ბარეს ვარჯიშები – მარტივი, მაგრამ ეფექტური მოძრაობები სახლის პირობებში

მუცლის კუნთების გაძლიერება არა მხოლოდ კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის, მას შეუძლია შეამციროს ტრავმის რისკი, დაგეხმაროთ ზურგის ტკივილის მართვაში და ყოველდღიური მოძრაობები – როგორიცაა სკამიდან ადგომა, ნივთების ტარება და სიარული – გაგიადვილოთ.

Advertising

მუცლის კუნთების ძალის განვითარება ასევე ხელს შეუწყობს თქვენს ტანდეგობას – ეს არის დაბალი დატვირთვის მქონე მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ბალეტის, პილატესის და იოგას პრინციპებს.

ბარეს ვარჯიშის ინსტრუქტორი ტარა რაილი ამბობს, რომ ბარეს ვარჯიშის მეთოდი ხშირად არასაკმარისად არის შეფასებული მუცლის ვარჯიშის თვალსაზრისით, პილატესთან შედარებით.

როგორ ვივარჯიშოთ

ვარჯიში პირველი


დადექით ისე, რომ ფეხები მხრების სიგანეზე მეტად მქონდეთ გაშლილი, ფეხის წვერები გარეთ მიმართეთ.

ხელები ასწიეთ და თავის უკან შემოიდეთ, მუხლები მოხარეთ. გადაიხარეთ მარჯვნივ, მარჯვენა იდაყვი მარჯვენა მუხლისკენ მიიტანეთ ისე, რომ მკერდი კვლავ წინ იყოს გადაწეული.

დაუბრუნდით საწყის პოზიციას და იგივე მოძრაობა მეორე მხარეს შეასრულეთ.
გააგრძელეთ ვარჯიში, ყოველი გამეორებისას მხარეები მონაცვლეობით შეცვალე.

ვარჯიში მეორე

დაჯექით იატაკზე, მუხლები გვერდზე გქონდეთ გაშლილი, ტერფები მოხრილი გქონდეთ, ორივე ფეხის ქუსლები და დიდი თითები ერთმანეთს ეხებოდეს.
გაშალეთ ხელები წინ და დაჭიმეთ მუცლის კუნთები, შემდეგ დაწიეთ ტორსი, ოდნავ მოხარეთ ხერხემალი, სანამ ტორსი იატაკის მიმართ 45°-იანი კუთხით არ დადგება.
ასწიეთ ტორსი და მარცხენა ფეხი მარჯვენა ხელისკენ მიიტანეთ.
დაწიეთ ტორსი 45°-მდე და მარცხენა ფეხი საწყის პოზიციაში დააბრუნეთ.
გაიმეორეთ მეორე მხარეს.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ხარისხიანი ძილი ფიზიკურ აქტივობას ზრდის – უახლესი კვლევის შედეგები

საკმარისი ძილი და აქტივობა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანების უმეტესობას ორივეს მიღწევა უჭირს. ამიტომ შეგვიძლია, პრიორიტეტი ძილს მივანიჭოთ, რაც, თავის მხრივ მეტი მოძრაობის გასაღებია.