ვარჯიში

ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბიზნესების ჩამოყალიბებას და ტურისტების მოზიდვას

საქართველოში ზრდასრულთა დაახლოებით 17% ვერ აკმაყოფილებს დღის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული საკმარისი ფიზიკურ აქტივობის დონეს, ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი კი კიდევ უფრო დაბალია ბავშვებსა და მოზარდებში. ამის შესახებ განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სიტუაციის გასაუმჯობესებლად, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისთან თანამშრომლობით მუშაობს …

ვრცლად

2024 წლის საუკეთესო ფიტნეს-საიტები

ფიტნეს საიტი ესაა ონლაინ-პლატფორმა, რომელიც ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში გეხმარებათ. საიტები აერთიანებს ვარჯიშების ვიდეოებს, ჯანსაღ კვებასთან და ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებულ ვიდეოჩანაწერებს. მომხმარებელს შეუძლია იპოვოს ინფორმაცია ფიტნეს-პროგრამების შესახებ, თვალი ადევნოს საკუთარ პროგრესს და გაეცნოს ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რესურსებს. არაერთი ფიტნეს-გამოცემა მკითხველებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ ამ თემატიკით დაინტერესებულ სხვა …

ვრცლად

5 მეთოდი ბედნიერების განცდის გაძლიერებისთვის ვარჯიშების საშუალებით

როგორ შეიძლება ვარჯიშების საშუალებით ჩვენი ბედნიერება გავზარდოთ? ამ თემას CNN-ის სპეციალური რუბრიკა „ფიტნესი“ აშუქებს და მკითხველს მოუწოდებს, გაიხსენონ ბავშვობა, როცა მოძრაობა ინსტინქტური, ცხოვრება კი გულწრფელი სიხარულით იყო სავსე. თუმცა, ზრდასრულობაში შესვლასთან ერთად, ბევრი ადამიანისთვის მოძრაობასა და სიხარულს შორის კავშირი გაწყდა და ისინი რეალობამა და ყოველდღიური ცხოვრების ვალდებულებებმა ჩაანაცვლა. მოძრაობა უკვე …

ვრცლად

ვენდოთ თუ არა „ჭკვიან საათებს“ ჯანმრთელობისა და ფიტნესის საკითხებში – ექსპერტის შეფასება

saati

„ჭკვიანი საათი“ აღარ არის მოწყობილობა მხოლოდ მესიჯებისთვის, მუსიკის მოსმენისა და დროის გასაგებად (ეს უკვე მოძველებულია). ის არაერთი ადამიანისთვის უკვე გახდა ჯანმრთელობის რუტინის განუყოფელი ნაწილი. თუმცა, შეუძლია კი მას გულის პრობლემების, მაგალითად არარეგულარული გულისცემის ან გულის შეტევის გამოვლენა? რა თქმა უნდა, ასევე საინტერესოა, შეუძლია თუ არა ჟანგბადის დონის ან გლუკოზის მაჩვენებლის …

ვრცლად

საფეხმავლო ბილიკებით სარგებლობა ჯანმრთელობას აუმჯობესებს – რა გეგმა აქვს საქართველოს მთავრობას

biliki

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“. დოკუმენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და არის სავალდებულოდ შესასრულებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის. დოკუმენტის მიზანია საფეხმავლო მარშრუტების განვითარება, მათი მონიშვნის ძირითადი პრინციპების  განსაზღვრა, ადამიანთა უსაფრთხოებისა …

ვრცლად