რა გვიშლის ხელს მუცელზე ცხიმის გაქრობაში – სპეციალისტის რჩევები

თუ ადრე იღვიძებთ, ჯანსაღად საუზმობთ და ამის მიუხედავად, მუცელზე ცხიმი არ ქრება, შესაძლოა, დამნაშავე თქვენი დილის რუტინაა. სერტიფიცირებული მწვრთნელი მაიკლ აზიზი გამოცემა Eat This, Not That-თან საუბარში ამბობს, რომ არსებობს 7 გავრცელებული ჩვევა, რომლებიც თქვენს ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს. შესაბამისად, თუ ამ ჩვევებზე უარს იტყვით, სპეციალისტის თქმით, მუცელზე ცხიმიც შეგიმცირდებათ ან სულად გაგიქრებათ.

Advertising

გთავაზობთ ამ ჩვევების ჩამონათვალს:

1. უცხიმო პროდუქტების არჩევა

როცა უცხიმო პროდუქტებს, მათ შორის იოგურტს ირჩევთ, უნდა იცოდეთ, რომ მასში მაინც არის შაქარი და სიმინდის სიროფიც კი ფრუქტოზის მაღალი შემადგენლობით, რაც წონის მატებას იწვევს ინსულინის ზრდის ხარჯზე.

2. გადამუშავებული პროდუქტების მიღება

უკეთესი არჩევანი არც ნახშირწყლების მცირე შემცველობის პროდუქტებია, რადგან მათ ქიმიურ ნივთიერებებს უმატებენ ხოლმე. გარდა ამისა, გადამუშავებულ ხორცში არსებული ნიტრატები კიბოს რისკს ზრდის.

3. დღის დაწყება რაფინირებული ნახშირწყლებით

აზიზი გვირჩევს, უარი ვთქვათ რაფინირებულ ნახშირწყლებზე. ასეთებია ე.წ. „ხლოპია“ (ფანტელები), დონატები, ბლითები. ისინი შიმშილის გრძნობას სადილამდე იწვევს და თქვენი მიზნის მიღწევაც რთულდება.

4. ტკბილი სასმელების დალევა

თავი აარიდეთ ტკბილი ყავის მიღებას, რადგან მასში არის ჭარბი შაქარი და კალორიები.

5. დილის ვარჯიშის გამოტოვება

ექიმი აზიზი ამბობს, რომ დილის ფიზიკურ აქტივობას შეუძლია თქვენი მეტაბოლიზმისა და ენერგიის დონის გაძლიერება.

6. საკვების მიღების არასწორი დრო

აზიზის თქმით, კვების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მისი განცხადებით, გვიანი საუზმე კარგი იდეაა, გვიანი სადილი და ადრიანი ვახშამი კი კალორიების შეზღუდვის გარგი საშუალებაა.

7. დილის სტრესის გამკლავების შეუძლებლობა

„სტრესის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია წონის შემცირებისა და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის“ – ამბობს ექიმი. მისი თქმით, კორტიზოლი, რომელიც სტრესის დროს გამოიყოფა, გადამწყვეტ როლს ასრულებს ცხიმის დაგროვებაში. როცა მისი დონე იზრდება, ეს მადის მატებას და კალორიების მოხმარების მოთხოვნილებას იწვევს.

ოპტიმალურიმ ეტაბოლიზმისთვის დილის საუკეთესო რუტინა, ექიმ აზიზის ვერსიით, ასე გამოიყურება:

სცადეთ დილაობით მოკლე მანძილზე სირბილი, იოგა ან ძალისმიერი ვარჯიშები.

ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, დაიწყეთ მაღალინტენსიური ინტერვალური ვარჯიშები. ეს მაქსიმალურ გავლენას მოახდენს კალორიების დაწვაზე და სიცოცხლის გახანგრძლივებაზე.

სვით ბევრი წყალი. დაუმატეთ მას ლიმონი, რომ საჭმლის მონელებას და წონის კლებას შეუწყოთ ხელი.

დაწექით ადრე და ასევე ადრე გაიღვიძეთ.

ყავიდან მწვანე ჩაიზე გადადით, რადგან ის მეტაბოლიზმს და ცხიმის დაწვის პროცესს აჩქარებს.
მართეთ სტრესი მედიტაციის საშუალებით.

* * *
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციები ექიმთან გაიაროს, რათა ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი იყოს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ვარჯიშის მიზანი მხოლოდ წონაში კლება არ უნდა იყოს

სიტყვა „ვარჯიში“ ხშირად ასოცირდება წონაში კლებასთან, თუმცა სინამდვილეში ვარჯიში გახდომის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არ არის. სპეციალისტების თქმით, წონის კლების დიდი წილი მოდის სწორ კვებაზე, ისეთ ვარჯიშებსაც კი, რომლებიც არ უკავშირდება წონის კლებას, ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია და მათზე უარი არ უნდა ვთქვათ.