რა არის სომატური ვარჯიშები და რა ბენეფიტები მოაქვს მათ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის

გიფიქრიათ თუ ოდესმე, რომ უარი გეთქვათ ფიტნეს-დარბაზში სიარულზე, პირად რეკორდებზე და ამის ნაცვლად ფოკუსირებულიყავით იმაზე, რას გრძნობს თქვენი სხეული მოძრაობის დროს? თუ ეს თქვენთვის ნაცნობია ან გსურთ ამ გამოცდილების მიღება, ამაში ექიმი დევიდ კრილი დაგეხმარებათ, რომელმაც ამ საკითხზე გამოცდილება გამოცემა health.clevelandclinic.org-ს გაუზიარა. საუბარია სომატურ ვარჯიშებზე.

Advertising

სომატური ვარჯიშები არის მოძრაობის თერაპიის ფორმა, რომელიც ფოკუსირებულია სხეულის შიგნიდან აღქმაზე (ანუ „სომატურ“ შეგრძნებებზე).

ასეთი ვარჯიშების ძირითადი მახასიათებლებია:

შეგრძნებაზე ფოკუსირება – ყურადღება ექცევა იმ შეგრძნებებს, რაც მოძრაობის შესრულებისას გეუფლებათ, რათა ადამიანი უკეთ დაუკავშირდეს საკუთარ სხეულს.

ნელა და შეგნებულად მოძრაობა – მოძრაობები ნელა და ფრთხილად სრულდება, რაც ეხმარება ტვინს ძველი, არასასურველი მოძრაობის ჩვევების ჩანაცვლებაში ახალი, ეფექტურით მოძრაობებით.

დაძაბულობის და ტკივილის შემცირება – სომატური მოძრაობები ხშირად გამოიყენება ქრონიკული ტკივილის (მაგალითად, ზურგის, კისრის, მხრების) ან დაძაბულობის მოსახსნელად.

ფიზიოლოგი და ფილოსოფიის დოქტორი დევიდ კრილი ხსნის, რა არის სომატური ვარჯიშები და როგორ უნდა გამოიყენოთ ეს მიდგომა თქვენი ვარჯიშისას, რათა მეტი სარგებელი მოუტანოთ თქვენს გონებასა და სხეულს.

სომატური მოძრაობები ესაა მეთოდი, რომლის გამოყენება შესაძლოა ფიზიკური აქტივობისას. სომატური ვარჯიში არ ფოკუსირდება ფორმაზე, მიზნებზე ან შეჯიბრებზე. მისი სამიზნეა ის, რასაც თქვენი სხეული გრძნობს. სომატური მოძრაობა და გაწელვები – ესაა ყოფნა ამ მომენტში, საკუთარი სხეულის მოსმენა და მიზანმიმართული მოძრაობების პრაქტიკა.

სომატური ვარჯიშების სახეობებია:

იოგა, რომელიც გონებისა და სხეულის გაერთიანებისკენაა მიმართული;

ცეკვები – საცეკვაო კლასები, როგორც წესი, ფოკუსირებულია ქორეოგრაფიასა და ფორმაზე, თუმცა „ისე ცეკვა, თითქოს არავინ გიყურებს“ – შესაძლოა, სომატურ  ვარჯიშად იქცეს;

აიკიდო – ისევე როგორც ბევრი საბრძოლო ხელოვნება, აიკიდო არის დისციპლინა, რომელიც სხეულის გაცნობიერებასა და სხეულზე კონტროლ მოითხოვს. მედიტაცია და სუნთქვაზე მუშაობაც აიკიდოს ნაწილია;

ტაიჩი – ესაა ჩინური საბრძოლო ხელოვნება, რომელიც ასევე გავრცელებულია როგორც მედიტაციური, გამაჯანსაღებელი ვარჯიში. ტაიჩი მოიცავს ნელა და რბილად შესრულებულ მოძრაობებს, ღრმა სუნთქვას და გონებრივ კონცენტრაციას. მისი არსი ისაა, რომ ერთი მოძრაობიდან ადამიანი მეორეში გადავიდეს.

კიდევ ერთი პრაქტიკაა ციგუნი – ესაა პოზიდან პოზაში გადასვლისა და სუნთქვის ტექნიკა. ის გულისხმობს მდუმარე ან დინამიურ მოძრაობებს, სუნთქვის კონტროლს, და გონებრივ კონცენტრაციას.

რაც შეეხება პილატესს, იქნება თუ არა ის სომატური, ეს მიდგომაზეა დამოკიდებული.

ზოგადად, ნებისმიერი მოძრაობა შესაძლოა სომატური იყოს. მაგალითად, სომატურ ვარჯიშად აქცია ექიმმა კრილმა დილით ველოსიპედით სეირნობა. იმის მაგივრად, რომ სიარულის სისწრაფეზე იფიქროს, ის საკუთარ თავს „შიგნიდან“ აკვირდება.

 

„მე ვფიქრობდი იმაზე, რა შეგრძნებები მქონდა ფეხებში, როცა ისინი მოძრაობენ. ვფოკუსირდი იმაზე, როგორ დგანან ჩემი ფეხები პედლებზე და როგორ მიედინება მათკენ ენერგია. მე შევამჩნიე, როგორ იკუმშებიან ჩემი კვადრიცეფსები, როცა პედალს ვაწვები. ამ დროს ყურადღება სუნთქვაზე მაქვს გადატანილი,“ – ყვება იგი.

 

მისი თქმით, სომატური ვარჯიშები აუმჯობესებს ბალანსს, ძალასა და მოქნილობას. გარდა ამისა, ისევე როგორც ნებისმიერი ფიტნეს-პრაქტიკა, ისინიც დადებითად მოქმედებენ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე – აძლიერებენ კუნთებს, აუმჯობესებენ ტანადობას, ამსუბუქებენ სახსრების მოძრაობას და ამცირებენ ქრონიკულ ტკივილს.

გარდა ამისა, ეს ვარჯიშები გუნება-განწყობასაც გვიმაღლებს. თანაც, მათი კეთება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი – მთავარია თქვენთვის შესაფერისი აქტივობა აირჩიოთ.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

 

Check Also

6 ყოველდღიური მოძრაობა, რომლებიც ვარჯიშებად ითვლება

ახალმა კვლევამ, რომელიც აკვირდებოდა არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის, ასევე თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების ჯანმრთელობაზე გავლენას, დაადგინა, რომ ადამიანებზე ამ ჩვევების შედეგები უკვე 36 წლის ასაკიდან აისახება.