იფიქრეთ სწრაფად – როგორ ავითარებს ფიზიკური აქტივობა მეხსიერებას

სპორტსმენების ძალა მხოლოდ მათ ფიზიკურ ძლიერებაში არაა – ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ ასევე შესანიშნავი „მუშა მეხსიერება“ აქვთ.

Advertising

თემაზე scitechdaily.com წერს.

ინფორმაციისთვის: მუშა მეხსიერება არის უნარი, შეინახოთ ინფორმაცია გონებაში და გამოიყენოთ იგი საჭიროების დროს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვიასკიულის (ფინეთი) უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს ძლიერი კავშირი სპორტში მონაწილეობასა და კოგნიტურ მაჩვენებლებს შორის, განსაკუთრებით ნაკლებადმოძრავ ადამიანებში. შედეგებმა აჩვენა, რომ ფიზიკურ აქტიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არამედ ნათელი გონების შენარჩუნებისთვისაც.

უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ სპორტსმენები მუდმივად ჯობდნენ არასპორტსმენებს მუშა მეხსიერების ამოცანების შესრულებისას, მიუხედავად სპორტის სახეობებისა, რომელშიც ისინი არიან ჩართულნი, და შეჯიბრებში მათ მიერ მიღწეული შედეგებისა.

ეს კოგნიტური უპირატესობა კიდევ უფრო გამოხატული იყო, როცა სპორტსმენებს კონკრეტულ, მცირედ მოძრავ ადამიანებს ადარებდნენ და არა არასპორტსმენთა ფართო ჯგუფს.
კვლევის შედეგები ადასტურებს მჭიდრო კავშირს ფიზიკურ ატივობასა და კოგნიტურ ფუნქციებს შორის. და პირიქით: ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი, როგორც აღმოჩნდა, უფრო სუსტ მუშა მეხსიერებას ნიშნავს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ ფიზიკური აქტივობა წინააღმდეგობას უწევს დაბერებასთან დაკავშირებულ, კოგნიტური ფუნქციების შესუსტებას.

შესაბამისად, კვლევები ადასტურებს, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ტვინის ჯანმრთელობასა და კოგნიტურ ფუნქციებს გვინარჩუნებს.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

რეგულარული ფიზიკური აქტივობა და, შესაბამისად, უკეთესი ჯანმრთელობა შემოსავლებსა და სქესზეა დამოკიდებული – ახალი კვლევა

უახლესი კვლევის თანახმად, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა არ შეიძლება მხოლოდ ინდივიდების მოტივაციაზე იყოს დამოკიდებული. კვლევის ავტორების განცხადებით, პარკებზე, უსაფრთხო სასეირნო ბილიკებზე, დასასვენებელ სივრცეებსა და აქტიურ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე წვდომის გაუმჯობესებას შეუძლია ხელი შეუწყოს ამ უთანასწორობის შემცირებას.