ქვეყანაში არსებული დაძაბულობის პირობებში, ფიზიკური აქტივობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ

ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში, მათ შორის პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში.

Advertising

შფოთვისა და დეპრესიის ამერიკული ასოციაცია (ADAA) აღნიშნავს, რომ სტრესის თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი მართვა.

ADAA-ს ონლაინ-გამოკითხვის თანახმად, ამერიკაში ადამიანების 14 % რეგულარულად ვარჯიშობს, რათა სტრესი დაძლიოს. 18% აცხადებს, რომ ამ მიზნით ესაუბრებიან მეგობრებსა და ოჯახებს, 17% მთავარ აქცენტს სრულფასოვან ძილზე აკეთებს, 14% ფილმებისა და სხვადასხვა ტელეგადაცემას უყურებს, ჭამაში გამოსავალს 14% პოულობს, მუსიკის მოსმენა კი 13%-ს აძლევს შვებას.

მართალია, ეს მეთოდები დიდი ხანია ცნობილია, როგორც სირთულეების გადალახვის გზა, თუმცა ADAA-ს მთავარი რეკომენდაცია მაინც ფიზიკური აქტივობაა. მათ შორის სპეციალისტები გამოყოფენ სიარულს, სირბილსა და იოგას.

ასოციაცია ასევე აღნიშნავს, რომ ფიზიკური აქტივობა ეფექტიანი მეთოდია დაღლის მოსახსნელად, სიფხიზლისა და კონცენტრაციის გასაძლიერებლად, ასევე საერთო კოგნიტური ფუნქციის გასაუმჯობესებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სტრესი თქვენს ენერგიასა და კონცენტრაციის უნარს შთანთქავს.

ამიტომ, დაბალი და საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა თავს უფრო ენერგიულად და ჯანსაღად გაგრძნობინებთ, რაც სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. ერთ-ერთი რჩევაა ღრმა სუნთქვაც.

სპეციალისტები გვეუბნენიან, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს სტრესის ჰორმონების (მაგალითად, კორტიზოლის) დონეს და ამაღლებს ენდორფინების გამოყოფას, რაც ემოციურ კეთილდღეობას უწყობს ხელს.

ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ტვინის ფუნქციებს, რაც სირთულეებთან უკეთ გამკლავებაში გეხმარებათ.

ასევე ცნობილია, რომ სპორტი ან სხვა სახის ფიზიკური მოძრაობა ხელს უწყობს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებას.

დამატებითი ბენეფიტები მოაქვს ჯგუფურ აქტივობებს, როგორიცაა იოგა ან გუნდური სპორტი, რადგან ეს ქმნის ადამიანებთან კონტაქტს და ერთიანობის განცდას, რაც პოლიტიკური არეულობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვარჯიში ადამიანს სთავაზობს სტრუქტურას და რუტინას, რაც სტრესულ გარემოში სტაბილურობას უზრუნველყოფს, რადგან ქმნის რეგულარობის განცდას.
უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკური აქტივობა საუკეთესო შედეგს იძლევა, როდესაც ის თანხვედრაშია საკმარის ძილთან და ჯანსაღ კვებასთან.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …