ფიზიკური აქტივობა სამუშაო ადგილებზე – ჯანმოს რეკომენდაციები კომპანიებს

კომპანიებმა თანამშრობლებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესი უნდა წაახალისონ და უზრუნველყონ სამუშაო ადგილებზე ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა – ასეთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მცირე და საშუალო კომპანიებისთვის.
უფრო კონკრეტულად, რეკომენდაციები ჯანმოს ევროპის ბიურომ შეიმუშავა რეგიონში მოქმედი საწარმოებისთვის.

Advertising

სახელმძღვანელოს თანახმად, მცირე და საშუალო საწარმოებმა სამუშაო გრაფიკში უნდა ჩასვან გამაჯანსაღებელი ფიზიკური აქტივობები. დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის გამო ევროპის რეგიონში ყოველწლიურად 10 ათასზე მეტი ადამიაინ იღუპება, რაც დიდწილად სამუშაო პირობებს უკავშირდება, რომელიც ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესის მიზეზია.

ჯანმოს მონაცემებით, ევროკავშირში მოქმედი კომპანიების 99% მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პოლიტიკის შედგენისას კი ასეთი ორგანიზაციები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან. მათ კი არ ყოფნით რესურსები და ექსპერტების დახმარება ფიზიკური აქტივობის სრულფასოვანი პროგრამების დასანერგად.
ჯანმო აღნიშნავს, რომ ცხოვრების მჯდომარე წესი არის ისეთი დაავადებების რისკფაქტორი, როგორებიცაა გულის პრობლემები, კიბო, დიაბეტი ტიპი ორი და სხვა არაინფექციური დაავადებები. ამის გათვალისწინებით, მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქვეყანა აცნობიერებს მოსახლეობაში ცხოვრების აქტიური წესის მხარდაჭერის აუცილებლობას. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, ის სახელმწიფოსაც უმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს, რადგან მძიმე დაავადებების მკურნალობაზე ნაკლები თანხების დახარჯვა უწევს.

ორგანიზაციის სტატისტიკით, რომელიც ევროპის რეგიონს ეხება, ევროკავშირის მოსახლეობის 45% არასდროს ვარჯიშობს და არც სპორტს მისდევს. ეს კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის და ჯანდაცვის სისტემებზე ფინანსურ ტვირთს აძლიერებს. ამიტომ ჯანმოს რეკომენდაციაა, ადამიანებმა ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშებს კვირაში არანაკლებ 150 წუთი დაუთმონ. თუმცა ცხოვრების მჯდომარე წესის პირობებში ამ რეკომენდაციების შესრულება რთულია.

ჯანმოს ევროპის ბიურო ქვეყნებს სთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. დოკუმენტის მიზანია, კომპანიებმა სამუშაო ადგილებზე ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობა შექმნან. მაგალითად, ესაა შეხვედრები სიარულის პროცესში, კიბეებზე სიარულის წახალისება, სამსახურში ველოსიპედით ან ფეხით მისვლის წახალისება. დოკუმენტში სტრუქტურული მიდგომაა აღწერილი. ესაა კომპანიებში სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება თანამშრომლებს შორის, სპორტკლუბების შეთავაზებები და სხვა.

ჯანმო კომპანიებს ურჩევს, ჩაატარონ სამსახურში ველოსიპედით მისვლის კამპანიები, შეხვედრების ისეთი ფორმატის დანერგვა, როდესაც თანამშრომლებს გაჭიმვებისა და სიარულის საშუალება აქვთ.

მნიშვნელოვანია ასევე მკაფიო კომუნიკაციის ჩამოყალიბება, როცა კომპანია თანამშრომლებს შორის ახორციელებს ჯანმრთელობის საკითხების პოპულარიზაციას, რთავს ამ პროცესში სამედიცინო პერსონალს, ავრცელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო მასალებს და სხვა.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …