სრულფასოვანი ვარჯიში სპორტარბაზების მიღმა, კომპაქტური მოწყობილობებითაც შესაძლებელია  

წარმოდგენა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ვარჯიში სპორტდარბაზებისგან განუყოფელია, არასწორია. სად და რა სახის ფიზიკური აქტივობებით დაკავდება –  ეს ადამიანის არჩევანსა და მის სამიზნე შედეგებზეა დამოკიდებული. არჩევანი იმ შემთხვევაშიც გაქვთ, თუკი ვარჯიშისას მოწყობილობები გჭირდებათ.

Advertising

ბაზარზე არაერთი აღჭურვილობაა, რომელიც არც ძვირია და არც მძიმე, და მათი გამოყენება სახლის პირობებში თავისუფლადაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობის შესახებ გამოცემა fitandwell-ის ავტორი მადი ბიდულფი წერს და მკითხველს Gymproluxe Band and Bar 2.0.-ის შესახებ ინფორმაციას უზიარებს. ავტორი წერს, რომ ბევრმა გაჯეტმა მისი მოლოდინები ვერ გაამართლა და მისი აზრით, მათში სოლიდური თანხის გადახდა არ ღირს.  რაც შეეხება Gymproluxe Band and Bar 2.0-ს, მადი ბიდულფის შეფასებით, ესაა კომპაქტური, პორტატული და მსუბუქი მოწყობილობა – ქამარი სახელურებით და სამი მოსაძრობი ლენტით. ყველა ლენტით სარგებლობის შემთხვევაში, მაქსიმალური წინააღმდეგობა 90 კილოგრამს აღწევს.

მას მოყვება აპლიკაცია, რომელიც გაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება Gymproluxe-ის გამოყენება 100-ზე მეტი სხვადასხვა ვარჯიშის შესასრულებლად, ასევე შემდგომი ვარჯიშებისთვის.

ავტორის თქმით, მან ერთი თვე დახარჯა ამ მოწყობილობის გამოცდისთვის და გარკვეულ დასკვნებამდე მივიდა.

გარდა იმისა, რომ ის საკმარისზე მეტ წინააღმდეგობას გვთავაზობს, მხოლოდ 4 კგ-ს იწონის – საკმარისად მსუბუქია ასაწევად. შტანგის ჯოხი კი ორად  იკეცებადა მისსავე ჩანთაში უპრობლემოდ ეტევა.

„თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ, როდესაც გარეთ ვვარჯიშობ, ამიტომ სიამოვნებით წავიღებდი ამ კომპლექტს ჩემს პარკში,“ – წერს მადი ბიდულფი.

ამ მოწყობილობით შესაძლოა დაწოლილ მდგომარეობაში ვარჯიშიც, ისევე როგორც მჯდომარე მდგომარეობაში ან ფეხზე დგომისას.

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შტანგით ვარჯიში სურთ და სახლში ეს მოწყობილობა არ აქვთ, Gymproluxe Band and Bar 2.0 საუკეთესო გამოსავალია, რადგან შტანგით ვარჯიშისთვის სპორტდარბაზში სიარულს არ მოითხოვს.

მისი გამოყენება ასევე შეიძლება ჯოხის სახით, რომელიც მოქნილობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ის მოსახერხებელი მოწყობილობაა ასევე მხრების მოქნილობისთვის.

რაც შეეხება აპლიკაციას, მისი გამოყენება მარტივია – მწვრთნელები კარგად ხსნიან მისი დაყენების ტექნიკებს, რაც იდეალურია როგორც ახალბედებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვარჯიშს პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ.

ტრადიციული ძალისმიერი ვარჯიშების გარდა, აპლიკაცია ასევე მოიცავს რჩევებს გაწელვებისთვის, რაც შესანიშნავი დამატებაა.

აპლიკაციაში ვნახავთ მრავალი სახის ვარჯიშს, სწრაფი 15-წუთიანი აქტივობით დაწყებული, უფრო ხანგრძლივი, მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშებით.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

5 ცვლილება ძალისმიერი ვარჯიშების პროგრამაში, რომლებსაც პროგრესის მოტანა 2 კვირაში შეუძლია

ფიტნეს-მწვრთნელი იან სმითი გვაძლევს რჩევებს, რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ ძალისმიერი ვარჯიშების პროგრამაში, რომ პროგრესი უკვე …