სიტყვა „ვარჯიში“ ხშირად ასოცირდება წონაში კლებასთან, თუმცა სინამდვილეში ვარჯიში გახდომის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არ არის.
kslnewsradio.com-თან საუბარში ამერიკელი ექიმი ბრეტ მაკიფი ამბობს, რომ ფიზიკურ აქტივობას კოლოსალური მნიშვნელობა და უპირატესობები აქვს.
„თუკი მართლა არსებობს ასეთი საშუალება, როგორიც ჯადოსნური ჯოხია, როცა საუბარია უფრო ხანგრძლივ, უკეთეს და ჯანმრთელ ცხოვრებაზე, ეს ფიზიკური აქტივობაა,“ – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ჩვენს წონაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ის, რასაც ვჭამთ.
„წონის კლების დიდი ნაწილი მოდის სწორ კვებაზე. მაშინაც კი, როცა თქვენი დიეტა შესანიშნავია, შეგიძლიათ რამდენიმე დამატებითი რამ გააკეთოთ, რათა დიეტას ფიზიკური აქტივობით დაეხმაროთ,“ – აცხადებს ბრეტ მაკიფი.
მისი ინფორმაციით, ისეთ ვარჯიშებსაც კი, რომლებიც არ უკავშირდება წონის კლებას, ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია.
მაგალითად, მას შეუძლია დაავადებების რისკის შემცირება, ძვლების გამაგრება და სხვა. რაც მთავარია, ფიზიკურ აქტივობას აქვს უდიდესი როლი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღეში ორ, ხუთ ან ათწუთიანი აქტივობა გაქვთ, ამას აქვს დადებითი ეფექტი, ესაა შესაძლებლობა, უყუროთ ცხოვრებას უფრო პოზიტიურად,“ – განაცხადა ექსპერტმა.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”