Melania Trump

როგორია 54 წლის მელანია ტრამპის ფიტნეს-რეჟიმი

დონალდ ტრამპის მეუღლის მელანიას ინაუგურაციაზე გამოჩენამ ბევრი ადამიანი კიდევ ერთხელ დააფიქრა, როგორ ახერხებს ის 54 წლის ასაკში შესანიშნავი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას.
იმის შესახებ, ცხოვრების როგორ წესს მისდევს და რა არის მისი მშვენიერი ფიზიკური ფორმის „რეცეპტი,“ მელანიამ გარკვეული ხნის წინ ჟურნალ GQ-სთან ისაუბრა. მაშინ მან თქვა, რომ ამ ყველაფერში მთავარ როლს ფიტნესისადმი ერთგულება ასრულებს.

Advertising

ინტერვიუს თანახმად, მელანია ყოველდღიურ ფიტნეს-პროგრამაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კოჭის სიმძიმეებს. მისი აზრით, ესაა მოკრძალებული, მაგრამ ეფექტიანი ვარჯიში კალორიების 5-15 პროცენტის დასაწვავად, რაც კარგი აღნაგობის ერთ-ერთი ფაქტორია. გარდა ამ ვარჯიშისა, მელანია იცავს დიეტას, რომელიც ხილის დიდ რაოდენობას შეიცავს.

E! News-ის ინფორმაციით კი მელანიის ფიტნეს-რეჟიმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია პილატესი. ეს ვარიანტი ძალიან მოსახერხებელია, რადგან ის სახლშიც ხელმისაწვდომია. პილატესი აშშ-ის პირველ ლედის არა მხოლოდ წონის დაკლებაში ეხმარება, არამედ ტრავმების პროფილაქტიკასაც უწყობს ხელს, ასევე ამაგრებს სხეულის კუნთებს.

Palm

მელანია ტრამპის ერთ-ერთი გატაცება ჩოგბურთია. არსებული ცნობებით, ამერიკის პირველი ლედი ზამთის დიდ ნაწილს პალმ-ბიჩზე მდებარე კერძო კლუბ Mar-a-Lago-ში ატარებს.

მელანია ცხოვრების ჯანსაღ, თუმცა უბრალო წესს მისდევს, განსაკუთრებით დიეტის ნაწილში.
Inside Edition-ის მონაცემებით, დღეს ის იწყებს მოცვის და სტაფილოს, უცხიმო იოგურტის, ისპანახისა და ვაშლის წვენის სმუზით. დღის განმავლობაში კი ხილის მინიმუმ 7 პორციას ჭამს, მათ შორის განსაკუთრებით ბევრს მიირთმევს ვაშლსა და ატამს. თუმცა ზოგჯერ არც მცირე რაოდენობით ტკბილეულზე ამბობს უარს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …