Tag Archives: ჯანსაღი კვება

10 მთავარი შეცდომა, რომლებიც ჯანსაღი კვების დაწყებისას უნდა ავირიდოთ

ჯანსაღი კვებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები შეიძლება დამაბნეველი იყოს, რადგან ამ პროცესში ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, რაც შედეგებს ანელებს ან ხელს უშლის მათ მიღწევას. განვიხილავთ 10 ტიპურ შეცდომას და გასწავლით, როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან, რათა ჯანსაღი კვება უფრო მარტივი და შედეგიანი გახდეს. 1. დიეტის რადიკალური ცვლილება ერთ დღეში შეცდომა: ჯანსაღი კვების დაწყებისას …

ვრცლად

მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისთვის

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ჯანმრთელობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი ამოსავალი ღირებულებებია, ზოგიერთი ქალაქი განსაკუთრებით გამოირჩევა ცხოვრების აქტიური წესის პროპაგანდით, ჯანსაღი კვების ჩვევების გავრცელებითა და გამორჩეული ფიტნეს-ცენტრების სიმრავლით. ესაა ქალაქები, რომლებიც მხოლოდ ცხოვრების ადგილები არაა, ესაა ჯანმრთელობის ცენტრები, სადაც ადამიანები პრიორიტეტს ანიჭებენ ფიზიკურ აქტივობასა და დაბალანდებულ კვებას.

ვრცლად

დატკბით შვებულებითა და დღესასწაულებით, თუმცა ჯანსაღ ჩვევებთან კავშირი არ გაწყვიტოთ

ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს, ჯანსაღი ცხოვრების ჩვევებს ყველა სიტუაციაში და ყოველთვის უერთგულოს. ასეთი პერიოდებია, მაგალითად, სადღესასწაულო დღეები, მოგზაურობა, ნათესავებთან სტუმრობა. როგორ ვთქვათ უარი სამაგიდო თამაშზე და ამის მაგივრად ვივარჯიშოთ?

ვრცლად

ფიზიკური აქტივობა და მარილის მოხმარების შემცირება – სიცოცხლის გახანგრძლივების გზა

Salt

ერთერთი პრიორიტეტია მარილის მოხმარების შემცირება, რადგან ამ პროდუქტის გადაჭარბებით მოხმარება იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, რაც საქართველოში ნომერ პირველი მკვლელია და მასზე გარდაცვალებების 40% მოდის. პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე ცხოვრების უმოძრაო წესით ცხოვრობს,

ვრცლად

არაჯანსაღი პროდუქტების მარკეტინგის შეზღუდვა და შაქრიანი სასმელების დაბეგვრა – ჯანმოს რეკომენდაციები საქართველოს

food

ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი კვების პოლიტიკა სკოლებში, ძუძუთი კვების ხელშეწყობა, არაჯანსაღი პროდუქტების მარკეტინგის შეზღუდვა, ჯანსაღი საკვების წარმოების და მარკეტინგის მხარდაჭერა, წონის კლებისა და მართვის სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა“ - ასეთია ჯანმოს რეკომენდაციები სიმსუქნის პრობლემის დაძლევისთვის

ვრცლად

„დღეს საქართველოში რესტორანი არის ჯანსაღი სივრცე და არა მოსაწევი ადგილი“

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმა გაამართლა არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ არამწეველი და მწეველი მომხმარებლებისთვის. საქართველოში არცერთ კანონს ისე არ უმუშავია, როგორც აღნიშნულმა კანონმა იმუშავა. ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ, 6 წლის წინ ამოქმედებული კანონის შეფასებისას განაცხადა. აღნიშნული კანონის ამოქმედების შედეგად აიკრძალა თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – მათ შორის …

ვრცლად