ვარჯიში

ფიზიკური აქტივობის ზრდა არ მოითხოვს ყოველდღიურ ცხოვრებაში კარდინალურ ცვლილებებს – ახალი კვლევა

კვლევის ერთ-ერთი აღმოჩენა ისაა, რომ ჯანმრთელობაზე ფიზიკური აქტივობის დადებით გავლენა, ვარჯიშის გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, აღარ იზრდება. კვლევის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ ძალიან დაბალი ფიზიკური აქტივობის მქონე ადამიანები დარწმუნდებიან, რამდენად სასარგებლოა ფიზიკური აქტივობის გაზრდა მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.

ვრცლად

ფიზიკური აქტივობა ფიტნეს-დარბაზებში სიარულისა და ვარჯიშის გარეშეც შესაძლებელია

სიდნეის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ორგანიზებული ვარჯიშები, ყოველდღიური საოჯახო საქმეების კეთება და ინტენსიური აქტივობა მათი ჯანმრთელობისთვის, კონკრეტულად კი გულისთვის, მაინც დადებითი შედეგის მომტანია. 

ვრცლად

ცხიმის დაწვა, მოტივაციის გაზრდა, აზროვნების გაუმჯობესება – კიდევ ერთხელ სიარულის სასწაულებრივ შედეგებზე

სადილის შემდეგ მხოლოდ 30-წუთიანი სიარულიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, რაც წონის გრძელვადიანი კონტროლის შესანიშნავი შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სიარული ათავისუფლებს ენდორფინებს და, შესაბამისად, ამცირებს შფოთვას და ზრდის მოტივაციას. ის განაპირობებს გონების გადატვირთვას და ადამიანს აძლევს მოტივაციას, შეინარჩუნოს ცხოვრების ჯანსაღი წესი და სასარგებლო ჩვევები.

ვრცლად

მარტივი წესები რთული პრობლემების თავიდან ასარიდებლად – რეკომენდაციები საოფისე თანამშრომლებისთვის

ადამიანები 9-10 საათის განმავლობაში სხედან ოფისებში, ამას ემატება საათი-საათნახევარი საცობში ყოფნა და თამამად შეგვიძლია თქმა, რომ დღის 50% ჯდომა გვიწევს. ცხოვრების მჯდომარე წესი კი ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე, რადგან ჰიპოდინამია იწვევს სისხლის მიმოქცევის და ინერვაციის დაქვეითებას როგორც ქვედა, ისე ზედა კიდურებში.

ვრცლად

სხეულის გახურება და გაგრილება: რატომ არის ისინი აუცილებელი ვარჯიშის წინ და შემდეგ?

ფიზიკური აქტივობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მაგრამ მასთან დაკავშირებული სწორად მომზადება ხშირად უგულებელყოფილია. გახურება (warm-up) და გაგრილება (cool-down) ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ვარჯიში.

ვრცლად

რა არის გულისცემის მაქსიმალური სიხშირე (MHR)

გულისცემის სიხშირე (Heart Rate) არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენჯერ ცემს გული წუთში. ვარჯიშის დაგეგმვისას გულისცემის სიხშირის სწორად გაგება და მართვა დაგვეხმარება ეფექტურობის გაზრდაში და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა არის გულისცემის მაქსიმალური სიხშირე (MHR), როგორ გამოვითვალოთ იგი, რა პროცესები მიმდინარეობს სხეულში გულისცემის სხვადასხვა ზონაში და როგორ შევუსაბამოთ ვარჯიშის ტიპები ამ ზონებს.

ვრცლად

თუ კვირის განმავლობაში ვარჯიშს ვერ ახერხებთ, არსებობს ალტერნატივა – ივარჯიშეთ მეტი დატვირთვით უქმეებზე

კვირაში 150-წუთიანი აქტივობა - ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე მზრუნველი ნებისმიერი ადამიანისთვის ცხოვრების განუყოფელი, ოქროს წესია. თუმცა ამ 150 წუთის განაწილებას კვირის დღეებზე ყველა ადამიანი ვერ ახერხებს. ასეთ შემთხვევაში კარგი გამოსავალია აღნიშნული წუთების განაწილება მხოლოდ უქმე დღეებზე, ზომიერი ან ინტენსიური ვარჯიშების ფორმით.

ვრცლად

ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას დღეში 5-წუთიანი ვარჯიშიც აუმჯობესებს – რას ნიშნავს ექსცენტრიული მოძრაობები

ჯანმოსა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ადამიანმა კვირაში, ჯამში მინიმუმ 150 წუთის განმავლობაში ივარჯიშოს. თუმცა არაერთი ადამიანისთვის ამ დროის გამოძებნაც რთულია. მათთვის კარგი ინფორმაცია გავრცელდა: ახალი კვლევის თანახმად, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საათობით ვარჯიში არაა აუცილებელი.

ვრცლად

სად ვირბინოთ – შენობაში, სარბენ ბილიკზე თუ ღია სივრცეში?

ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ ადამიანები სარბენი ბილიკებიდან ვარჯიშისთვის ხშირად ინაცვლებენ ღია ცის ქვეშ. სახლის ან სპორტდარბაზის სარბენი ბილიკი სულ უფრო მოსაწყენად გვეჩვენება. თუმცა, რას გვეუბნებიან სპეციალისტები - სად სჯობს ვარჯიში ჩვენი ჯანმრთელობისთვის - დახურულ თუ ღია სივრცეში, სწორ თუ ასფალტის ან ხრეშის ზედაპირზე?

ვრცლად

მოძრაობა როგორც თერაპია: როგორ ეხმარება ვარჯიში მენტალურ ჯანმრთელობას?

თანამედროვე ცხოვრების ტემპი, სტრესი და შფოთვა ხშირად ახდენს გავლენას ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამ პრობლემებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო და ბუნებრივი გზა ფიზიკური აქტივობაა. ვარჯიშს არა მხოლოდ სხეულის ფორმაში მოყვანა შეუძლია, არამედ ის პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

ვრცლად