სულ უფრო მეტი კომპანია იაზრებს, რომ თანამშრომლების კეთილდღეობა მხოლოდ ამაღლებული იდეალი არ არის და ეს რეალური ბიზნეს-ინტერესიცაა. დამსაქმებლის როლი უკვე გასცდა შრომის ანაზღაურების ფარგლებს. თანამშრომლებს მოლოდინი აქვთ, რომ კომპანიები ყურადღებას, პირველ რიგში, მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას მიაქცევენ.
კომპანიებს, რომლებიც თავიანთ შეღავათების სისტემებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ინსტრუმენტების ინტეგრაციას ახდენენ, შეუძლიათ არა მხოლოდ თანამშრომლების კმაყოფილების, არამედ მათი ბიზნესის გაზომვადი შედეგების გაუმჯობესების იმედი ჰქონდეთ.
უნგრეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ თანამშრომლების 85%, რომლებიც რეგულარულად არიან დაკავებულები ფიზიკური აქტივობით, აღნიშნავს დადებით გავლენას შრომის ნაყოფიერებაზე. ფიზიკური ვარჯიშები ამცირებს სტრესს, ზრდის ენერგიის დონეს და ძილის ხარისხს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ამცირებს გაცდენების რაოდენობასა და იმავდროულად ზრდის შრომის ნაყოფიერებას.
საერთაშორისო მონაცემები (Gallup Workplace Report, 2020) ადასტურებს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კორპორატიული პროგრამები შრომის ნაყოფიერებას 25%-ით ზრდის, გაცდენების რიცხვს კი 29%-ით ამცირებს.
200-თანამშრომლიანი კომპანიისთვის ეს შესაძლოა ნიშნავდეს ყოველწლიურად ასიათასობით დოლარის ეკონომიას. Harvard Business Review-ს თანახმად, ამ პროგრამაში ჩადებული ერთი დოლარის სანაცვლოდ კომპანიები 3-6 დოლარის უკუგებას იღებენ.
კიდევ ერთი დადებითი შედეგი, რაც კომპანიებისთვის თანამშრომლების მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პროგრამებს მოაქვს, სამუშაო ატმოსფეროს გაუმჯობესებას და თანამშრომლების ლოიალობის ამაღლებას ეხება.
მოკლედ რომ ვთქვათ – დამსაქმებლის მხრიდან თანამშრომლების მიმართ ყურადღების გამოჩენა მხოლოდ მორალური ვალდებულება არ არის და ეს სტრატეგიული უპირატესობაა. კომპანიები, რომლებიც თანამშრომლების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, არა მხოლოდ მიმზიდველ დამსაქმებლებად ითვლებიან, არამედ ქმნიან უფრო სტაბილურ ორგანიზაციას გრძელვადიან პერსპექტივაში.