ყველა ჩვენგანს გამოუცდია, როცა რაღაცას დიდი ხნის განმავლობაში ვაკეთებთ და შემდეგ გაჩერება გვიჭირს. ბევრი ჩვენგანი ამბობს, რომ ხანგრძლივი ჯდომა „გვკლავს.“ ჩვენ თავით ვეშვებით ჩვენს „ბუნაგში“ და ვიდრე გონს მოვეგებით, უკვე სადილის დროა გასული, ადგომის ძალები კი აღარ გვაქვს.
ბევრ ჩვენგანს გამოუცდია „დასვენების დღის მეომრის“ ეფექტი, როცა დიდი ტურნირის მომდევნო დღეს სიარული მტკივნეულია.
თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ორგანიზმისთვის ამ რეჟიმში ძალიან სასარგებლოა „მიკროშესვენებები“ – უმცირესი შესვენებები ჩვეულ სამუშაო გრაფიკში, რომლებიც რაიმე სახის აქტივობას მოიცავს.
კანადური გამოცემა OHS Canada Magazine წერს, რომ ბევრი წლის განმავლობაში დამსაქმებლები ითხოვდნენ გაწელვების ინდივიდუალური პროგრამების შედგენას, რათა თანამშრომლებს, რომლებსაც მთელი დღე მოხრილ მდგომარეობაში უწევდათ ყოფნა, შეეძლოთ უკანა მხარეს გაწელვა, ხოლო მათ, ვინც თითებით პატარა ნივთებთან მუშაობდნენ, ხელების „გახურების“ მოძრაობები ეკეთებინათ.
სწორედ ამიტომ შეიქმნა სამუშაო ადგილზე აქტივობის პროგრამა სახელწოდებით «Move-it», რომლის მიზანიც გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობის გაძლიერება და ტრავმების რისკის შემცირებაა. ეს ვარჯიში სხეულის ყველა ნაწილს მოიცავს და მათი შესრულება შესაძლებელია როგორც მდგომარე მდგომარეობაში, ისე სკამზე ჯდომის (და არა იატაკზე წოლის) პირობებში. ამოცანა იყო, ვარჯიშები ისეთი ყოფილიყო, რომ მათი სხვა ადამიანების თანდასწრებით შესრულებამ უხერხულობა არ შეგვიქმნას. ამიტომ ისინი სხვადასხვა აღჭურვილობის გამოყენებას არ ითვალისწინებს.
კურსის საპილოტე პროგრამა ორჯერ ჩატარდა: ერთხელ ოფისში და მეორედ ქარხანაში. მისი შედეგების შესაფასებლად კი საბაზისო და მომდევნო გამოკითხვები ჩატარდა.
მონაწილეებს ელექტრონული ფოსტით დაეგზავნათ ვარჯიშების გამოსახულებები, ვიზუალური მასალა გაიკრა ქარხნებშიც. თანამშრომლებს დაევალათ ვარჯიშების ყურება და მათი გაკეთება თავიანთ სამუშაო ადგილას შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ და ნებისმიერ სხვა თავისუფალ დროს, დღეში 5-ჯერ.
ორივე საპილოტე პროგრამის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პროგრამების შემდეგ ისინი დღეში მეტ მიკროშესვენებას აკეთებდნენ, ვიდრე ადრე. მორიგეობის ბოლოს კი სხეულის ყველა ნაწილში მეტ კომფორტს გრძნობდნენ. ქარხნებში დასაქმებულთა შორის კი განსაკუთრებით გაუმჯობესდა კომფორტის შეგრძნება მხრებსა და იდაყვებში.
„Move-it“ პროგრამაში ჩართულია მარტივი, მცირე ინტენსივობის ვარჯიშები, ესაა გაწელვები, მაგალითად, კისრის, მხრების, ხელების და ზურგის ნელ-ნელა გაწელვა, რათა მოიხსნას დაძაბულობა მოხსნა ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ.
კურსი ასევე ითვალისწინებს ზომიერ მოძრაობებს, როგორიცაა ხელების აწევა და ჩამოწევა, სხეულის მარჯვნივ-მარცხნივ გადახრა, ტანით ბრუნვა. ეს ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და გვეხმარება ენერგიის აღდგენაში. კურსში ასევე შედის სუნთქვითი ვარჯიშები – ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა განსაზღვრული მოძრაობების თანხლებით. ეს ამშვიდებს და ზრდის კონცენტრაციას.
ასევე კარგია ქვედა კიდურების მარტივი მოძრაობები: მუხლების ირგვლივ მოძრაობა, ფეხის აწევა და ჩამოწევა სკამიდან. ეს ხელს უშლის ქვედა კიდურების დაჭიმვას ან შეშუპებას.
Qigong-ის ელემენტები – ეს არის აღმოსავლური წარმოშობის ვარჯიშების სისტემა, რომელიც აერთიანებს მარტივ, ცირკულარულ მოძრაობებს და სუნთქვას. ზოგადად, ეს ვარჯიშები ძალიან რბილია — არაა სწრაფი, მიზანია განტვირთვა, არა კარდიოვარჯიში ან დაკლება.
ეს ვარჯიშები ძირითადად ხელს უწყობს სხეულის მოდუნებას და მუშაობისას სტრესისა და დაღლილობის შემცირებას.
გრძნობენ თუ არა ადამიანები თავს უფრო პროდუქტიულად მიკრო-შესვენებების შემოღების შემდეგ? დიახ – ქარხნულ გარემოში პროდუქტიულობის თვითშეფასება მნიშვნელოვნად გაიზარდა, 8.32/10-დან 9.53/10-მდე. გრძნობენ თუ არა ადამიანები, რომ უკეთესად ასრულებენ სამუშაოს? ქარხნულ გარემოში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 8.42/10-დან 9.37/10-მდე. გრძნობენ თუ არა ადამიანები თავს უფრო ჩართულად? დიახ – ქარხნულ გარემოში, ადამიანებმა განაცხადეს, რომ ეს ნამდვილად ასეა.
წარმოიდგინეთ, რომ შეძლებდით თანამშრომლების საშუალო პროდუქტიულობის 15 პროცენტით გაზრდას და ყველა სამუშაოს ხარისხის 11 პროცენტით გაზრდას ყოველგვარი შესვენების გარეშე? რა ეკონომიკური გავლენა ექნება ამას თქვენს ორგანიზაციაზე?
ამიტომ, ნებისმიერმა დამსაქმებელმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ მსგავსი პრაქტიკის შემოღება ნამდვილად სასარგებლო და პრაგმატულია.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
 ჯანსაღი ცხოვრების პორტალი
ჯანსაღი ცხოვრების პორტალი 
				 
			 
			 
		