საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა იზრდება – რა სარგებლობა მოაქვს ამ აქტივობას მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის

ბოლო წლებში საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ეს დადებითი ტრენდი, ძირითადად, უცხოელი ტურისტების მხრიდან მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. საცხენოსნო ტურების სერვისის მიმწოდებელი  კომპანიის HORSETOURS.GE-ს ინფორმაციით, უცხოელ და ადგილობრივ მომხმარებლებს შორის პროცენტული შეფარდება 90-10-ზეა. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს  როგორც საათობრივ და ერთდღიან, ისე რამდენიმედღიან გასვლით ტურებს ყაზბეგის, თრუსოს ხეობის და ბორჯომის მიმართულებებით. რაც შეეხება ფასებს, საათობრივი ტურები 50-ლარიდან იწყება, ერთდღიანი ტურები 120 ლარიდან, მრავალდღიანი ტურები კი – 650 ლარიდან.

Advertising

გარდა დროის სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებისა, რაც პიროვნების მენტალურ მდგომარეობას აუმჯობესებს, ცხენით ჯირითი ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც სასაარგებლოა. გამოცემა healthline.com-ის ინფორმაციით, ცხენის ზურგზე ყოფნისას შესაძლებელია სპორტის ყველა სახეობის შედეგების მიღება: ძალა, ბალანსი, კოორდინაცია, მოქნილობა (გიცდიათ, მიწიდან პირდაპირ ცხენზე შეჯდომა?), ფსიქოლოგიური მდგრადობა, გამძლეობა, შრომისუნარიანობა, გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა და ა.შ. ცხენზე ჯირითი მოითხოვს კორპუსის დიდ ძალას, დადასტურებულია, რომ ეს საქმიანობა ზრდის როგორ სტატიკურ, ისე დინამიურ ბალანსს.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ჯანმრთელი ადამიანები, მათ შორის ხანდაზმულები, რომლებსაც არ აქვთ ველოსიპედით სიარულის გამოცდილება, აღნიშნავენ ბალანსისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას ცხენით ჯირითის პროგრამებში მონაწილეობის შემდეგ.

ეს კი ამცირებს ვარდნის რისკს, რაც, როგორც ცნობილია, გავრცელებულია ხანდაზმულ ადამიანებში.

კვლევები ასევე ადასტურებს, რომ ცხენით სიარულის სარგებელი აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელიობაზეც. იპოთერაპია – ესაა ცხენების გამოყენება ნეირომოტორულ, სენსორული და კოგნიტურ უნარებზე, მათ შორის – რეაბილიტაციის პერიოდში. იგივე კვლევები ადასტურებს განწყობისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებას უფროსებსა და ბავშვებში, რომლებსაც ყურადღების დეფიციტი ან ჰიპერაქტიურობა აღენიშნებათ.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …