InPACT at Home – პანდემიის დროს შექმნილი პროგრამა ბავშვებს ფიზიკურ აქტივობაში დღესაც ეხმარება

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ პანდემიის დროს შექმნილი სახალისო ვიდეორგოლები ვარჯიშების შესახებ აქტუალობას არ კარგავს. ისინი ბავშვებს კვლავ ეხმარებიან მოძრაობაში, ენერგიის დაწვაში და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში ისე, რომ სახლშიც კი ფიზიკური აქტივობა მათთვის სასიამოვნო იყოს.

Advertising

ახალგაზრდებისთვის ფიზიკური აქტივობის პროგრამები კოვიდ-19-ის პანდემიის დროს მთავარი პრიორიტეტი გახდა იმ ექიმებისთვის, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე მუშაობენ.

ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის გაუმჯობესების,  იმუნიტეტის გაზრდისა და დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. პანდემიის პერიოდში კი, როცა სკოლები დაიკეტა და სპორტის გაკვეთილები შეიზღუდა, სპეციალისტებმა დაიწყეს მეთოდების ძიება, თუ როგორ აემაღლებინათ ბავშვებში, სახლის პირობებში ფიზიკური აქტივობა.

ასე შეიქმნა პანდემიის დროს პროგრამა InPACT at Home, რომელიც მოიცავს მაღალი ხარისხის ვიდეოებს ვარჯიშების შესახებ, ინსტრუქტორის მონაწილეობით. ეს ვიდეოები შეიქმნა კარდიომეტაბოლური ჯანმრთელობის ხელშესაწყობად, რაც ჯერ კიდევ ბავშვობაში ქმნის საფუძველს მომავალში სხვადასხვა დაავადების თავიდან აცილებისთვის.

პროგრამა InPACT at Home შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებმა სიამოვნება მიიღონ ფიზიკური აქტივობისგან.

კვლევებით დადგინდა, რომ ერთ ვიდეოში ასახული ვარჯიშის შესრულება 22 კალორიის დაწვას უწყობდა ხელს, ჯამში კი 110 კალორია იწვებოდა. შესაბამისად, ვიდეოების ეფექტი საკმაოდ მაღალია.

ასევე გამოიკვეთა, რომ კარდიოვარჯიშების ვიდეოები ყურება ბავშვებს უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებდა.

აღმოჩნდა ისიც, რომ 11-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები ვიდეოების ყურებით უფრო ნაკლებ სიამოვნებას იღებდნენ, ვიდრე 7-10 წლის ბავშვები.

ეს შედეგები ადასტურებს, რომ InPACT at Home-ის ვიდეოებს შეუძლია გაზარდონ PAEE – Physical Activity Energy Expenditure, ანუ ფიზიკური აქტივობით დახარჯული ენერგია. ეს კი ხდება ამ აქტივობებით სიამოვნების მიღების ფონზე, რაც განაპირობებს იმას, რომ ამ ვარჯიშებს აქვს პოტენციალი, ბავშვები სახლში ვარჯიშს მიაჩვიოს.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ბაზარზე Fitbit-ის ფიტნეს-გაჯეტები გამოჩნდება

Google-მა დაადასტურა, რომ მომავალ წელს Fitbit-ის ახალ მოწყობილობებს გამოუშვებს. თუმცა გამოშვების სავარაუდო ვადები ან რაიმე წინასწარი ინფორმაცია ახალი პროდუქციის შესახებ არ დაუკონკრეტებია. შესაძლოა, ეს, უბრალოდ, Fitbit-ის არსებული საათების მცირე ან სრული განახლება იყოს.