კვების ექსპერტები ასახელებენ დილის 6 ჩვევას, რომლებიც 50 წელს გადაცილებული იმ ქალებისთვისაა რეკომენდებული, რომლებიც ჯანმრთელობაე ზრუნავენ და მომდევნო ათწლეულებით ტკბობა სურთ.
ამ თემაზე გამოცემა eatingwell.com წერს და აღნიშნავს, რომ ამ ასაკში მთავარია, ჩვენი ჯანმრთელობისთვის მყარი საფუძველი შევიქმნათ, რომელიც დაბალანსებული დიეტისგან, რეგულარული მოძრაობებისა და გაცნობიერებულობისგან შედგება.
სერტიფიცირებული დიეტოლოგი, კვების ექსპერტი და წიგნ Everyday Snack Tray-ს ავტორი ფრენსის ლარჯმან-როთი 50 წელს გადაცილებულ ქალებს ურჩევს, არ მისცენ ასაკს საშუალება, მათი ცხოვრება განსაზღვრონ.
„თქვენ შეგიძლიათ 50 წლის ასაკშიც ისევე იგრძნოთ თავი, როგორც 30 წლის ასაკში, თუ იზრუნებთ თქვენს სხეულზე და სტრესს გაუმკლავდებით. თუმცა ტვინისა და ძვლების ჯანმრთელობა არის ის, რაზეც, დაბერებასთან ერთად, უფრო მეტად უნდა ვკონცენტრირდეთ,“ – აღნიშნავს სპეციალისტი.
ამ მიზნის მისაღწევად ექსპერტები 6 რჩევას გვაძლევენ, რომლებიც ყოველ დილით უნდა შევასრულოთ:
დაიწყეთ დღე მსუბუქი გაჭიმვებით
ეს ჩვენს საყრდენ სისტემას, ასაკთან ერთად, დაცვას უქმნის, რადგან, როგორც კვლევები აჩვენებს, რეგულარულ გაჭიმვებს მოქნილობისა და წონასწორობის გაუმჯობესება შეუძლია. ასეთი ვარჯიში ასაკთან ერთად დაცემისა და, შესაბამისად, მოტეხილობების რისკებს ამცირებს.
დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი
წყლის დალევის ჩვევას 50 წლის ასაკის შემდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 60, 70 და მეტ ასაკში ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. კვლევების თანახმად, ხანდაზმული ადამიანების უმრავლესობა საკუთარ ორგანიზმს წყლის მოთხოვნილებას ვერ უკმაყოფილებს, რამაც, შესაძლოა, სამედიცინო გართულებების რისკი გაზარდოს.
მიეფიცხეთ მზეს
ცნობილია, რომ მზეზე რეგულარული ყოფნა ვიტამიმ D-ს გამომუშავებისთვის სასარგებლოა, ის ასევე აუმჯობესებს განწყობას.
გამონახეთ დრო მოძრაობებისთვის
ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება ჯანსაღი წონისა და ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში, როცა ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს. შეეცადეთ, ვარჯიში დილის საათებში დაგეგმოთ.
მიირთვით დაბალანსებული საუზმე
დიეტოლოგები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ დაბალანსებულ საუზმეს უდიდესი მნიშვნელობ აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით – ასაკთან ერთად. დიეტოლოგ ლესლი ბონჩის თქმით, საუზმეში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა საშუალებას გვაძლევს, უჯრედისის დღიური ნორმა მივიღოთ და კუჭის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ.
დაგეგმეთ საკვების მიღება
ეს მეთოდი დაგეხმარებათ ტვინისა და ძვლების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. გაითვალისწინეთ, რომ ორაგული შეიცავს ომეგა-3-ს, რაც უმნიშვნელოვანესი პროდუქტია ტვინისთვის, შავი ქლიავი კი ძვლებისთვის სასარგებლო მინერალებითაა მდიდარი.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”