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი ფიზიკურ აქტვობასა და ბედნიერების დონეს შორის.

ვრცლად

ზომიერი და ინტენსიური ვარჯიშები კვირაში 2 საათით – რჩევები ახალნამშობიარები ქალებისთვის

ბრიტანეთის სპორტული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად, ახალბედა დედებმა, მშბიარობიდან 3 თვის განმავლობაში, კვირაში ორი საათი მაინც უნდა დაუთმონ ზომიერ ან ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას, ისეთებს, როგორიცაა სწრაფი სიარული და კუნთების გაძლიერების ვარჯიშები.

ვრცლად

„სნექ-ვარჯიშები“ – დღეში რამდენიმეწუთიან აქტივობებსაც კი შეუძლია თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება

„სნექ-ვარჯიშები“ - ეს ტერმინი პირველად კარდიოლოგმა ჰარვარდ ჰარტლიმ, 2007 წელს გამოიყენა და მას შემდეგ, კვლევებმა ამ მინი-ვარჯიშების სარგებელი არაერთხელ დაადასტურა. „სნექ-ვარჯიშები“ - ესაა აქტივობის მცირე „აფეთქებები“ – 30 წამიდან 5, მაქსიმუმ 10 წუთამდე ხანგრძლივობის, რომლებიც ნებისმიერი სახის მოძრაობას გულისხმობს. შესაძლოა, ეს იყოს კიბეზე ასვლა, სიარული, ბუქნები და ცეკვა.

ვრცლად