მარტო მოგზაურობა – ახალი ტურისტული ტრენდი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის

ცნობილია, რომ მოგზაურობას მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. თანამედროვე ადამიანისთვის მოგზაურობა მხოლოდ ახალი ადგილების დათვალიერება არაა. ეს არის გონების „გადატვირთა“ გარემოს გამოცვლით, ფიზიკური აქტივობა, მედიტაციასთან, იოგასთან და სხვა ისეთ პრაქტიკასთან ზიარება, რომელიც მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას გაუუმჯობესებს.

Advertising

ამიტომ, თანამედროვე ადამიანებისთვის მოგზაურობის დაგეგმვა სულ უფრო მეტად გაცნობიერებული ხდება. ტურიზმში ჩნდება ახალი მიმართულებები და ტენდენციები. ერთ-ერთი ასეთი ტენდენციაა „თაფლობისთვე საკუთარ თავთან“ – Singlemoon, რაც ნიშნავს მარტო მოგზაურობას. საინტერესოა, რომ ეს მოვლენა ძირითადად ქალებში გვხვდება. საინტერესოა, რომ მათი დიდი ნაწილი ქორწინებაში იმყოფება. თემაზე ტურიზმისა და გართობის თემატიკაზე მომუშავე გამოცემა timeout.com წერს და ამ მოვლენის წარმოშობის მიზეზებსა და შინაარსს ასე განმარტავს:

შესაძლოა, თქვენ მეგობრებს ფული არ ჰქონდეთ ან ძალიან დაკავებულები იყვნენ. ამიტომ ვერ თანხმდებოდეთ ერთობლივი მოგზაურობის თარიღზე, მიმართულებებზე, ღონისძიებებზე ან სასტუმროზე. არცთუ იშვიათად ხდება, როცა მოგზაურობის დაგეგმვის შემდეგ მისი რომელიმე წევრი უარს ამბობს გამგზავრებაზე, არადა დეპოზიტი უკვე შეტანილი გაქვთ და ის დაბრუნებას აღარ ექვემდებარება. შედეგად, არაერთი ადამიანი მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მარტო იმოგზაუროს. სწორედ ამ დროს ხდებით მარტოხელა მოგზაური და გეძლევათ თავისუფლება, გაემგზავროთ იქ, სადაც გსურთ, როცა გსურთ, და აკეთოთ ის, რაც გსურთ.

ამასთან, ტურიზმის სპეციალისტები ამბობენ, რომ singlemoon არაა სოლო-მოგზაურობა ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. განთავსების ბიუჯეტურ ადგილებს უფრო მდიდრული სასტუმროები ცვლის, ისტორიულ ადგილებში დამღლელი სიარულის ნაცვლად კი მოგზაური ქალები სპასა და რელაქსს ირჩევენ, ასევე აქვთ თავისუფლება, ექსტრემალური აქტივობები გამოსცადონ, რაც სხვებთან მოგზაურობის დროს, შესაძლოა, ვერ მოახერხონ, რადგან ასეთი სითამამე ყველა მოგზაურს არ აქვს.

Singlemoon – ეს, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ზრუნვაა. ის განსაკუთრებით პოპულარულია იმ ქალებში, რომლებიც საკუთარ მოთხოვნილებებს ხშირად უკანა პლანზე სწევენ.
„მოგზაურობაში მარტო მაშინ წავედი, როცა მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა. ამან გამოჯანმრთელების ბიძგი მომცა და საკუთარ თავზე კონტროლი დავიბრუნე,“ – ამბობს ორი შვილის დედა Time Out-თან საუბარში. მისი საქციელი ბევრმა მშობელმა ეგოისტურად შეაფასა, თუმცა თავად ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ თავდაჯერებულობა შემატა, რაც ძალიან სჭირდებოდა ოჯახურ ცხოვრებაში და მის მიღმაც.

„ჩემი მეუღლე ამბობს, რომ სხვა ადამიანი დავბრუნდი. შემდეგ მე კოლუმბიაში გავემგზავრე და თავი ალპინიზმში გამოვცადე. ჩემი მეუღლე ჩემივე ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის მხარს მიჭერს ამ წამოწყებაში. ცხოვრება პრობლემებითაა სავსე, მაგრამ ვიცი, რომ მარტოობაში გატარებული ეს დრო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ პერიოდში ჩემგან არავინ არაფერს ითხოვს,“ – ყვება ქალი.

ტურისტული ორგანიზაციის Road Scholar-ის მონაცემებით, 2024 წელს კომპანიის სოლო-ტურების 85% ქალებმა დაჯავშნეს. ამასთან, მათი 60% ქორწინებაში იმყოფება, თუმცა მოგზაურობა მეუღლის გარეშე გადაწყვიტეს.

გარდა ამისა, singlemoon ესაა წყვილების ტრადიციული ადგილებში სოლო-მოგზაურობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ ელოდებიან, როდის ეყოლებათ პარტნიორი.

ქალები, რომლებიც სამოგზაუროდ წასვლას მარტო ამჯობინებენ, ასევე აღნიშნავენ, რომ ხშირად მიმართავენ ექსტრემალურ აქტივობებს – ალპინიზმს, პარაშუტით ხტომას და სხვას, რაც მათ მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და მეტ დადებით გავლნას ახდენს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …