2024 წლის საუკეთესო ფიტნეს-საიტები

ფიტნეს საიტი ესაა ონლაინ-პლატფორმა, რომელიც ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში გეხმარებათ. საიტები აერთიანებს ვარჯიშების ვიდეოებს, ჯანსაღ კვებასთან და ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებულ ვიდეოჩანაწერებს. მომხმარებელს შეუძლია იპოვოს ინფორმაცია ფიტნეს-პროგრამების შესახებ, თვალი ადევნოს საკუთარ პროგრესს და გაეცნოს ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რესურსებს. არაერთი ფიტნეს-გამოცემა მკითხველებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ ამ თემატიკით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს და ერთმანეთს გაუზიარონ ფიტნეს-ტურების გამოცდილება.

Advertising

ფიტნეს-გამოცემა wix.com საუკეთესო ფიტნეს-ვებსაიტების ჩამონათვალს გთავაზობთ:

Sweat FXBG

ესაა რესურსი, რომელიც გთავაზობთ მაღალი ინტენსივობის ინტერვალურ ვარჯიშებს, დახურულ სივრცეში ველოსიპედით ვარჯიშს, იოგას საკუთარ ბუტიკ ფიტნეს-სტუდიაში ვირჯინიაში. საიტის მფლობელებს სურდათ მთელი ბრენდის და არა მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზის შექმნა, რასაც წარმატებით მიაღწიეს კიდეც.

Aly Grey Fitness

პერსონალურმა ტრენერმა ელი გრეიმ იცის, რა სურთ მის კლიენტებს: ონლაინ ფიტნეს-სავარჯიშოების შერჩევა, ვარჯიში რეალურ დროში Zoom-ის საშუალებით, სანდო ვიდეოთეკა, ვარჯიშების დაჯავშნის სერვისი.

The Limit

ჰიბრიდული ფიტნესი – ესაა უშუალო და ონლაინ-ვარჯიშების შეთავსება, რაც ფიზიკური ვარჯიშების მომავალია (ან უკვე აწმყო). The Limit-ი ითვალისწინებს ამ ცვლილებას და საკუთარ საიტზე ათავსებს სხვადასხვა ვარჯიშის ჩანაწერებს, ვარჯიშებს Zoom-ით (მათ შორის ცეკვის ცოცხალს საღამოებს) და ვარჯიშებს მომხმარებლის მოთხოვნით.

Stacy Lel Fitness

ამ პორტალს თავის ვიდეოთეკაში 200-ზე მეტი ვარჯიში აქვს გაერთიანებული, რომლებზე წვდომაც ხელმომწერებს გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ ეძლევათ.

My Fitness Suites

აშშ-ის ქალაქ ცინცინატში მდებარე ეს სატრენაჟორო დარბაზი მომხმარებელს სხვადასხვა სირთულისა და ღირებულების სერვისებს სთავაზობს: ფიზიკური მომზადების დონის შეფასება, დიეტის ინდივიდუალური გეგმა დიეტოლოგისგან და ა.შ.

Activ Balance

ტრენერი ეშლი გლენი მუშაობს ქალებთან, რათა გაამყაროს მათში კავშირი გონებასა და სხეულს შორის და ცხოვრების დაბალანსებული, ჯანსაღი წესის გათავისებაში დაეხმაროს.
გლენმა ასევე შექმნა ბლოგი, რომლებშიც შესაძლოა რეცეპტების, პრაქტიკული რეკომენდაციებისა და სამოტივაციო სტატიების მოძიება.

Jolly Bodies

კაშკაშა ფერებისა და ენერგიული ვიდეიორგოლების წყალობით ეს საიტი შესაბამის ბრენდს პასუხობს, რომელიც კარი ატმოსფეროს შექმნისკენაა მიმართული. თუმცა, ბიზნესის თვალსაზრისით, ეს საიტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა. ადამიანებს შეუძლიათ ვარჯიშებზე ჩაწერა, წევრობის შეძენა და საფირმო ნივთების შეძენა მათსავე ინტერნეტ-მაღაზიაში.

Jolly Bodies-მა ასევე წარმატებით დანერგა საკუთარი მომხმარებლების გამოხმაურებების გამოქვეყნების პრაქტიკა, რაც კლიენტების ნდობას განაპირობებს.

Body by Emily

შესაძლოა, თქვენ იცნობდეთ Body by Emily-ს Instagram-ზე განთავსებული ვარჯიშებით, რომელთა გაკეთებაც ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი.
ის ვებ-საიტს იყენებს, რათაც გამოაქვეყნოს გამოხმაურებები, გააზიაროს რეცეპტები და გაყიდოს სხვადასხვა საქონელი.

Stax Cycle Club

კანადაში, დახურულ სივრცეში განთავსებული ველოსიპედების სტუდია პანდემიის დროს დაიხურა, შემდეგ კი საკუთარი აუდიტორია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზარდა. როგორ? მათ დაიწყეს ვარჯიშების უფასო ტრანსლაციები ლაივ-რეჟიმში, რამაც საშუალება მისცათ, 500-ზე მეტი ვიდეორგოლის ვიდეოთეკა შეექმნათ.
ერთ-ერთი ქალი ამ ბიზნეს-მოდელს აფასებს, როგორც „სინათლეს, რომელიც კარანრტინის რთულ პერიოდში ჰქოდათ.“ სხვა მომხმარებლები ამბობენ, რომ ვიდეოები არის ხარისხიანი, მხიარული და მამოტივირებელი.

Baha Yogi

უდიდესი იოგინის ალექს კაუფმანის თქმით, ბოდიპოზიტივი მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და ის თანამედროვე სტილს სძენს მის სწავლებას. საიტი სთავაზობს მომხმარებელს კერძო შეხვედრებს, სემინარებს, რეტრიტს. ყურადსაღებია საიტზე მშვიდი მოძრაობის ელემენტი, რომელიც ბრენდს აძლიერებს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …