ფიზიკური აქტივობის კიდევ ერთი ბენეფიტი – ის AI-ზე დამოკიდებულებისგან გვიცავს

ფიზიკური აქტივობა გაჯეტებზე დამოკიდებულების თავის დაღწევისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ეფექტიანი საშუალება რომაა, ეს უკვე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. ბოლო პერიოდში სპეციალისტები მის კიდევ ერთ უპირატესობაზე ალაპარაკდნენ: ფიზიკური აქტივობა ხელოვნურ ინტელექტზე საშიში დამოკიდებულებისგან განთავისუფლებაში გვეხმარება. ეს დამოკიდებულება კი მსოფლიოში დიდ პრობლემად გადაიქცა და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მას შესაძლოა, ფსიქიკური კვალიფიკაციაც კი მიანჭონ.

Advertising

თურქი პროფესორი ალი ერდოღანი აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების უკონტროლო გამოყენება ადამიანებს სოციალურ იზოლაციაში აქცევს. ამიტომ ის გვაფრთხილებს, რომ AI-ს ხშირმა მოხმარებამ შესაძლოა მასზე დამოკიდებულება და „ხელოვნური ინტელექტის მარტოობა“ გამოიწვიოს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა ამ ნეგატიურ ტენდენციაზე სპეციალური კვლევა ჩაატარა და განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის რევოლუციური განვითარება, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ამარტივებს, იწყებს რეალური მეგობრობის ჩანაცვლებას და სოციალური კავშირების შესუსტებას.

ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელოვნური ინტელექტი აჩქარებს ადამიანების რეალური გარემოსგან განცალკევებას.

“ადამიანებს, ბუნებით, სჭირდებათ თვალის კონტაქტი, ღიმილი და ორმხრივი ურთიერთქმედება, ხელოვნური ინტელექტი კი, რომელიც მთლიანად მექანიკურად მოქმედებს და ბრძანებებზეა დაფუძნებული, ვერ ავსებს ამ სიცარიელეს. აუცილებელია მისი გამოყენების დროის გონივრულად განსაზღვრა და ლიმიტების დაწესება. მთელი დღის ხელოვნურ ინტელექტთან გატარების ნაცვლად, ის, როგორც წესი, სამუშაო ან სასარგებლო ამოცანებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ამას გარდა, სოციალური ურთიერთქმედების გაზრდა, მეგობრებთან ერთად გასვლა, სპორტით დაკავება და ბუნებაში დროის გატარება დაგვეხმარება ამ დამოკიდებულებისგან დაცვაში. ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი ცხოვრება გაცილებით გაამარტივა, მაგრამ ჩვენ მაინც გვჭირდება ნამდვილი ინტელექტი, რეალური ადამიანები და გულწრფელი ღიმილი,“ – დასძინა სპეციალისტმა, რომლის სიტყვებსაც თურქული გამოცემა Medimagazin-ი ციტირებს.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

„იმოძრავეთ სიხარულით, დაისვენეთ დანაშაულის გრძნობის გარეშე“ – საუკეთესოდ დაბერების ხელოვნება

შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი ადამიანი 60-70 წლის ასაკშიც კი ახერხებს წარმატების მიღწევას, ზოგი კი ჩრდილში გადადის? თემაზე geediting.com წერს და აღნიშნავს, რომ განსხვავება იღბალსა და გენეტიკაში არ არის. საქმე ყოველდღიურ არჩევანსა და ჩვევებშია, რომლებიც ამ ოქროს წლების ხარისხს განსაზღვრავენ.