8 პროდუქტი, რომლებიც გახდომაში ზოგიერთ ვარჯიშზე მეტად დაგეხმარებათ

არსებობს საკვები, რომლის რეგულარული მიღებაც მუცლის ცხიმს ზოგიერთ ფიზიკურ ვარჯიშზე უკეთ წვავს.

Advertising

თემაზე გამოცემა EatThis წერს და აღნიშნავს, რომ ზაფხულისთვის წონაში რომ დაიკლოთ, არ არის აუცილებელი, იშიმშილოთ. ამისთვის საკმარისია რაციონში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ. სერტიფიცირებული დიეტოლოგი ტარა კოლინგვუდი ამბობს, რომ ზოგიერთ პროდუქტს შეუძლია მეტაბოლიზმის აჩქარება, რაც ზედმეტი წონის დაკარგვას უწყობს ხელს.

„მართალია, არცერთ პროდუქტს არ შეუძლია ჯადოსნური გზით, ერთ ღამეში დაწვას ცხიმი მუცელზე, თუმცა  გარკვეულ საკვებს შეუძლია მეტაბოლიზმის აჩქარება, მუცლის შებერილობის შემცირება და ცხიმის დაკარგვა პრესის ვარჯიშზე უკეთესადაც კი (რომლებიც მიმართულია კუნთებზე და არა ცხიმზე)“ – ამბობს კოლინგვუდი.

სპეციალისტი ჩამოთვლის 8 პროდუქტს, რომლებიც, მისი თქმით, კარგია მუცლის ცხიმთან საბრძოლველად:

1. ავოკადო

პირველი პროდუქტი, რომელიც თქვენს რაციონს უნდა დაამატოთ, ავოკადოა. ის სავსეა ჯანსაღი ცხიმებით, რომლებიც მუცელზე ცხიმის შემცირებას უწყობს ხელს. ეს პროდუქტი ასევე სავსეა უჯრედისით, რაც დანაყრების გრძნობას გვანიჭებს.

 

2. კვერცხი

კვერცხი კიდევ ერთი პროდუქტია, რომელიც ყოველდღიურად უნდა ვჭამოთ, რომ გავხდეთ. ცხიმის დაწვას და მადის დაქვეითებას ხელს უწყობს კვერცხში ცილის მაღალი შემცველობა. მას ასევე შეუძლია ინსულინის სტაბილური დონის შენარჩუნება, რაც მნიშვნელოვანია მუცელზე ცხიმის დაკარგვისთვის.

 

3. კენკრა

კენკრა უფრო ჯანსაღი პროდუქტია, ვიდრე – ხილი. ანტიოქსიდანტებით და უჯრედისით სავსე პროდუქტი ორგანიზმში ანთებით პროცესებს ებრძვის, შაქრის შემცველობის გამო კი კენკრის ჭამა მაშინაც შეგიძლიათ, როცა ტკბილი მოგინდებათ. ამასთან, როგორც დიეტოლოგი ამტკიცებს, მათში შაქარი უფრო ნაკლებია, ვიდრე ხილის უმეტესობაში.

 

4. ფოთლოვანი მწვანილი და ბოსტნეული 

ისპანახი, კომბოსტო, სალათის ფურცელი – ეს პროდუქტები ასევე სასარგებლოა მუცელზე ცხიმის მოსაშორებლად. ისინი დაბალკალორიული პროდუქტებია, რომლებშიც წყალი და უჯრედისი დიდი რაოდენობით შედის. მათ საჭმლის მონელების გაუმჯობესება და მუცლის შებერილობის შემცირებაც შეუძლია.

 

5. ტკბილი კარტოფილი

ეს პროდუქტი კარგი არჩევანია, თუ წონაში დაკლება გსურთ. მის შემადგენლობაში შემავალი სახამებელი და უჯრედისი უზრუნველყოფს შაქრის მაღალ დონესა და ამავდროულად გვანაყრებს.  ის გვეხმარება ინსულინის მიმართ რეზისნენტობასთან ბრძოლაში, რის გამოც მუცელზე ცხიმი ჩნდება.

6. თხილი

თხილი, ისევე როგორც ნუში და ფისტა არის შესანიშნავი არჩევანი წასახემსებლად. ჯანსაღი ცხიმები და ცილა დანაყრების შეგრძნებას მოგანიჭებთ და, შესაბამისად, კალორიული საკვების მოთხოვნილებას შეამცირებს. ექსპერტის თქმით, კვლევებითაა დადასტურებული, რომ ადამიანებს, რომლებიც თხილეულს ხშირად ჭამენ, უფრო ვიწრო წელი აქვთ.

7. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი შეიცავს კატეხინსა და კოფეინს, რომლებიც ცხიმის მოშორებაში გვეხმარება.

 

8. ბერძნული იოგურტი

უცხიმო და არატკბილი იოგურტი ბევრ ცილასა და პრობიოტიკს შეიცავს, რომლებიც საჭმლის გადამუშავებას უწყობს ხელს და მუცლის შებერილობასაც ამცირებს.

თუ ამ პროდუქტების მიღებას თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცევთ, ძალიან მალე სიმსუბუქეს იგრძნობთ და მუცლის ცხიმის შემცირებასაც შეამჩნევთ. ამავდროულად, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თუკი წონაში კლების პროცესს ფიზიკურ ვარჯიშებსაც დაუმატებთ, ეს იქნება იდეალური კომბინაცია არა მხოლოდ გახდომისთვის, არამედ ჯანმრთელობისა და ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა 50 წლის შემდეგ: დილის 6 ჩვევა ქალებისთვის

კვების ექსპერტები ასახელებენ დილის 6 ჩვევას, რომლებიც 50 წელს გადაცილებული იმ ქალებისთვისაა რეკომენდებული, რომლებიც ჯანმრთელობაე ზრუნავენ და მომდევნო ათწლეულებით ტკბობა სურთ. ამ ასაკში მთავარია, ჯანმრთელობისთვის მყარი საფუძველი შევიქმნათ, რომელიც დაბალანსებული დიეტისგან, რეგულარული მოძრაობებისა და გაცნობიერებულობისგან შედგება.