თბილ ამინდებში წონის კლება მარტივდება

წონაში კლების დრო სულ არის, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საუკეთესო პერიოდი ამისთვის ზაფხულია, როცა თბილი ამინდები, მზის სინათლე და გრძელი დღეები დგას.

Advertising

parade.com-თან საუბარში სერტიფიცირებული მწვრთნელი და დიეტოლოგი ტანვი დალალი და პირადი მწვრთნელი ემმა გრეივსი ასახელებენ 4 მიზეზს, რატომაა უფრო მარტივი გახდომა წლის თბილ პერიოდში.

მოძრაობის მეტი შესაძლებლობა

დალალის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თბილ პერიოდში გახდომა უფრო მარტივია, ისაა, რომ ზაფხულში დღეები გრძელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოძრაობის მეტი შესაძლებლობა არსებობს – იქნება ეს დილის სეირნობა, საღამოს ველოსიპედით სიარული თუ პარკში ვარჯიში.

„როცა დღეები უფრო გრძელია, ჩვენი ტვინი, როგორც წესი, გრძნობს, რომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო დღის განმავლობაში და შეგვიძლია ის გამოვიყენოთ ვარჯიშისთვის, ურთიერთობებისა და ჰობისთვის,“ – განაცხადა გრეივსმა.

მეტი ენერგია

თბილ პერიოდში ადამიანებს უფრო მეტი ენერგია აქვთ, ვიდრე ზამთრის თვეებში. ორივე ექსპერტი ამტკიცებს, რომ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მიზეზი, რის გამოც ასე ხდება.

„მზის შუქის ზემოქმედება ვიტამინ „დეს“ გამომუშავებას განაპირობებს, რაც დაკავშრებულია მეტაბოლიზმისა და ენერგიის დონის გაუმჯობესებასთან,“ – განაცხადა დალალმა.

გრეივსი კი ამბობს, რომ დილით, მაგალითად სეირნობისას, მზის შუქი არეგულირებს ცირკადულ რითმს, შედეგად კი უმჯობესდება ძილი, რაც, თავის მხრივ, ადამიანს ენერგიით მუხტავს და ვარჯიშისთვის მოტივაციას აძლევს.

 

მეწყვილის პოვნა

გრეივსის და დალალის თქმით, თბილ ამინდებში ადამიანები უფრო მეტს კონტაქტობენ, ამიტომ მათთვის ადვილია ვარჯიშის „მეგობრის“ პოვნა, რომელიც ფიზიკურ აქტივობას უფრო გაუხალისებს.

ჯანსაღი საკვების მიღების სურვილი

ზამთრის თვეებში ადამიანების უმეტესობა ნოყიერ საკვებს იღებს, რომლებიც ნახშირწყლებსა და ცხიმებს დიდი რაოდენობით შეიცავს. მაგრამ დათბობისთანავე, უფრო მსუბუქი საკვების მიღების სურვილი ძლიერდება.

„ტემპერატურის მატებასთან ერთად ჩვენი სხეული ბუნებრივად მიილტვის უფრო მსუბუქი და დაბალკალორიული საკვების მიღებისკენ, რაც კალორიების დეფიციტის ჩენარჩუნებას უწყობს ხელს. საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა სითბოს აგენერირებს, რის გამოც მადას გვიქვეითებს, რათა სიგრილე შეინარჩუნოს. ამ ცვლილებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ჩვენს მიდრეკილებებზე, რადგან უპირატესობას ვანიჭებთ ცივ სასმელებს, ხილს, სალათებს და ისეთ საკვებს, რომლებიც მარტივად გადამუშავდება,“ – აღნიშნა გრეივსმა.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

6 ყოველდღიური მოძრაობა, რომლებიც ვარჯიშებად ითვლება

ახალმა კვლევამ, რომელიც აკვირდებოდა არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის, ასევე თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების ჯანმრთელობაზე გავლენას, დაადგინა, რომ ადამიანებზე ამ ჩვევების შედეგები უკვე 36 წლის ასაკიდან აისახება.