ვარჯიში

სარბენი ბილიკი ოფისში – სპეციალისტები ფიზიკური აქტივობის ამ ფორმას სკეპტიკურად უყურებენ

სამსახურში დიდი ხნის განმავლობაში გიწევთ ჯდომა? იქნებ უკვე ფიქრობთ სარბენი ბილიკის შეძენაზე, რომელიც ტრადიციულთან შედარებით შემცირებული და მსუბუქი ვერსია იქნება? თუმცა ექსპერტების თქმით, ეს არ არის ჯადოსნური მეთოდი ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის.

ვრცლად

პლანკი – უნივერსალური და ეფექტიანი ვარჯიში მთელი სხეულისთვის

ფიტნესის ექსპერტები ფიზიკურ ვარჯიშს პლანკს კუნთების გაძლიერების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ. მათი თქმით, ეს ვარჯიში ეფექტიანია ასაკისა და ფიზიკური მომზადების დონის მიუხედავად. არსებობს პლანკის მრავალი ვერსია, თუმცა მისი ძირითადი ფორმა გულისხმობს ფეხის თითებსა და წინა მხრებზე გაჩერებასა და სხეულის იატაკის პარალელურად შენარჩუნებას. პლანკი შესაძლოა რთულად შესასრულებელი მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, …

ვრცლად

შეანელე სვლა – როგორ დავიკლოთ წონაში უფრო სწრაფად

შეეცადეთ, ვარჯიშები სასიამოვნო გახადოთ: უსმინეთ პოდკასტებს, აუდიოწიგნებსა და მუსიკას. იყავით თანმიმდევრული: შეეცადეთ ეს ვარჯიში კვირაში 5-6 დღე აკეთოთ, კარგი იქნება, თუ მას სხვა ვარჯიშების დამატებად აქცევთ. აირჩიეთ ჰიბრიდული მიდგომა: შეუთავსეთ ნელი სეირნობები უფრო ინტენსიურ ინტერვალურ სიარულს, რათა გაააქტიუროთ კალორიების დაწვა.

ვრცლად

თხილამურებით და სნოუბორდით სრიალი – ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზა

თხილამურებზე თუ სნოუბორდზე სრიალი სოციალური ქმედებაა, რომელიც მეგობრებთან, ოჯახთან, ზოგჯერ კი უცნობებთან დაახლოებაშიც გვეხმარება. სხვებთან ერთად სრიალი ერთობის განცდას გვანიჭებს, ამცირებს იზოლაციის გრძნობას და ქმნის პოზიტიურ სოციალურ გარემოს. ეს კი მნიშვნელოვანი პირობაა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

ვრცლად

ფიზიკური აქტივობა ინტერნეტ-დამოკიდებულებას ამცირებს

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესდათ. სტუდენტებში იკლო შფოთვამ და მარტოობის განცდამ. სპორტმა ამ ადამიანებში შეამცირა მოთხოვნილება, სტრესთან სოცქსელების მუდმივი მონიტორინგის გზით ებრძოლათ.

ვრცლად

განტვირთვის კვირეული – აუცილებელი შესვენება ფიტნეს-შედეგების გასაუმჯობესებლად

ფიტნესის სფეროს არაერთი გავლენიანი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ სპორტდარბაზში სიარულის პერიოდში, ყოველ 4-8 კვირაში ერთხელ, განტვირთვის კვირეული უნდა ავიღოთ, რაც ფიტნესში მიღწეულ წარმატებებს გააუმჯობესებს. თემაზე სტატიას CNN-ის ფიტნეს-გამოცემა აქვეყნებს და წერს, რომ განტვირთვის პერიოდი გულისხმობს ვარჯიშების ინტენსივობის შემცირებას. ეს, როგორც წესი, ვარჯიშების დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებს ეხება. განტვირთვის კვირეულის მთავარი მიზანია, …

ვრცლად

კიბე ლიფტის ნაცვლად, ტელეფონზე საუბრები სიარულისას – როგორ დავამარცხოთ უმოძრაობა

ამერიკელი კარდიოლოგის სტივენ იულიამსის თქმით, ცხოვრების მჯდომარე წესი ჯანმრთელობისთვის ისევე მავნეა, როგორც თამბაქოს მოხმარება. მისი განცხადებით, ფიზიკური აქტივობა ადამიანს უამრავ უპირატესობას ანიჭებს, მათ შორისაა წონის კონტროლი, წნევის მოწესრიგება, ძვლებისა და კუნთების გაძლიერება, ანთების შემცირება. ის ასევე აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ხელს უწყობს სტრესის, დეპრესიისა და შფოთვის შემცირებას.

ვრცლად

ფიზიკური აქტივობა სამუშაო ადგილებზე – ჯანმოს რეკომენდაციები კომპანიებს

ჯანმოს ევროპის ბიურო ქვეყნებს სთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. დოკუმენტის მიზანია, კომპანიებმა სამუშაო ადგილებზე ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობა შექმნან. მაგალითად, ესაა შეხვედრები სიარულის პროცესში, კიბეებზე სიარულის წახალისება, სამსახურში ველოსიპედით ან ფეხით მისვლის წახალისება.

ვრცლად

ფიზიკური აქტივობა ბავშვებში თამბაქოს მოხმარების რისკს ამცირებს – ახალი კვლევა

„ზრდასრულ ასაკში მოწევაზე უარის თქმა კარგია, მაგრამ დაგვიანებულია, რადგან ჯერ კიდევ რჩება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი მომდევნო 30 წლის განმავლობაში. ამიტომ, თამბაქოს მოხმარებისგან ბავშვობის ასაკში დაზღვევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის ჯანმრთელობაზე."

ვრცლად

პილატესი: ფიზიკური და მენტალური ჰარმონიის სისტემა

ფიზიკური და მენტალური ჰარმონია ხშირად ჯანსაღი ცხოვრების წესის ქვაკუთხედად ითვლება. დღევანდელ დაძაბულ სამყაროში სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ვარჯიშის ისეთ ფორმებს, რომლებიც სხეულის გაძლიერებასთან ერთად, გონებასაც ასვენებს და ენერგიას ანიჭებს. ერთ-ერთი ასეთი სისტემაა პილატესი – ვარჯიშების მეთოდი, რომელიც აერთიანებს მოძრაობის სიზუსტეს, სუნთქვის კონტროლს და გონების ფოკუსირებას. თუ გსურთ გსურთ სისტემატური …

ვრცლად