მოძრაობა, რომელიც ზურგის შუა ნაწილის გახსნაში დაგეხმარებათ

დაემშვიდობეთ შებოჭილობას და გაიუმჯობესეთ მობილურობა – გამოცემა fitandwell-თან საუბარში ამ თემაზე პერსონალური მწვრთნელი ჯენიფერ რიზუტო საუბრობს.

Advertising

„მე ვარ პირადი მწვრთნელი, რომელიც რეგულარულად მუშაობს იმ ადამიანებთან, რომლებსაც წელის ტკივილი აწუხებს, მაგრამ ხშირად მათ ზურგის შუა ნაწილშიც აქვთ დაჭიმულობა. ეს ადგილი მგრძნობიარეა ტკივილისა და უმოძრაობის მიმართ, როდესაც დღის განმავლობაში დიდხანს ზიხართ. საბედნიეროდ, არსებობს ერთი ვარჯიში, რომელსაც შეუძლია ამ ზონის ეფექტიანად გახსნა: დაჭიმვა, რომელსაც „ნემსში ძაფის გატარება“ ეწოდება,“ – ამბობს მწვრთნელი.

ამისათვის არანაირი აღჭურვილობა არ დაგჭირდებათ, თუმცა კომფორტისთვის შეგიძლიათ იოგას ხალიჩა გაშალოთ.

ნემსის ძაფის გატარება ხერხემლის გულმკერდის ნაწილის (ზურგის შუა ნაწილის) ვარჯიშია, რომელიც ოთხზე სრულდება. ეს იოგას პოზაცაა.

თუ პოზიცია არაკომფორტულად გეჩვენებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დახვეული პირსახოცი ან ბალიში მუხლების ან თავის ქვეშ.

როგორ ვივარჯიშოთ?

1-3 გამეორება, 5 თითოეულ მხარეს

დაიწყეთ ხელებსა და მუხლებზე დაყრდნობით. დაჭიმეთ მუცლის კუნთები და შეინარჩუნეთ ხერხემალი ნეიტრალურ მდგომარეობაში.

ასწიეთ მარჯვენა ხელი ზემოთ. ხელი გამართული გეჭიროთ და იგრძენით, როგორ იხსნება გულმკერდი.

შემდეგ, მარჯვენა ხელი ტორსის ქვეშ გადაიტანეთ.

მარჯვენა მხარი და თავი ქვემოთ დაუშვით.

15-30 წამის განმავლობაში შეინარჩუნეთ პოზიცია, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას და შეიცვალეთ მხარე.

როდესაც თქვენი მოძრაობის დიაპაზონი გაუმჯობესდება, თანდათან გაზარდეთ დრო და გამეორებები.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

კიბეზე ასვლა, ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, ტვინისთვისაც სასარგებლოა

გონებასა და სხეულს შორის ურთიერთკავშირის შესახებ ცოდნის გაფართოებასთან ერთად, სულ უფრო ნათლად იკვეთება ფიზიკური აქტივობის გავლენა კოგნიტურ პროცესებზე. ამ მიმართულებით, კიბეზე ასვლა თითქოს ძალიან დამაჯერებელ არგუმენტს გვთავაზობს.