მწვანე ჩაი და სიარული – რა შემთხვევაში შეუძლია ჯანსაღ ჩვევებს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება

ცხოვრების წესთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენასთან ერთად, ჩვენი უმეტესობა შეგნებულად გადადის ჯანსაღ ჩვევებზე. დიეტით დაწყებული და ვარჯიშით დამთავრებული, ბევრმა დაიწყო ყურადღების მიქცევა იმ ფაქტორების კონტროლზე, რომლებიც მათ ხელშია. მაგრამ არის კი ეს „ჯანსაღი ჩვევები“ ყოველთვის ისეთივე სასარგებლო, როგორც ჩვენ გვგონია? მაგალითად ავიღოთ მწვანე ჩაი, რომლის დალევა დაკავშირებულია ჯანმრთელობის მრავალ სარგებელთან, მათ შორის გულის ჯანმრთელობასთან. თუმცა, დოქტორი ჯუჰი აგარვალი, ექიმი და კლინიკური ნუტრიციოლოგი, რომელიც ლონდონის კინგსის კოლეჯსა და ლესტერის უნივერსიტეტში სწავლობდა, გვაფრთხილებს, თუ როგორ შეიძლება ზოგიერთმა  პრაქტიკამ, როგორიცაა მწვანე ჩაის დალევა ან სიარული, სისხლში შაქრის დონის მატება გამოიწვიოს.

Advertising

შაქრის ალტერნატივები

ადამიანები, განსაკუთრებით პრედიაბეტით ან დიაბეტით დაავადებულები, ხშირად იყენებენ არარაფინირებულ შაქარს, რადგან ფიქრობენ, რომ ის შაქრის უფრო უსაფრთხო და უკეთესი ალტერნატივაა. მაგრამ მართლა ასეა? დიახ, ეს შაქარი ოდნავ უფრო სასარგებლოა, ვიდრე სუფრის შაქარი, მაგრამ ის მაინც შაქარია. მანაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მატება. „მას იგივე გავლენა აქვს სისხლში შაქრის დონეზე, რაც შაქარს. რაც უნდა გააკეთოთ, არის სტევიაზე ან ტკბილი ბერის (Monk Fruit) ხილზე გადასვლა, რათა დაატკბოთ თქვენი ჩაი, ყავა ან სხვა რამ, რისი დალევაც გსურთ“, – თქვა დოქტორმა აგარვალმა Instagram-ზე გავრცელებულ ვიდეოში.

ზეთი

ჯანსაღი კვების მსურველები ხშირად ცდილობენ, რაციონიდან თესლის ზეთები ამოიღონ და ისინი გჰითი ჩაანაცვლონ, რომელიც ჯანსაღ კარგად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ გჰის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები აქვს, როგორიცაა A ვიტამინის შემცველობა, ანთების შემცირება და გულის დაავადებებისგან დაცვა, ის ზომიერად უნდა მიირთვათ.

სიარული

სიარული ვარჯიშის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფორმაა და დაკავშირებულია გულის, ტვინისა და ნაწლავების ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან. თუმცა, ზოგჯერ სიარულსაც კი შეიძლება საპირისპირო შედეგი მოჰყვეს. უზმოზე სიარული იდეალური არ არის. „როდესაც უზმოზე ხართ და ორ საათს დადიხართ, თქვენი სხეული გამოყოფს ჰორმონს, რომელსაც გლუკაგონი ეწოდება. ის გამოათავისუფლებს დაგროვილ ენერგიას და მას სისხლში გადაისრვის. ასე რომ, დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის, სისხლში შაქრის დონის შემცირების ნაცვლად, უზმოზე ორსაათიანი სიარული რეალურად ზრდის სისხლში შაქრის დონეს“, – თქვა ნუტრიციოლოგმა.

კვების გამოტოვება

ფოტო აღებულია ვებ-გვერდიდან www.pexels.com

ექიმ აგარვალის თქმით, კვების გამოტოვება არასასურველ შედეგებს იწვევს, რადგან სისხლში შაქრის დაბალი დონე რეალურად გამოყოფს გლუკაგონს და სტრესის ჰორმონს, კორტიზოლს, რომელიც შაქრის დონეს ზრდის. ეს ასევე იწვევს დღის განმავლობაში წახემსებას, რაც ინსულინისა და სისხლში შაქრის დონის მაღალ შენარჩუნების მიზეზია.

მწვანე ჩაი

„დღეში რამდენიმე ჭიქა მწვანე ჩაის მიღება ექიმთან ვიზიტის საჭიროებისგან გვათავისუფლებს “ – ეს ველნესის ახალი მანტრაა. მწვანე ჩაის მოხმარება დაკავშირებულია ნაწლავების, ღვიძლის, გულის და ტვინის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთანაც კი. დღეს ადამიანების უმეტესობა ჩვეულებრივ ჩაის ნაცვლად მწვანე ჩაიზე ან შავ ყავაზე გადადის, როგორც ჯანსაღ ალტერნატივაზე. მათმა დაბალკალორიულმა პროფილმაც გაზარდა მათი პოპულარობა. თუმცა იცით თუ არა, რომ მწვანე ჩაისაც კი შეიძლება საპირისპირო შედეგი ჰქონდეს? „ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს კორტიზოლის დონე, რამაც შემდეგ შეიძლება გაზარდოს შაქრის დონე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას უზმოზე აკეთებთ. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ჯანსაღმა ჩვევებმაც კი შეიძლება საპირისპირო შედეგები მოგიტანო, თუ ისინი სწორი ბალანსით არ მიიღწევა“, – აღნიშნავს სპეციალისტი.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

„საკვები დანამატები საერთოდ არაა საჭირო. ჯანსაღი კვება ვარჯიშთან ერთად იდეალურია“

საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესი და ფიზიკური აქტივობა სულ უფრო პოპულარული ხდება. თუმცა ამ პროცესს თან სდევს სხვადასხვა საკვები დანამატების გამოყენებაც, რაც რიგ შემთხვევებში უკონტროლოდ ხდება და ადამიანების, მათ შორის ახალგაზრდების, ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.