ყოველდღიური სირბილი ძუნძულით – ეს უფრო მეტია, ვიდრე კალორიების დაწვა. ამის შესახებ გამოცემა Eat This, Not That-ისთვის დაწერილ სტატიაში ფიტნეს-ტრენერი ჯეროდ ნობი წერს.
იგი აღნიშნავს, რომ ყოველდღიური სირბილი თქვენი გულსისხლძარღვთა სისტემისთვის, კუნთებისთვია და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასწაულებს ახდენს. ძუნძულით ვარჯიში ესაა ვარჯიში დაბალი დატვირთვით, რომელიც ახშირებს გულის ფეთქვას ინტენსიური დატვირთვის გარეშე.
„იმის მიუხედავად, გამოცდილი მორბენალი ხართ თუ მხოლოდ იწყებთ ვარჯიშს, ყოველდღიურ გარბენებს შეუძლია მაშინვე მოახდინოს თქვენს სხეულზე გავლენა, რომელიც გრძელვადიანი იქნება. გარდა ამისა, არაა საჭირო სპორტდარბაზში სიარული,“ – აღნიშნავს სპეციალისტი.
იგი ჩამოთვლის იმ ხანმოკლე და გრძელვადიან უპირატესობებს, რომლებსაც ყოველდღიური სირბილი იძლევა. სპეციალისტი ასევე გვაძლევს რჩევებს, როგორ ვაქციოთ სირბილი ჩვენი ცხოვრების წესის ნაწილად.
1. სირბილის შედეგად წარმოიქმნება ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც კარგ განწყობას უწყობს ხელს. ეს კი სტრესის მოხსნას განაპირობებს და თავსაც უკეთ იგრძნობთ. როცა სირბილს ყოველდღიურად დაიწყებთ, საკუთარ სხეულსა და გონებაში ცვლილებებს სწრაფად იგრძნობთ. ერთ-ერთი პირველი, რასაც იგრძნობთ – ენდორფინის მოზღვავებაა, რასაც ხშირად „მორბენალის კაიფსაც“ უწოდებენ. ესაა ქიმიური ნივთიერებების „აფეთქება“, რაც თქვენს ხასიათს აუმჯობესებს, ამცირებს სტრესს და დეპრესიასა და შფოთვასთან გამკლავებაშიც კი გეხმარებათ.
2. სირბილი გულის ფეთქვას ახშირებს
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა სირბილის დაწყებისთანავე უმჯობესდება. სირბილის დროს გულის შეკუმშვა ხშირდება, რაც აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას და ჟანგბადის მიწოდებას. დროთა განმავლობაში კი ეს აძლიერებს თქვენს გულს, ამცირებს არტერიალურ წნევას და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.
3. სირბილი კუნთებს აძლიერებს
ძუნძულით სირბილს მოქმედებაში მოჰყავს კუნთების სხვადასხვა ჯგუფი, რაც კუნთოვან ტონუსსა და გამძლეობას მოკლე დროში აუმჯობესებს.
4. სირბილი თქვენს მეტაბოლიზმს აჩქარებს
ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ყოველდღიურ გარბენებს შეუძლიათ თქვენი მეტაბოლიზმის გაძლიერება. მას შემდეგაც კი, რაც სირბილი დაასრულეთ, თქვენი სხეული დაჩქარებული ტემპებით აგრძელებს კალორიებს დაწვას.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”