Mother and son are cycling in the park.

ფიზიკური აქტივობა ძალადობის რისკს ამცირებს

ფიზიკური აქტივობა ძალადობის რისკს ამცირებს – ამის შესახებ ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სტრატეგიის პროექტშია ნათქვამი, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების პროცესი დროში საკმაოდ გაჭიანურდა.

Advertising

დოკუმენტზე მუშაობა ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი 15%-ით უნდა შემცირდეს მოზარდებსა და ზრდასრულებში.

დოკუმენტში მოყვანილია ჯანმოს მიერ მიღებული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს შემდეგი არაგადამდები დაავადებების გავრცელების შემცირებას:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი – მათ შორის მაღალი არტერიული წნევა;
სასუნთქი სისტემის დაავადებები; კიბო, მათ შორის სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის; დიაბეტი; სიმსუქნე; ამცირებს დაცემით გამოწვეული ტრავმების რისკს;

ბავშვებსა და ზრდასრულებში ხელს უწყობს ძვალ-სახსროვანი/კუნთოვანი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის განვითარებას ნორმალურ ფუნქციონირებას.

აუმჯობესებს მოსწავლის კოგნიტურ შესაძლებლობებს, მეხსიერებას, აკადემიურ მოსწრებას.
ამცირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის, სიმსუქნის განვითარების, რისკის შემცველი ქცევის პრობლემებს (მაგ. თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარება, არაჯანსაღი კვება, ძალადობა).

Check Also

რეგულარული ფიზიკური აქტივობა და, შესაბამისად, უკეთესი ჯანმრთელობა შემოსავლებსა და სქესზეა დამოკიდებული – ახალი კვლევა

უახლესი კვლევის თანახმად, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა არ შეიძლება მხოლოდ ინდივიდების მოტივაციაზე იყოს დამოკიდებული. კვლევის ავტორების განცხადებით, პარკებზე, უსაფრთხო სასეირნო ბილიკებზე, დასასვენებელ სივრცეებსა და აქტიურ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე წვდომის გაუმჯობესებას შეუძლია ხელი შეუწყოს ამ უთანასწორობის შემცირებას.