ბატუტზე ვარჯიში ზრდასრულთათვის – ფიზიკური ვარჯიშის სახალისო და ეფექტიანი სახეობა

სავარჯიშო ბატუტებმა, ანუ რიკოშეტებმა, დიდი გზა გაიარა ეზოს სათამაშოდან სავარჯიშო ტრენაჟორამდე. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ისინი ეფექტიანი საშუალებაა გამძლეობის განსავითარებლად, კუნთების გასაძლიერებლად და სახსრების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. „რიკოშეტი იმდენად ინკლუზიური ვარჯიშია, რომ მისი შესრულება ნებისმიერ ასაკში და ფიტნეს დონეზე შეგიძლიათ, ამისთვის რეალურად მხოლოდ 20 წუთი გჭირდებათ“, – თქვა მწვრთნელმა ლორენ კლებანმა. კვლევები აჩვენებს, რომ ხტუნვას შეუძლია გააუმჯობესოს ბალანსი, კოორდინაცია და სისხლის მიმოქცევა, რაც მას ფიზიკური აქტივობის მრავალმხრივ ვარიანტად აქცევს როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი სპორტსმენებისთვის.

ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებლის, მოქნილი ზედაპირისა და კარდიოზე დაფუძნებული, დაბალი დატვირთვის ვარჯიშის გათვალისწინებით, ამ მოწყობილობაზე ვარჯიში ცდად ნამდვილად ღირს.

Advertising

როგორც მწვრთნელი მარი ტიფანი აღნიშნავს, კარდიო ვარჯიშის სარგებლის თვალსაზრისით, 30 წუთიანი რიკოშეტი დაახლოებით ერთი საათის სირბილს უტოლდება. რიკოშეტს ასევე შეუძლია ლიმფური დრენაჟის სტიმულირება, ძვლის სიმკვრივის და სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის გაზრდა, ამავდროულად, ამცირებს სირბილის ან ცეკვის გაკვეთილის ზემოქმედებას სახსრებზე, მუხლებსა და წელის ქვედა ნაწილზე.

თითოეული გაკვეთილის დასაწყისში ის კლიენტებს მოუწოდებს, დაფიქრდნენ, რისგან სურთ გათავისუფლდნენ ერთსაათიანი სესიის განმავლობაში – გააღრმავონ გონება-სხეულის კავშირი მოძრაობების შესრულებისას, შეინარჩუნონ კოორდინაცია და გათავისუფლდნენ ემოციებისგან ან გარკვეული გარემოებებისგან. ემოციური კათარზისისა და მაღალი ინტენსივობის კარდიოს შეთავსება – ეს არის ეფექტური ვარჯიში უზარმაზარი ფიზიოლოგიური უპირატესობით.

ბატუტის არასტაბილური ზედაპირი ყოველდღიურ ვარჯიშებს, როგორიცაა აზიდვები და ჩაჯდომები, უფრო ართულებს.

 „თქვენ ცდილობთ ამ ბატუტზე სტაბილიზაციას და ამასთან ერთად ვარჯიშობთ, ამავდროულად აძლიერებს ოთხთავა კუნთს, ასევე დუნდულასა და მუცლის კუნთებს“ – ამბობს მწვრთნელი.
ბატუტზე ხტუნაობას საფუძვლად უდევს ძალის გამყარება როგორც ფიზიკური, ისე ემოციური გაგებით.

 „ეს არის ძალის, მდგრადობისა და თავდაჯერებულობის კომბინაცია, და ვარჯიშის დროს თქვენი „მეს“ უმაღლეს დონეზე აყვანა მთელი ვარჯიშის განმავლობაში,“ – აღნიშნავს მარი.

 

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ველოსიპედით სიარული – უპირატესობები ფიზიკური აქტივობის სხვა ფორმებთან შედარებით

ველოსიპედით სიარული კარდიო ვარჯიშია - მეტიც: მისი შესანიშნავი ფორმაა. ველოსიპედით სიარული მოითხოვს უწყვეტ მოძრაობას, რაც ზრდის გულისცემას. როდესაც პედლებს ფეხს აჭერთ, თქვენი გული უფრო მეტად მუშაობს, რათა სისხლი კუნთებში გადატუმბოს. ეს მუდმივი ძალისხმევა თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას გამოცდის, რაც დროთა განმავლობაში მას უფრო ეფექტიანს ხდის.