Tag Archives: სიარული

რა ტემპით უნდა ვიაროთ, ჯანმრთელობას რომ მაქსიმალური სარგებელი მოვუტანოთ?

სიარული ეფექტიანია წონის კლებისთვის, თუმცა შედეგი სწრაფი ვერ იქნება. ამასთან, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია სიარულის ტემპი და ხანგრძლივობა. მაგალითად, 30-წუთიანი სწრაფ ტემპში სიარული 200-მდე კალორიის დაწვას უწყობს ხელს, რაც წონის კლების წინაპირობაა.  ამასთან, ბევრი კამათობს იმაზე, სასარგებლოა თუ არა დილაობით, უზმოზე ვარჯიში?

ვრცლად

ცხიმის დაწვა, მოტივაციის გაზრდა, აზროვნების გაუმჯობესება – კიდევ ერთხელ სიარულის სასწაულებრივ შედეგებზე

სადილის შემდეგ მხოლოდ 30-წუთიანი სიარულიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, რაც წონის გრძელვადიანი კონტროლის შესანიშნავი შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სიარული ათავისუფლებს ენდორფინებს და, შესაბამისად, ამცირებს შფოთვას და ზრდის მოტივაციას. ის განაპირობებს გონების გადატვირთვას და ადამიანს აძლევს მოტივაციას, შეინარჩუნოს ცხოვრების ჯანსაღი წესი და სასარგებლო ჩვევები.

ვრცლად

მარტივი წესები რთული პრობლემების თავიდან ასარიდებლად – რეკომენდაციები საოფისე თანამშრომლებისთვის

ადამიანები 9-10 საათის განმავლობაში სხედან ოფისებში, ამას ემატება საათი-საათნახევარი საცობში ყოფნა და თამამად შეგვიძლია თქმა, რომ დღის 50% ჯდომა გვიწევს. ცხოვრების მჯდომარე წესი კი ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე, რადგან ჰიპოდინამია იწვევს სისხლის მიმოქცევის და ინერვაციის დაქვეითებას როგორც ქვედა, ისე ზედა კიდურებში.

ვრცლად

ზომიერი და ინტენსიური ვარჯიშები კვირაში 2 საათით – რჩევები ახალნამშობიარები ქალებისთვის

ბრიტანეთის სპორტული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად, ახალბედა დედებმა, მშბიარობიდან 3 თვის განმავლობაში, კვირაში ორი საათი მაინც უნდა დაუთმონ ზომიერ ან ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას, ისეთებს, როგორიცაა სწრაფი სიარული და კუნთების გაძლიერების ვარჯიშები.

ვრცლად

ნელი სიარული vs სწრაფი სიარული – გავლენა ჯანმრთელობაზე

ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო სიარული ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ვარჯიშია. თუმცა, ხშირად ჩნდება კითხვა – რომელი სჯობს: ნელი სიარული თუ სწრაფი სიარული? ორივე ტიპის სიარულს აქვს თავისი უპირატესობები და გავლენა ორგანიზმზე, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიგოთ, როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ თითოეული. ნელი სიარული – სარგებელი და …

ვრცლად

სარბენი ბილიკი ოფისში – სპეციალისტები ფიზიკური აქტივობის ამ ფორმას სკეპტიკურად უყურებენ

სამსახურში დიდი ხნის განმავლობაში გიწევთ ჯდომა? იქნებ უკვე ფიქრობთ სარბენი ბილიკის შეძენაზე, რომელიც ტრადიციულთან შედარებით შემცირებული და მსუბუქი ვერსია იქნება? თუმცა ექსპერტების თქმით, ეს არ არის ჯადოსნური მეთოდი ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის.

ვრცლად

შეანელე სვლა – როგორ დავიკლოთ წონაში უფრო სწრაფად

შეეცადეთ, ვარჯიშები სასიამოვნო გახადოთ: უსმინეთ პოდკასტებს, აუდიოწიგნებსა და მუსიკას. იყავით თანმიმდევრული: შეეცადეთ ეს ვარჯიში კვირაში 5-6 დღე აკეთოთ, კარგი იქნება, თუ მას სხვა ვარჯიშების დამატებად აქცევთ. აირჩიეთ ჰიბრიდული მიდგომა: შეუთავსეთ ნელი სეირნობები უფრო ინტენსიურ ინტერვალურ სიარულს, რათა გაააქტიუროთ კალორიების დაწვა.

ვრცლად

დღეში მხოლოდ 1000 ნაბიჯის გადადგმაც კი დეპრესიის რისკს ამცირებს – ახალი კვლევა

walking

ახალი კვლევა ადასტურებს, რომ დღეში გადადგმული მეტი ნაბიჯი დეპრესიის ნაკლებ სიმპტომს ნიშნავს. „ჩვენი კვლევა წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებას იმისას, რომ ადამიანებში აქტივობის წახალისება, ამ აქტივობის ინტენსიურობის ან ტიპის მიუხედავად, დეპრესიის თავიდან აცილების ეფექტიანი სტრატეგიაა,“ - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ბრუნო ბიცოზერო-პერონიმ ესპანეთის უნივერსიტეტიდან.

ვრცლად

საფეხმავლო ბილიკებით სარგებლობა ჯანმრთელობას აუმჯობესებს – რა გეგმა აქვს საქართველოს მთავრობას

biliki

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“. დოკუმენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და არის სავალდებულოდ შესასრულებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის. დოკუმენტის მიზანია საფეხმავლო მარშრუტების განვითარება, მათი მონიშვნის ძირითადი პრინციპების  განსაზღვრა, ადამიანთა უსაფრთხოებისა …

ვრცლად