ფიზიკური აქტივობა ფიტნეს-დარბაზებში სიარულისა და ვარჯიშის გარეშეც შესაძლებელია

სიდნეის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ორგანიზებული ვარჯიშები, ყოველდღიური საოჯახო საქმეების კეთება და ინტენსიური აქტივობა მათი ჯანმრთელობისთვის, კონკრეტულად კი გულისთვის, მაინც დადებითი შედეგის მომტანია.

Advertising

Circulation-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ მოიცვა 24 ათასი ზრდასრული ადამიანი, რომლებიც ფორმალური ვარჯიშებით იყვნენ დაკავებულები. კერძოდ, ამ პირებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ზომიერი ან ინტენსიური შემთხვევითი ფიზიკური დატვირთვები, როგორიცაა სახლში სწრაფ ტემპში მუშაობა, სწრაფი სიარული ან პროდუქტების გადატანა, დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებასთან.

კვლევის ფარგლებში მიმდინარეობდა მის მონაწილეებზე დაკვირვება აქტივობის ტრეკების საშუალებით ერთი კვირის განმავლობაში. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ზომიერი ან ინტენსიური აქტივობით არიან დაკავებულები, გულთან დაკავშირებული პრობლემების შემცირება დაფიქსირდა. მსუბუქი ინტენსივობის შემთხვევაში კი ეფექტი მცირე იყო.

კვლევის თანახმად, მხოლოდ ერთწუთიან ინტენსიურ მოძრაობას გულისთვის ისეთივე სარგებლობა მოაქვს, როგორიც – 3-3,5-წუთიან ზომიერ აქტივობას.

ეს კვლევა კარგი ამბავია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ან არ სურთ ფიტნესის ორგანიზებული რეჟიმის დაცვა. ყოველდღიური აქტივობა კარგი საშუალებაა გულის ჯანმრთელობის დაცვისთვის.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

მუცლის ვაკუუმი – სასარგებლო ვარჯიში, რომლისგანაც გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს

ისევე როგორც TikTok-ის არაერთი ვირუსული ტრენდი, მუცლის ვაკუუმის ვარჯიშების დაპირებული შედეგებიც, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ინფლუენსერი, რომელიც აცხადებს, რომ მათი ბრტყელი მუცელი ვაკუუმის ვარჯიშების დამსახურებაა, დიდი ალბათობით, სხვა არაერთ ვარჯიშსაც აკეთებს და ჯანსაღ კვებას მისდევს.