ვარჯიში

იაპონური სიარული – ფიტნეს-ტრენდის ბენეფიტები

სიარულის ეს სახეობა გულისხმობს სამწუთიან სიარულს შედარებით მაღალი ინტენსივობით, რასაც მოსდევს უფრო დაბალი ინტენსივობის ასევე 3-წუთიანი სიარული. ეს ვარჯიში უნდა შესრულდეს მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში, კვირაში ოთხჯერ. მაღალინტენსიური სიარული გულისხმობს ისეთ სიარულს, რომლის დროსაც ლაპარაკი შესაძლებელია, თუმცა სრულფასოვანი საუბარი რთულია.

ვრცლად

„მოდი, ვიმოძრაოთ“ – ჯანმო ახალ კამპანიაში მონაწილეობას გვთავაზობს

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა 30-წამიანი ვერტიკალური ვიდეოს ჩაწერა, რომელიც ასახავს პასუხს შეკითხვაზე: „რატომ გიყვართ ფეხით ან ველოსიპედით სიარული“? 3 ივნისიდან ადამიანებს უკვე შეუძლიათ ამ ვიდეოების გამოქვეყნება საკუთარ სოციალურ გვერდებზე ჰეშთეგით #LetsGetMoving.

ვრცლად

4000 ნაბიჯი 30 წუთში – სახლის ვარჯიში, რომელიც უფრო პროდუქტიულს და მობილიზებულს გაგხდით  

ქორეოგრაფიული ვარჯიშის ეს სახეობა, სადაც მოძრაობებს სწრაფად ცვლით, ძალიან სასარგებლოა ტვინის ჯანმრთელობისა და ზოგადი კეთილდღეობისთვის, რადგან სერიოზულ კონცენტრაციას მოითხოვს. შესაძლოა, ვარჯიშის პირველ 5 წუთში ვერ შეძლოთ ტრენერისთვის ფეხის აწყობა, თუმცა თქვენი კოორდინაცია თანდათანობით გაუმჯობესდება

ვრცლად

„ვაქციოთ ამერიკა კვლავ ჯანმრთელად“ –  ტრამპმა მაისი ფიზიკური მომზადებისა და სპორტის თვედ გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა 2025 წლის მაისი ფიზიკური მომზადებისა და სპორტის თვედ გამოაცხადა.  მისი ოფიციალური მიმართვის თანახმად, რომელიც თეთრმა სახლმა 24 მაისს გაავრცელა, ტრამპი მოუწოდებს ამერიკელ ხალხს, ფიზიკური აქტივობა და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართონ. 

ვრცლად

არცთუ პოპულარული, თუმცა ეფექტიანი ვარჯიში მუხლებისა და მთელი სხეულის გასაძლიერებლად

კვადრიცეფსებსა და მუხლქვეშა მყესების საუკეთესო ბალანსის მიღწევით შეძლებთ დამატებითი ძალის შეძენას და გაიუმჯობესებთ მუხლის ძალას, რაც ტრავმებისგან დაგიცავთ. გაძლიერებული მუხლქვეშა ხიდები ააქტიურებს მთელს სხეულსა და დუნდულებს, ამცირებს შებოჭილობის გრძნობასა და ზურგის ტკივილს. ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელია რეგულარული ვარჯიშებით.

ვრცლად

 ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ვარჯიში – რეკომენდაციები მაქსიმალური კომფორტისა და სარგებლისთვის 

უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატებაა ნავარაუდევი. ამ პროგნოზის გათვალისწინებით, დავინტერესდით, რა საფრთხეებთან და სარგებელთანაა დაკავშირებული მზიან და სიცხიან ამინდებში ღია სივრცეში ვარჯიში.  

ვრცლად

ქალები ვარჯიშების შედეგებს უფრო მარტივად „იმკიან,“ ვიდრე მამაკაცები – ახალი კვლევა

სპორტული წესით ცხოვრება ნაადრევი გარდაცვალების რისკებს ამცირებს, განსაკუთრებით გულთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით. თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვარჯიშების ეფექტი განსხვავდება სქესის მიხედვით. როგორც პორტალი LiveScience წერს, ქალები ვარჯიშების შედეგებს უფრო მარტივად „იმკიან,“ ვიდრე მამაკაცები.

ვრცლად

იოგა სიარულის დროს – პრაქტიკა, რომელიც თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს

“იოგა სიარულისას მოსახერხებელი ინსტრუმენტია, რომელსაც იოგის ვარჯიშების მიღმა, სიარულის დროს ვიყენებ. თუ აღგზნებულობას ვგრძნობ, ახლა უკვე ვიცი, როგორ გავუმკლავდე ამას. სამსახურამდე ამის კეთებით სიმშვიდის ადრიან დოზას ვიღებ, რომელიც მეხმარება, დილა პროდუქტიულად და ნათელი გონებით გავატარო. ადრე ასევე ვებრძოდი ცუდ ხასიათს, ახლა კი, მხოლოდ გარეთ გასვლა და სახის მზისთვის შეშვერა მნიშვშნელოვან დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა“

ვრცლად

ვარჯიშები, რომლებიც სიცოცხლის წლებს დაგვიმატებს – რჩევები 40 წელს გადაცილებულებისთვის

ჩვენი კუნთები და ძვლები ასაკთან ერთად ბუნებრივად სუსტდება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ცხოვრების წესში გარკვეული ჩვევების გამომუშავება და ვარჯიშების კეთება, რომლებიც სიცოცხლის წლებს მოგვიმატებს. ერთ-ერთი მეთოდია რთული მოძრაობების კეთება, როგორიცაა ბუქნები, სიმძიმეების აწევა და აზიდვები. 

ვრცლად

მარტივი ვარჯიშები დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ – პილატესის სპეციალისტის რჩევები

თანამედროვე ადამიანებს ხშირად უწევთ მთელი დღის მჯდომარე მდგომარეობაში გატარება, რის შემდეგაც ისინი თავს შებოჭილად და გაღიზიანებულადაც კი გრძნობენ.  როცა ერთ პოზაში დიდი ხნის განმავლობაში ხართ, იმისდა მიუხედავად, რამდენად სწორად გიჭირავთ ზურგი, ტკივილის დიდი რისკის წინაშე დგახართ.  ამ პრობლემიდან ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს.

ვრცლად