იოგა სიარულის დროს – პრაქტიკა, რომელიც თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს

იოგა სიარულით – რას ნიშნავს ფიზიკური აქტივობის ეს პრაქტიკა, ამაზე გამოცემა fitandwell.com-ი წერს.

Advertising

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სიარულის ამ სახეობის შესახებ მან იოგის სპეციალისტისა და ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტების უფლებადამცველისგან სოფია დროზდისგან შეიტყო.

მისი თქმით, ის ყოველდღე დადიოდა, ამიტომ გადაწყვიტა, ამ გასეირნებებისთვის მეტი სარგებელი დაემატებინა.

კერძოდ, სეირნობის პროცესში, მან დაიწყო 4-წუთიანი მედიტაციების კეთება. იოგა სიარულით გულისხმობს ნაბიჯების სინქრონიზაციას სუნთქვასთან და საკუთარი გრძნობებისა და გარემოცვის გაცნობიერებას, რაც სიმშვიდისა და კეთილდღეობის განცდას იწვევს.

„აღმოვაჩინე, რომ შემიძლია საკუთარი შესუნთქვისა და ამოსუნთქვის სინქრონიზება მარცხენა ფეხის მიწაზე დადებისას, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ისეთი რითმის აწყობა, რომელიც თქვენ შეგეფერებათ. ამას ყოველ ჯერზე, როცა სასეირნოდ გამოვდივარ, არ ვაკეთებ, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა მარტო ვსეირნობ. ასე შემიძლია სრულად ჩავიძირო პროცესში და სხვა რამეზე არ გადავერთო, – წერს სტატიის ავტორი ლუ მუჯი.

აი, რა შედეგებზე საუბრობს ის ამ პრაქტიკის დაწყებიდან ერთი თვის თავზე:

ადრე, გარშემო არსებული ხმაური – ქარის, ტრანსპორტის ან წვიმის ხმა – მას თრგუნავდა და აღიზიანებდა. ამის გამო ის სპეციალურ, ხმის ჩამხშობ ყურსასმენებს იყენებდა ან უბრალოდ, ფსიქოლოგიურად ებრძოდა ამ დისკომფორტს. ახლა კი, როცა მან მოახერხა კონცენტრირება საკუთარ სუნთქვასა და ნაბიჯებზე, გარე ფაქტორები აღარ აღიზიანებს.

„ახლა, როცა თავს დათრგუნულად ვგრძნობ ხოლმე, ყურადღება სიარულის რიტმზე გადამაქვს (ორი ნაბიჯი ერთ ამოსუნთქვაზე), რაც შენელებაში მეხმარება და ყურადღებას გარე შემაფერხებელი ფაქტორებიდან საკუთარ სხეულსა და სუნთქვაზე გადამაქვს. ეს მოსახერხებელი ინსტრუმენტია, რომელსაც იოგის ვარჯიშების მიღმა, სიარულის დროს ვიყენებ. თუ აღგზნებულობას ვგრძნობ, ახლა უკვე ვიცი, როგორ გავუმკლავდე ამას. მე, როგორც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ადამიანს, დღის განმავლობაში დროის გამოყოფა მხოლოდ სიარულისა და სუნთქვისთვის კონცენტრაციაში მეხმარება. სამსახურამდე ამის კეთებით სიმშვიდის ადრიან დოზას ვიღებ, რომელიც მეხმარება, დილა პროდუქტიულად და ნათელი გონებით გავატარო. ადრე ასევე ვებრძოდი ცუდ ხასიათს, ახლა კი, მხოლოდ გარეთ გასვლა და სახის მზისთვის შეშვერა მნიშვშნელოვან გამაწონასწორებელ და დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა,“ – ამბობს ავტორი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ახალი პრაქტიკის დანერგვამ ძილი გაუუმჯობესა – ადრე იძინებს, ძილის დროს აღარ ეღვიძება და დილით დასვენებულად გრძნობს თავს.

გარდა ამისა, როგორც ის აღნიშნავს, გახდა უფრო ხალისიანი და ენერგიული ადამიანი.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

 

Check Also

ცურვა – მცირე დატვირთვის მაღალინტენსიური აქტივობა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის

ზაფხულის მზიანი დღეები იდეალური დროა განტვირთვისა და ამავდროულად, საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ცურვა - ეს არის არა მხოლოდ სიცხესთან გამკლავების მეთოდი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიში მთელი სხეულისთვის, რომელიც თქვენს გულზე, კუნთებზე, სახსრებსა და მენტალურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.