4000 ნაბიჯი 30 წუთში – სახლის ვარჯიში, რომელიც უფრო პროდუქტიულს და მობილიზებულს გაგხდით  

ვარჯიშს, რომელიც 4 ათასი ნაბიჯს მოიცავს, შეუძლია ბევრად მობილიზებული და პროდუქტიული გაგხადოთ.

Advertising

ამის შესახებ გამოცემა fitandwell.com-სთვის ავტორი მედი ბიდულფი წერს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ის თავს არიდებს ხტუნვას, ამიტომ ვარჯიში სიარულით, რომლის შესრულება სახლშია შესაძლებელი, მოძრაობის ძალიან მიმზიდველი საშუალებაა.
ვარჯიშის 30-წუთიანი ვიდეოს ლინკი შეგიძლია იხილოთ აქ.

ავტორი წერს, რომ სოციალურ ქსელში ამ თემაზე ძალიან ბევრი ვიდეო იძებნება, ამიტომ რთულია იმის გაგება, როგორ ჯობია დაწყება, თუმცა  აღნიშნავს, როცა მან ნახა 4000 ნაბიჯიანი ვარჯიშის ზემოთ მოყვანილი ვიდეო, მაშინვე დარწმუნდა, რომ ის მას მოეწონებოდა.

„ამ ვარჯიშის მომხიბვლელობა ნაკლები დატვირთულობა და გამეორებების არარსებობაა. მე უპირატესობას ვანიჭებ ისეთ ვარჯიშებს, რომლებშიც მოძრაობები მუდმივად იცვლება და არ მეორდება ერთი და იგივე,“ – წერს მედი ბიდულფი.

სიარულის ეს მანერა ძირითადად, სხეულის ქვედა ნაწილს ეხება, თუმცა არის მოძრაობები ზედა ნაწილისთვისაც, რაც ნიშნავს, რომ სხეული დატვირთვას განიცდის.

„სახლში ფრილანსერად მუშაობა ნიშნავს, რომ თვითდისციპლინირებული უნდა ვიყო. ისეთ დღეებში, როცა ცუდად მძინავს ან სხვა საქმეებზე გადამაქვს ყურადღება, საქმეების გადადება მარტივია, განსაკუთრებით, როცა ჩემი ოფისი სამზარეულოშია განთავსებული და მუდმივად ვხედავ, რა საქმეები მაქვს სახლში გასაკეთებელი – სარეცხის გარეცხვა, თეთრეულის გაფენა ან მტვრის მოწმენდა. ამიტომ მისასალმებელია ყველაფერი, რასაც შეუძლია ჩემი ზონაში დაბრუნება და კონცენტრაციის გაუმჯობესება. სიარულით ვარჯიში სადილის შესვენებაზე გავაკეთე და სულ რაღაც 30 წუთის შემდეგ თავი გაცილებით მობილიზებულად და ამოცანების შესრულებისთვის მომზადებულად ვიგრძენი,“ – აღნიშნავს მედი ბიდულფი.

მისი თქმით, არსებობს არასწორი წარმოდგენა, რომ სიარულით ვარჯიში მსუბუქი მოძრაობაა, თუმცა Apple Watch-მა მას შეატყობინა, რომ 30 წუთში 400 კალორია დაწვა.

კალორიების დაწვაზე მიუთითებს ოფლის დიდი რაოდენობა და პულსის აჩქარებაც- და ეს ყველაფერი ხტუნვის გარეშე.

ქორეოგრაფიული ვარჯიშის ეს სახეობა, სადაც მოძრაობებს სწრაფად ცვლით, ძალიან სასარგებლოა ტვინის ჯანმრთელობისა და ზოგადი კეთილდღეობისთვის, რადგან სერიოზულ კონცენტრაციას მოითხოვს.

შესაძლოა, ვარჯიშის პირველ 5 წუთში ვერ შეძლოთ ტრენერისთვის ფეხის აწყობა, თუმცა თქვენი კოორდინაცია თანდათანობით გაუმჯობესდება.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ცურვა – მცირე დატვირთვის მაღალინტენსიური აქტივობა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის

ზაფხულის მზიანი დღეები იდეალური დროა განტვირთვისა და ამავდროულად, საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ცურვა - ეს არის არა მხოლოდ სიცხესთან გამკლავების მეთოდი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიში მთელი სხეულისთვის, რომელიც თქვენს გულზე, კუნთებზე, სახსრებსა და მენტალურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.