„საკვები დანამატები საერთოდ არაა საჭირო. ჯანსაღი კვება ვარჯიშთან ერთად იდეალურია“

საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესი და ფიზიკური აქტივობა სულ უფრო პოპულარული ხდება. თუმცა ამ პროცესს თან სდევს სხვადასხვა საკვები დანამატების გამოყენებაც, რაც რიგ შემთხვევებში უკონტროლოდ ხდება და ადამიანების, მათ შორის ახალგაზრდების, ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

Advertising

ამ თემააზე ინფეცქიონისტმა მაია ბუწაშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ისაუბრა.

მისი თქმით, კარგია, რომ ბევრი ახალგაზრდა ვარჯიშობს და ყოველდღიურად ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, თუმცა არსებობს საფრთხეც. კერძოდ, ინფექციონისტის განცხადებით, ბევრი ახალგაზრდა, ვარჯიშის პარალელურად, კუნთის მასის გაზრდისა თუ სხვა მოსაზრებებით, სხვადასხვა საკვებ დანამატს იღებს, თანაც – დასაშვებზე ბევრად ჭარბი რაოდენობით.

„ხშირად მქონია შემთხვევა, როცა მოყავთ მოზარდი ან მოდის მოზრდილი. ღვიძლის ფუნქციები შეცვლილია და სხვა ხილული მიზეზი არაა. მოვატანინებ ხოლმე იმ ნივთიერებას, რასაც იღთებენ და აღმოჩნდება, რომ ერთსა და იგივე ნივთიერებას, მაგალითად პროტეინს, შესაძლოა 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი დოზით იღებდნენ, ვიდრე ორანიზმს სჭირდება. ეს კი უკვალოდ არ ქრება,“ – განმარტა მაია ბუწაშვილმა.

მისი თქმით, უცხოეთში კვებისა და დანამატების სფეროში სპეციალისტები, დოქტორები მუშაობენ, რომლებიც საზღრავენ, როგორ უნდა იყოს გამოყენებული დანამატი ვარჯიშის დროს. ისინი აკონტროლებენ, რომელი ვარჯიშის დროს რა დანამატი უნდა მიიღოს ადამიანმა. საქართველოში კი, მაია ბუწაშვილის თქმით, ამ ნივთიერებებს ადამიანები ხშირ შემთხვევაში უკონტროლოდ, სხვისი რჩევით ან სოციალურ ქსელებში წაკითხულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებენ, რაც ძალიან საშიში მოვლენაა. ამიტომ ინფექციონისტის რჩევაა, საკვები დანამატები საერთოდ არ მივიღოთ.

„საკვები დანამატები საერთოდ არაა საჭირო. ჯანსაღი კვება ვარჯიშთან ერთად იდეალურია,“ – განაცხადა მან.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

8 პროდუქტი, რომლებიც გახდომაში ზოგიერთ ვარჯიშზე მეტად დაგეხმარებათ

თუ ამ პროდუქტების მიღებას თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცევთ, ძალიან მალე სიმსუბუქეს იგრძნობთ და მუცლის ცხიმის შემცირებასაც შეამჩნევთ. ამავდროულად, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თუკი წონაში კლების პროცესს ფიზიკურ ვარჯიშებსაც დაუმატებთ, ეს იქნება იდეალური კომბინაცია არა მხოლოდ გახდომისთვის, არამედ ჯანმრთელობისა და ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის.