walking
walking

დღეში მხოლოდ 1000 ნაბიჯის გადადგმაც კი დეპრესიის რისკს ამცირებს – ახალი კვლევა

ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ყოველდღიურად გადადგმულ ნაბიჯებს შეუძლია, დეპრესიის სიმპტომები შეამციროს.

Advertising

თემაზე სტატიას CNN-ი აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, კვლევის შედეგები ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა და მან აჩვენა, რომ დღეში გადადგმული მეტი ნაბიჯი დეპრესიის ნაკლებ სიმპტომს ნიშნავს.

„ჩვენი კვლევა წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებას იმისას, რომ ადამიანებში აქტივობის წახალისება, ამ აქტივობის ინტენსიურობის ან ტიპის მიუხედავად, დეპრესიის თავიდან აცილების ეფექტიანი სტრატეგიაა,“ – განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ბრუნო ბიცოზერო-პერონიმ ესპანეთის უნივერსიტეტიდან.

კვლევის ავტორებმა გაითვალისწინეს 33 კვლევა, რომლებშიც 96 ათასზე მეტი ზრდასრული ადამიანი იყო ჩართული. მონაცემები ადასტურებს, რომ დეპრესიის შესამცირებლად იმაზე ნაკლები ნაბიჯის გადადგმაა საკმარისი, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა – ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ფსიქოლოგმა კარმელ ჩოიმ განაცხადა.

სპეციალისტები ამბობენ იმასაც, რომ აუცილებელია დამატებითი კვლევის ჩატარება, რადგან აღნიშნული კვლევა მოსახლეობაზე დაკვირვების ხასიათს ატარებს და არ ყოფილა ორიენტირებული კლინიკური დეპრესიის მქონე ადამიანებზე. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, გადაგმული ნაბიჯები დეპრესიაზე მოქმედებს თუ უბრალოდ, დეპრესიის მქონე ადამიანები ნაკლებად მოძრაობენ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში გარკვეული ჩავარდნებია, რომლებიც დამატებით მუშაობას საჭიროებს, მაინც აშკარაა, რომ მოძრაობების რაოდენობა დეპრესიის სიმპტომების შემცირებას უკავშირდება.

ამასთან, ჩოის თქმით, ბევრი ნაბიჯის გადადმა ერთაერთი ქმედება არაა, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ მიმართოთ.

გარდა ამისა, სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე რეკომენდაციები მიმართულია ფიზიკური აქტივობის ხანგრძლივობისკენ, კერძოდ, ესაა კვირაში საშუალო დატვრთვის აქტივობა ჯამში 150 წუთით.

„შეარჩიეთ ის მაჩვენებელი, რომელიც თქვენ ყველაზე მეტ მოტივაციას გაძლევთ, იქნება ეს ნაბიჯები თუ საათები. ლიტერატურა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მუდმივად ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ინტენსივობით მოძრაობა უკეთესია, ვიდრე საერთოდ უმოძრაობა,“ – აღნიშნა ჩოიმ.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

როგორ დავიკლოთ წონაში უსაფრთხოდ და სიამოვნებით

წონაში დაკლება მხოლოდ დიეტებსა და მკაცრ შეზღუდვებს არ გულისხმობს. წარმატებული და ჯანსაღი პროცესისთვის საჭიროა ბალანსირებული …